ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
31.10.2020 | 15:07
უფლის დედამ მითხრა: “გინდა, ხელს გაგიშვებ და ზღვაში ჩავარდები?”

მამა იოსებ ვათოპედელი გვიყვება არქიმანდრიტ იოაკიმეზე (სპეციარისი, +1943): ქალკიდისა და კარისტიის მიტროპოლიაში მქადაგებლობისას მას თავს ერთი მნიშვნელოვანი ამბავი გადახდა. იმ ხანებში მარსელში გარდაიცვალა ბერძნული სათვისტომოს მეთაური. მამა იოაკიმე იგონებდა: “ბევრმა წამოაყენა თავისი კანდიდატურა ამ პოსტზე, მათ შორის მეც – ჩემი მეგობრების გავლენით და იმდროინდელი პრეზიდენტის მხარდაჭერით. ერთი ხმა დამაკლდა. დამარცხება რომ შევიტყვე, როგორც კაცი, დავმწუხრდი,…

31.10.2020 | 15:04
ვინ ავირჩიოთ? ეს კითხვა ბევრს აწვალებდა.

ათენის ქუჩებში დაპირისპირებული პარტიები მიტინგებს მართავდნენ. ვინ ავირჩიოთ? ეს კითხვა ბევრს აწვალებდა. აი რას ამბობდა ამ საკითხზე წმინდა ნექტარიოსი (პენტაპოლელი): – კეთილი მოქალაქე თავის არჩევანს ინდივიდუალურად გამოხატავს, საიდუმლო და წმინდა ხმის მიცემის გზით. ბევრი მოდის ჩემთან და მეკითხება, ვის მივცე ხმაო. ზოგიერთს ვპასუხობ, ზოგს არაფერს ვეუბნები, უბრალოდ, ვდუმდები. – რატომ, წმინდა მამაო? – ჩემო შვილებო,…

31.10.2020 | 15:00
წმიდა მოწამენი, უვერცხლონი კოზმა და დამიანე არაბები და ძმანი მათნი: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპი (+287 ან +303) – 17 (30) ოქტომბერი

წმიდა მოწამენი, უვეცხლონი კოზმა და დამიანე არაბები იყვნენ. ისინი სახარებას ქადაგებდნენ და ქრისტეს ძალით სნეულებს კურნავდნენ. გაწეული სამსახურისთვის კი არანაირ საზღაურს არ თხოულობდნენ. კილიკიაში წარმართებმა მკურნალნი შეიპყრეს და მმართველ ლისიუსთან მიიყვანეს. უსჯულომ ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფა მოითხოვა მათგან, რაზეც მარტვილებმა მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის ლისიუსის ბრძანებით წმიდანები სასტიკად გვემეს და ზღვაში ჩაყარეს, მაგრამ ანგელოზმა ისინი მორევიდან…

31.10.2020 | 14:58
აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა ლაზარესი, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა (898) – 17 (30) ოქტომბერი

მართასა და მარიამის ძმა, მართალი ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. მიწიერი ცხოვრების დროს უფალი იესო ქრისტე ხშირად სტუმრობდა წმიდანთან, ძლიერ უყვარდა იგი და თავის მეგობარს უწოდებდა (ინ. 11; 3,11); როცა ლაზარე მოკვდა, მაცხოვარი ბეთანიაში ჩავიდა, და ოთხი დღის წინ დაფლული მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა (ინ. 11,17-44) (ლაზარეს აღდგინებას ეკლესია იხსენიებს დიდმარხვის მეექვსე კვირიაკეში – “ლაზარეს შაბათს”)….

30.10.2020 | 18:53
ღირსმოწამე ანდრია კრეტელი (+767) -17 (30) ოქტომბერი

ღირსმოწამე ანდრია კრეტელი ხატმბრძოლი იმპერატორის, კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) დროს მეუდაბნოე ბერის ცხოვრებით ცხოვრობდა კუნძულ კრეტაზე. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ტაძრებიდან და სახლებიდან წმიდა ხატების გამოყრა ბრძანა და მართლმორწმუნეების დევნა დაიწყო, ნეტარი მამა კონსტანტინოპოლში ჩავიდა და წმიდა მოწამე მამაის ტაძარში საჯაროდ ამხილა მწვალებელი ხელისუფალი. მეომრებმა შეიპყრეს ნეტარი ანდრია. კონსტანტინე კოპრონიმმა წმიდანი სასახლეში დაიბარა. აქ მეუდაბნოე ახოვნად აღუდგა…

30.10.2020 | 18:44
საქართველოს საპატრიარქოს განმარტება (28. 10. 2020)

მრევლში გაუგებრობა გამოიწვია ა. წ. 19 ოქტომბერს, თომა მოციქულის ხსენების დღეს, რუის-ურბნისის ეპარქიაში, ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში, მღვდელ-მონოზვნების,– იერონიმესა (ქათამაძე) და ირინეოსის(შენგელია), – მიერ შესრულებულმა ე. წ. იაკობის ჟამისწირვამ. ამასთან დაკავშირებით ჩვენთან შემოსული შეკითხვები ძირითდად ასეთია: იყო თუ არა სწორი არატრადიციული სამოსით (CASULA) წირვის ჩატარება, ასევე, – მსახურება საკურთხევლის გარეთ და რამდენად ნებადართული იყო…

30.10.2020 | 18:40
საეკლესიო კალენდარი: 30 ოქტომბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 ოქტომბერს წმიდა იოსებ კათოლიკოს-სასწაულმოქმედის, მოწამე კოზმანის, წინასწარმეტყველ ოსეს, ღირსმოწამე ანდრია კრეტელის, წმიდა მოწამეთა, კოზმა და დამიანე არაბები და ძმანი მათნი: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპის მოიხსენიებს.   წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი (ჯანდიერიშვილი) მოღვაწეობდა დოდოს მონასტერში. „მრავალთა მისთა სათნოებათათვის“ იგი მღვდელმთავრად იქნა დადგენილი რუსთავის კათედრაზე. წმიდა იოსებს სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონია მიმადლებული…

30.10.2020 | 18:23
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა (30.10.2020)

საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებს, მრევლს, საქართველოს მოსახლეობას 31 ოქტომბერს საშუალება ეძლევა გააკეთოს არჩევანი ქვეყნის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. ეკლესია ყოველთვის იყო და არის ხალხის გამაერთიანებელი ძალა და პოლიტიკური მიკერძოება მისთვის უცხოა. ჩვენი ხალხი გონიერია და, მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა, კარგად აფასებს მოვლენებს. ამიტომაც მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება და თითოეული თქვენგანი სწორი გადაწყვეტილებით…

29.10.2020 | 16:10
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: დავით გარეჯი მარტო ისტორიული და კულტურული ძეგლი არ არის, ცოცხალი ორგანიზმია, რომელშიც ადამიანები მოღვაწეობენ

თუ რელიგიური შეგრძნება არ გაქვს, ისტოირული, კულტურული შეგრძნება ხომ უნდა გქონდეს?! ეს ხომ შენი მიწა-წყალია, ეს ხომ შენი სამშობლოა. ვინც გინდა ის იყავი! – ამის შესახებ მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღოლმა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა, რომელიც დავით გარეჯის შესახებ საუბრობდა. მისი თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ გარეჯის სამის გამოძიება ბოლომდე მივა და სიმართლე…

Τα σημαντικότερα νέα