ამა წლის 12 აპრილს ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგიმ (შალამბერიძე) თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის წმინდა კონსტანტი – კახის სახელობის დედათა მონასტერში მონაზვნად აღკვეცა მორჩილი ეფემია რუხაძე, რომელსაც სახელად მართა უწოდა. sazu.ge
დღეს არის უფლის მეგობრის, 4 დღის გარდაცვლილი ლაზარეს, მკვდრეთით აღდგინების ხსენება და ქართული ენის დღესასწაული. ლაზარეს უკავშირდება იესო ქრისტეს მიერ აღსრულებულ სასწაულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა; ბეთანიაში მომხდარმა ებრაელები გააოგნა და ყველამ, – თვითმხილველთაც და სხვათაც, ირწმუნეს მაცხოვრის ღმერთობა. X ს-ის მოღვაწის, იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველების მიხედვით, ლაზარეს მსგავსადვე, ბოლო ჟამს მოხდება ქართული ენისა და,…
დღეს 12 აპრილს, არქიმანდრიტ ამბროსის გარდაცვალების შემდეგ ათონის წმინდა მთის ზოგრაფის მონასტერში ახალი წინამძღვრის არჩევნები გაიმართა. არჩევნები ათონის წმინდა მთის და ზოგრაფის მონასტრის შინაგანაწესის შესაბამისად ჩატარდა. ახალ წინამძღვრად არქიმანდრიტი გაბრიელი აირჩიეს. მამა გაბრიელი (ერში გიორგი კარატოტევი) 1973 წლის 11 დეკემბერს დაიბადა ქალაქ სოფიაში. ზოგრაფის სავანეში 1997 წლის 20 დეკემბერს მივიდა და ზუსტად 1 წელიწადში აღკვეცეს…
ა.წ. 27 თებერვალს აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა ჟურნალ ,,მოსახლეობის ეკონომიკაში” გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის ინიციატივამ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი გაზარდა. „მშვენიერი ახალი ნაშრომი გვაჩვენებს, როგორ გამოიწვია წახალისებამ და მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის ამაღლებამ დაქორწინებულ ქართველ მართლმადიდებელ წყვილებში შობადობის 42%-ით ზრდა და მესამე მშობიარობის…
2025 წლის 10 აპრილს წმინდა სინოდმა გაავრცელა განცხადება იმ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას. 2025 წლის 9 აპრილს ესტონეთის პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი №2-5/25-00033 „ეკლესიებისა და სამრევლოების შესახებ“ ესტონეთის რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც ფაქტობრივად მიზნად ისახავს აკრძალოს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესია – მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში მყოფი…
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება 1989 წლის 9 აპრილს აღსრულებულთა მოსახსენიებელ პანაშვიდზე სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო, ბატონო ქალაქის მერო, პატივცემულო მთავრობის და პარლამენტის წევრებო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამებო, ძმებო და დებო, 9 აპრილი არის…
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდზე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი sazu.ge
ა.წ. 6 აპრილს, ბატონმა პაატა ბურჭულაძემ კათოლიკოს-პატრიარქისგან ითხოვა კურთხევა, 9 აპრილს სამშობლოსთვის შეწირულთა სულების საოხად და მომხდარი ტრაგედიის გახსენების მიზნით, გამთენიისას ქაშვეთის ეკლესიის ზარები დარეკილიყო; მაგრამ ბატონ პაატას ბოლო განცხადებითვე, იგი 8-9 აპრილს აანონსებს თავისი პოლიტიკური ბრძოლის წამოწყებას და აკეთებს მოწოდებებს ამასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ზარების დარეკვაც მისთვის, სავარაუდოდ, ამ კონტექსტში მოიაზრება; მიუხედავად ცალკეული სასულიერო…
სერბეთის უწმინდესი პატრიარქის, პორფირეს ლოცვა-კურთხევით 2-5 აპრილის პერიოდში სერბეთის საპატრიარქოს სამეცნიერო დელეგაცია სანკტ-პეტერბურგში იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ბელგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმადიდებლური სასულიერო ფაკულტეტის დეკანი, დეკანოზი ზორან რანკოვიჩი და სერბეთის საპატრიარქოს ბიბლიოთეკის დირექტორი ზორან ნედელიკოვიჩი. ნევაზე მდებარე ქალაქში ყოფნისას სტუმრები გაეცნენ ძირითად ღირსშესანიშნაობებს, თაყვანი სცეს პეტერბურგის სიწმინდეებს და მოინახულეს ქალაქის სამეცნიერო ბიბლიოთეკები. 4 აპრილს დელეგაცია ეწვია…