ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
13.11.2020 | 18:24
ტოკიოში წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი აკურთხეს

2020 წლის 3 ნოემბერს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს გარეუბან კუნიტაჩში, იაპონიაში რუმინეთის საპატრიარქოს მუდმივი წარმომადგენლობის რეზიდენციაში, წმიდა დიდმოწამე გიორგი ძლევაშემოსილის სახელობის ტაძარი აკურთხეს. ტაძრის კურთხევა აღასრულეს იაპონიის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, ტოკიოსა და სრულიად იაპონიის მიტროპოლიტმა დანიელმა და რუმინეთის საპატრიარქოს მღვდელმთავარმა, დასავლეთ და სამხრეთ ევროპის მიტროპოლიტმა იოსებმა, რუმინეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და იაპონიის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის…

13.11.2020 | 18:22
გამამხნევებელი წერილი კარანტინიდან რეანიმაციაში

უნეტარესმა ათენისა და სრულიად ელადის (საბერძნეთი) მთავარეპისკოპოსმა იერონიმე მეორემ, რომელიც ამჟამად არის თვითიზოლაციაში, წერილი მიწერა უნეტარეს სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის, რომელიც კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზით იმყოფება ათენის ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. წერილი გამამხნევებელი შინაარსისაა. საბერძნეთის ეკლესიის მეთაურმა ალბანეთის ეკლესიის მეთაურს საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდისა და პირადად თავისი სახელით მალე გამოჯანმრთელება უსურვა.   — wenews.ge

13.11.2020 | 18:20
კვიპროსის ეკლესიის მეთაური მფარველი წმიდანის ხსენების დღეს აღნიშნავს

13 ნოემბერს უნეტარესი სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს მეორე მფარველი წმინდანის, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო დიდი მოძღვრის, იოანე ოქროპირის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი საღმრთო ლიტურგიას აღავლენს კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებთან ერთად. წმიდა იოანე ოქროპირის ხსენება ახალი კალენდარული სტილით აღინიშნება 13 ნოემბერს, ხოლო ძველი კალენდარული სტილით 13 ნოემბერი არის ახალი სტილით…

13.11.2020 | 18:16
100 000 მოწამის დღე (13.11.2020)

13 ნოემბერს, 100 000 მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) და ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) სამღვდელოებასთან ერთად მეტეხის ხიდზე სავედრებელი პარაკლისი აღავლინეს და ჩვენი ერი უფალს და 100 000 მოწამეს შეავედრეს. — patriarchate.ge

13.11.2020 | 18:11
ათონელი მღვდელმონაზონი კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა

ათონის წმიდა მთაზე მოღვაწე მღვდელმონაზონი აგათანგელოზი კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაიცვალა. იგი თესალონიკის საავადმყოფო “იპოკრატიოში” გადიოდა მკურნალობის კურსს, თუმცა, სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მღვდელმონაზონი აგათანგელოზი 1940 წელს დაიბადა. იგი ჯერ მოღვაწეობდა ივერონის მონასტერში, ხოლო შემდეგ კი სიმონპეტრას მონასტერში. უფალმა მართალთა თანა განუსვენოს. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი.   — wenews.ge

13.11.2020 | 18:08
ათონის წმინდა მთა ჩაიკეტა

ცნობილი ხდება რომ, ათონის მთაზე კორონავირუსული ინფექცის პრევენციის მიზნით, მამათა გადაწყვეტილებით, წმინდა მთა 30 ნოემბრის ჩათვლით ჩაიკეტება. გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო ათონის მთის წმინდა კინოტმა, რომელშიც ოცივე მონასტრის წარმომადგენლი შედის. დღეიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ათონზე ვერავინ შევა და ვერავინ გამოვა.   — wenews.ge

13.11.2020 | 18:03
წმიდანი ათნი ბევრნი (100 000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი (+1227)-31 (13.11) ოქტომბერი

საქართველოს ეკლესიას მოწამეთა ეკლესიას უწოდებენ, ქართველი ერი თავისთავში ატარებს დაფარულ და ქვეცნობიერ სიყვარულს ქრისტე ღმერთისა, რომელიც ხშირად ამა ქვეყნის სიავკარგის ეკალ-ბარდებითაა დაფარული. ისტორიული ქარტეხილები და იმპერიებს შორის მიმოხეთქებანი თითქოს საცერში ატარებს ჩვენი სარწმუნოებრივ-ეროვნული სიწმიდისა და ტრადიციების ნაერთს და ამა ქვეყნის ორომტრიალიდან ცალკე გამოიყოფა წმიდა ფქვილი – “საზეპურო ერის” თვისებები და ბზე – ის უვარგისი მინარევი,…

13.11.2020 | 17:39
საეკლესიო კალენდარი: 13 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ნოემბერს 100 000 მოწამის, მოციქულების: სტაქოსის, ამპლიას, ურბანოსის, ნარკისის, აპელიოსის და არისტობულეს, ასევე მოწამე ეპიმაქეს და ღირსი მავრას ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდანი ათნი ბევრნი (100 000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი მე-13 საუკუნეში ჩინგის ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი ჯალალედინი საქართველოს საზღვრებს მოადგა. ქართველთა ლაშქარი გარნისთან გამართულ ომში დამარცხდა. როცა სულთანის ლაშქარი…

12.11.2020 | 19:57
“მთელი აფრიკა თქვენთვის ლოცულობს, უნეტარესო!”

უნეტარესმა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორე მეორემ გამამხნევებელი წერილი გაუგზავნა უნეტარეს სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის, რომელიც ათენის კლინიკაშია მოთავსებული კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზით. უნეტარესი თეოდორე ალექსანდრიელი უნეტარეს ანასტასი ალბანელს უსურვებს მსწრაფლ გამოჯანმრთელებას და წერილში აღნიშნავს, რომ ამ ამბის შეტყობა მისთვის ტანჯვის ტოლფასია და აღავლენს შეუწყვეტელ ლოცვებს.   — wenews.ge

Τα σημαντικότερα νέα