ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
08.12.2020 | 16:06
რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა [ფოტო]

2020 წლის 8 დეკემბერს დისტანციურ (ონლაინ)რეჟიმში გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე. რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის მუდმივი წევრები არიან: უკრაინაში რუსეთის ეკლესიის პირველიერარქი, მიტროპოლიტი ონოფრე; კრუტიცისა და კოლომენის მიტროპოლიტი იუბენალი; კიშინიოვისა და სრულიად მოლდავეთის მიტროპოლიტი ვლადიმერი; ყაზახეთის სამიტროპოლიტო ოკრუგის მეთაური, ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტი ალექსანდრე; შუა…

07.12.2020 | 17:12
“წუხს, რომ ეკლესიაში ვერ დადის” – პატრიარქის ექიმი

  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პირადი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი გულიკო ჩაფიძე: “ბოლოს ორი დღის წინ ვნახე და დღესაც მივდივარ მოსანახულებლად. რა საკვირველია კარანტინშია, მეც კარანტინში ვარ. სახლში ვარ ჩაკეტილი, რომ მისი ნახვის უფლება მქონდეს. ჩვენთან, კლინიკაში, ვირუსი გავრცელებულია და ამიტომ მე სახლში ვარ. სექტემბერში 31 წელი შესრულდა, რაც მე უწმიდესთან დავდივარ საპატრიარქოში….

07.12.2020 | 17:11
“წმიდა ნიკოლოზი განსაკუთრებით არის ბავშვების მეგობარი” – რუმინეთის პატრიარქი

წმიდა ნიკოლოზის ხსნების დღეს, სრულიად რუმინეთის უნეტარესმა პატრიარქმა დანიელმა სადღესასწაულო ქადაგებისას თქვა, რომ წმიდა ნიკოლოზი არის გულუხვობის სიმბოლო და ბავშვების დიდი მეგობარი. ”წმიდა ნიკოლოზი არის ობოლთა, ავადმყოფთა და სირთულეების წინაშე მყოფი ადამიანების თანაშემწე, მაგრამ განსაკუთრებით ის ბავშვების მეგობარია” – დასძინა უნეტარესმა პატრიარქმა დანიელმა. რუმინეთის ეკლესიამ წმიდა მღვდელმთავარ ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხსენება ახალი შესწორებული კალენდარული სტილით 6…

06.12.2020 | 15:57
მარკოზის წირვა აღასრულა მიტროპოლიტმა მარკოზმა

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, ხიოს მიტროპოლიტმა მარკოზმა მიმდინარე წლის 3 დეკემბერს აღასრულა მარკოზ მახარებლის უძველესი ლიტურგია, რომელიც ტრადიციისამებრ შუა ტაძარში საგანგებოდ მოწყობილ ტრაპეზზე აღავლინა, პირით დასავლეთისაკენ (დამსწრე ხალხისკენ). მარკოზის ლიტურგია უძველეს ლიტურგიკულ მსახურებას წარმოადგენს, რომელსაც სხვადასხვა მართლმადიდებელ ეკლესიაში აღასრულებენ, განსაკუთრებით კი ალექსანდრიის საპატრიარქოში.   — wenews.ge

06.12.2020 | 15:54
რუსეთის პატრიარქმა ალექსანდრე ნეველის ხსენების წინა საღამოს ლოცვა აღასრულა

6 დეკემბერი (ახ.სტ.) წმიდა მთავარ ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 5 დეკემბერს, საღამოს მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ლოცვა აღასრულა პერედელკინოს მახლობლად მდებარე სკიტის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში, სადაც პანდემიის გამო, უკანასკნელი თვეების განმავლობაში იმყოფება და სრულიად მარტო, სამღვდელოებისა და მრევლის გარეშე აღასრულებს ღვთისმსახურებას. საღამოს ლოცვის აღსრულებისას, რომელსაც მხოლოდ პატრიარქის უშუალო მორჩილებაში…

06.12.2020 | 15:51
ნიკოლოზობის წინა საღამოს ლოცვა ალექსანდრიის საპატრიარქოში [ვიდეო]

შესწორებული კალენდრის მიხედვით 6 დეკემბერს წმიდა ნიკოლოზის ხსენება აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, წინა საღამოს, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის უნეტარესმა პაპმა და პატრიარქმა თეოდორე მეორემ წმინდა სინოდის მღვდელმთავრებთან ერთად საზეიმო მწუხრის ლოცვა აღასრულა. ვიდეო იხილეთ ბმულზე:   — wenews.ge

06.12.2020 | 15:41
აშშ-ში მართლმადიდებლური საზოგადოების საქმეთა კომიტეტი შეიქმნა

აშშ-ში მართლმადიდებლური საზოგადოების საქმეთა კომიტეტი შეიქმნა (Orthodox Public Affairs Committee), რომლის მიზანია ქრისტიანთა დევნის ფაქტების გამოვლენა და მათი უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა. „კომიტეტის მისიაა – საზოგადოებრივი მხარდაჭერა აღმოუჩინოს მსოფლიო მართლმადიებლურ ეკლესიას, ხელი შეუწყოს, მხარი დაუჭიროს და დაიცვას მსოფლიო საქრისტიანო დაჩაგვრისგან და იზოლაციისგან“ – აღნიშნეს კომიტეტში. კომიტეტის დამფუძნებლებს შორის არიან ბერძნული წარმოშობის ამერიკელები. კომიტეტის თავმჯდომარეა ამერიკის…

06.12.2020 | 14:44
საეკლესიო კალენდარი: 6 დეკემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 დეკემბერს მოწამე გრიგოლ არქიმანდრიტის, წმიდა ამფილოქეს, წმიდა გრიგოლის, მოწამეთა სისინიოსისა, კვიზიკელი ეპისკოპოსისა და თეოდორე ანტიოქიელისა, ასევე კეთილმორწმუნე ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა მღვდელმოწამე, არქიმანდრიტი გრიგოლი, ოსვენციმის ბანაკში აღსრულებული  მღდელმოწამე გრიგოლ ფერაძე დაიბადა 1899 წლის 31 (13.09) აგვისტოს სიღნაღის მაზრის სოფელ ბაკურციხეში (ახლანდელი გურჯაანის რაიონი), მღვდელ რომანოზ ფერაძისა და მარიამ…

05.12.2020 | 18:54
საეკლესიო კალენდარი: 5 დეკემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 დეკემბერს მოციქულთა: ფილიმონისა და არქიპოს – 70-თაგანისა და მოწამისა მოციქულთა სწორისა აპფიას, მოწამე პროკოფი წიგნისმკითხველის, მოწამე მენიგნის, მიხეილ ტვერელის ხსენების დღეს აღნიშნავს   მოციქულები ფილიმონი და არქიპო- 70-თაგანი და მოწამე მოციქულთა სწორი აპფია წმიდა მოციქული ფილიმონი და მეუღლე მისი აპფია ფრიგიის ქალაქ კოლოსეში ცხოვრობდნენ. მას შემდეგ, რაც პავლე მოციქულის ხელით ნათელიღეს,…

Τα σημαντικότερα νέα