სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, დაბრო-ბოსნიის მიტროპოლიტ ქრიზოსტომოსს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. მოსაყდრე მღვდელმთავარს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა. გავრცელებული ინფორმაციით, მეუფე ქრიზოსტომოსს, სერბეთის პატრიარქის ირინეოსის დაკრძალვის შემდეგ, რამდენიმეგზის დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა. მოსაყდრის მოთავსება განზრახული იყო ბელგრადის ინფექციურ კლინიკაში, თუმცა ამ უკანასკნელში პაციენტისთვის ადგილი არ აღმოჩნდა და მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი 2020 წლის 4 დეკემბერს მოათავსეს ბელგრადის დრაგიშა მისოვიჩის კლინიკაში. შეგახსენებთ,…
დღეს, 2020 წლის 5 დეკემბერს, თორმეტი წელი შესრულდა, რაც ღვთივგანისვენა უწმიდესმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი მეორემ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსკოვის ღვთის განცხადების (უფლის ნათლისღების) სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც დაკრძალულია ნეტარხსენებული პატრიარქი ალექსი, ორი საღვთო ლიტურგია და პანაშვიდები აღავლინეს რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავრებმა და სამღვდელოებამ. ადრეული საღვთო ლიტურგია და პანაშვიდი პატრიარქ ალექსი მეორის განსასვენებელთან აღავლინა რუსეთის…
სერბეთის ეკლესიის მონტენეგროს სამიტროპოლიტო კათედრის მოსაყდრე, ეპისკოპოსი იოანიკე მონტენეგროს მოსახლეობას მიმართავს: “ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ექიმებითა და სამედიცინო პერსონალით, რომლებიც გმირული გზით იბრძვიან თითოეული პაციენტისთვის თვეების განმავლობაში, შეფერხების გარეშე. ვფიქრობ თითოეულ ჩვენგანს უნდა აინტერესებდეს ჩვენი ჯანმრთელობა. ჩვენ ვიცით, რომ მედპერსონალს თითქმის უკვე ენერგია აქვს ამოწურული. ამრიგად ვთხოვ ღმერთს მათ გაძლიერებას, რომ ასევე ყველა პაციენტი განიკურნოს. ექიმების…
საბერძნეთის კრიზისისების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკო ხარდალიასმა განაცხადა, რომ კორონავირუსის მასშტაბი იზრდება, განსაკუთრებით რეგიონებში. ამ მიზეზით კრიზისის გართულების პრევენციისთვის მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ათონის წმიდა მთაზე აღარ შეუშვან მომლოცველები. აღსანიშნავია, რომ პოსტზე დამტკიცების წინ ხარდალიასმა ელადის ეკლესიის მეთაურის წინაშე უმწიკვლო მსახურებისათვის ფიცი წმიდა სახარებაზე დადო. — wenews.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 4 დეკემბერს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის მარიამის ტაძრად მიყვანებას ზეიმობს. მათთვის ვინც მარხულობს, ეს დღე ხსნილია თევზით. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება. ყოვლადწმიდა მარიამის მშობლებმა, იოაკიმემ და ანამ ისე მიაღწიეს მოხუცებულობას, რომ შვილი არ გასჩენიათ. ისინი მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს შვილიერებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ თხოვნა შეუსრულდებოდათ, შვილს ღმერთს შესწირავდნენ. ზეცათა მეუფემ შეისმინა მართალი მეუღლეების…
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მისი დაარსების დღიდან დღემდე მოღვაწეობს, ხოლო 26 წელია ამ სასწავლებლის საქართველოს ისტორიის კათედრას ხელმძღვანელობს. ბატონმა სერგომ ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობა საქართველოს ეკლესიის ისტორიის კვლევას მიუძღვნა, ხოლო, როგორც პედაგოგმა, თაობები გაზარდა ეროვნული სულისკვეთებით. იგი წლების განმავლობაში წარმატებით უძღვება საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია…
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, პატრის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა ქალაქის დასალოცად წმიდა მოციქულის, ანდრიას პირველწოდებულის პატიოსანი თავის ქალა გამოაბრძანა და სიწმიდის თანხლებით ფეხით მოიარა ქალაქის ქუჩები. დღეს, 30 ნოემბერს, ახალი შესწორებული კალენდარული სტილით არის წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე. — wenews.ge
“ძვირფასო ძმებო და დებო ამით, მე მინდა არა მხოლოდ მორფუს წმიდა სამიტროპოლიტოს, არამედ კვიპროსის ეკლესიის ღვთისმოსავ მრევლს ვუთხრა, რომ კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება (1/20/2020) კორონავირუსის პანდემიის შესახებ,რომელშიც ვაქცინის რეკომენდაციაზეა საუბარი არ წარმოადგენს წმინდა სინოდის წევრების ერთსულოვან გადაწყვეტილებას! როგორც ეს გამოცხადდა. დღევანდელი სინოდის დროს ჩვენ შევხვდით ამის შესახებ სპეციალისტ ექიმებსა და ეპიდემიოლოგებს, მაგრამ რაიმე საკითხის…
“არავის და მათ შორის არც ევროკავშირს არ შეუძლია გვითხრას, გავაღებთ თუ დავკეტავთ წმინდა ტაძრებს. ჩვენ ვიცავთ ყველა ზომას, (ნიღბები, ანტისეპტიკები, სიცხის მაკონტროლებელი საშუალებები, დეზინფექცია და ა.შ.), ყველამ იცოდეს რუმინეთის წმინდა ტაძრები აღარ დაიხურება არანაირად.” – განაცხადა პატრიარქ დანიელის სპიკერმა. ,,იმ ფონზე როცა უზარმაზარი უნივერმაგები, სუპერმარკეტები, სადაც ათასობით თანამშრომელია და მომხმარებელი, აგრძელებენ მუშაობას, მაშინ რატომ არ…