ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
19.11.2020 | 14:17
გარდაიცვალა კვიპროსის ეკლესიის ქორეპისკოპოსი

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 89 წლის ასაკში გარდაიცვალა სალამინას პენსიონერი ეპისკოპოსი ბარნაბა, რომელსაც მრავალი სახის დაავადება ჰქონდა. მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ბარნაბა დღეს, 19 ნოემბერს, დილით გარდაიცვალა. გარდაცვლილი მღვდელმთავრისთვის წესის აგება მოხდება 20 ნოემბერს, 13:00 საათზე, პოლურიოტისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში. წესს აუგებენ სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი ქრიზოსტომოს მეორე და წმიდა სინოდის მღვდელმთავრები.   —…

18.11.2020 | 19:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

ა.წ. 18 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ბ-ნ მაიკ პომპეოსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს შორის. მიღებას მაღალი რანგის სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ. ეს ვიზიტი დადასტურებაა იმ კეთილგანწყობისა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს ეკლესიასა და აშშ-ს შორის. ითქვა, რომ საქართველო და საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო შემწყნარებლური ტრადიციული რელიგიების მიმართ და რომ ეს დღესაც…

18.11.2020 | 15:44
სოფ. გარბანში მდებარე წმ. გიორგის სახ.ეკლესიის რეაბილიტაცია

ფონდი “ქართუ”-ს დაფინანსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფ. გარბანში მდებარე წმ. გიორგის („ოქროს ბებერი წმ. გიორგი“) სახ. დარბაზულ ეკლესიაზე დასრულდა მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. სარესტავრაციო პროცესის მსვლელობისას, რომელიც არქიტექტორ რესტავრატორმა პაატა ბასიშვილმა შეასრულა, სახურავს მოეხსნა ძველი, უსახური თუნუქის სახურავი. დემონტაჟი ჩაუტარდა ხის ძველ ფენილს. ეკლესიის კამარა გასუფთავდა ძველი,…

18.11.2020 | 15:37
ქაისუბნის დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია

ფონდი “ქართუ”-ს დაფინანსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, 2020 წლის ივნის-აგვისტოს თვეებში დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქაისუბნის დარბაზულ ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. სარესტავრაციო პროცესის მსვლელობისას, რომელიც შპს „ანდამატმა“-მა შეასრულა, მოხდა ეკლესიის ინტერიერიერში და ფასადზე მორღვეული და დაზიანებული საპირე წყობის აღდგენა ადგილობრივი ქვით,გამოქარვული ადგილები კი ამოიგოზა სპეცკირხსნარით, გათლილი ქვით მოეწყო თარო-კარნიზები,ხოლო კამარა,კონქი…

18.11.2020 | 15:33
ახლადშესვენებულ მიტროპოლიტ იოანეს სულიერმა შვილმა პანაშვიდი გადაუხადა

ლაგადის ახლადშესვენებულ მიტროპოლიტ იოანეს, სამღვდელმთავრო პანაშვიდი გადაუხადა თავისმა სულიერმა შვილმა, ტრიკალის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 15 ნოემბერს, დილით, კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაიცვალა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ლანგადის, ლიტის და რენდინის მიტროპოლიტი იოანე, რომელიც გუშინ, 16 ნოემბერს სპეციალური წესების დაცვით დაკრძალეს.   — wenews.ge

18.11.2020 | 15:26
“გავუფრთხილდეთ მღვდლებს, ეპიდემიის დროს ნუ ემთხვევით ხელზე” – ბერძენი ინფექციონისტი

ქალბატონმა ლინუმ დაადასტურა, რომ მან წმინდა სინოდს გაუგზავნა 12 მითითება, რომელშიც საუბარია რეგულაციებზე, კერძოდ მორწმუნეებმა შეეცადონ დროებით თავი შეიკავონ წმინდა ხატებზე მთხვევისგან, არ ემთხვიონ ხელზე წმინდა მღვდლმსახურებს, დაიცვან დისტანციური ზომები და ატარონ პირბადე. ჟურნალისტის კითხვას, საშიშია თუ არა კოვზი, რომლითაც მორწმუნეები ეზიარებიან, ქალბატონმა ლინუმ თავი შეიკავა პასუხისგან და თქვა, რომ ეს რწმენის საკითხია და ამ…

18.11.2020 | 15:02
მირონცხების საიდუმლო

„…რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“ (იოან. 7, 38) მირონცხების საიდუმლო, ჩვეულებრივ, აღესრულება უშუალოდ ნათლისღების საიდუმლოს შემდეგ, შეადგენს რა მასთან ერთად ერთ საღვთისმსახურო წესს. ამ საიდუმლოში ახლადმონათლულს მოემადლება სულიწმიდის ნიჭნი, რომლებიც განამტკიცებენ და განაძლიერებენ მას ქრისტიანულ ცხოვრებაში. როგორც აღვნიშნეთ, ნათლისღებით ადამიანი იშვება სულიერი ცხოვრებისათვის, განიწმინდება პირველქმნილი ცოდვისაგან და პიროვნულისაგანაც,…

18.11.2020 | 14:53
საეკლესიო კალენდარი: 18 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 18 ნოემბერს მოწამეთა გალაქტიონის და ეპისტიმიას, მოციქულთა: პატრობის, ერმის, ლინეს, გაიოზის, ფილოლოგეს-70-თაგანთა, და წმიდა გრიგოლის, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს   წმიდა მოწამენი: გალაქტიონი და ეპისტიმია მდიდარი და დიდებული, მაგრამ უშვილო კლიტოფონი და ლევკიპია ფინიკიის ქალაქ ემესაში ცხოვრობდნენ. ისინი უხვად სწირავდნენ ოქროებს წარმართ ქურუმებს, მაგრამ მემკვიდრე მაინც არ ეძლეოდათ. III…

18.11.2020 | 10:55
აშშ-ის საელჩო – მაიკ პომპეომ და ილია მეორემ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით [ვიდეო]

  საქართველოში აშშ-ის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში….

Τα σημαντικότερα νέα