მორწმუნეთა თანდასწრებითა და ყველა სანიტარული ზომის დაცვით, ახალი შესწორებული კალენდარული სტილით წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე ლიმასოლის ეპარქიაში აღინიშნა მრევლთან ერთად. ერთი დღით ლიმასოლის მიტროპოლიტმა ათანასემ ტაძარი მრევლისთვის გახსნა, რადგან ხელისუფლების ნებართვით მოციქულის ხსენების დღესასწაულზე ლიმასოლში დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. — wenews.ge
2020 წლის 1 დეკემბერს სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსის უნეტარესი ქრიზოსტომოს მეორის თავმჯდომარეობით გაიმართა კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის საგანგებო სხდომა. სხდომაზე მოწვეული იყვნენ მიკრობიოლოგიის, მოლეკულური ვირუსოლოგიის, საზოგადო ჯანმრთელობისა და ვირუსოლოგიის, მოლეკულური მედიცინის, ეპიდემიოლოგიის მეცნიერ-პროფესორები, რათა წმიდა სინოდის წევრებისთვის მიეწოდებინათ არსებული მგდომარეობის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია, რა დროსაც მღვდელმთავრებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ პროფესორებისთვის კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით….
გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე საჭიროების წინაშე მდგარი ყველა არქიტექტურული სეგმენტი წლის ბოლომდე დროებითი გადახურვის ქვეშ მოექცევა. თუნუქის მყარი სახურავით ამჯერად მთავარი ტაძრის ოთხივე მკლავი დაიფარება, რომლის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია სააგენტოს საბჭოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების სექციაზე უახლოეს დღეებში შეთანხმდება. ზამთრის სეზონზე პრევენციული ღონისძიებების მორიგ ეტაპს ისევ შემსრულებელი მხარე – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ და მისი კონტრაქტორი…
მეგობრებო, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ თქვენი დახმარებით გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსულან ადამიანები, ამჯერადაც ამის იმედი გვაქვს. რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმონაზონ ექვთიმეს (ბერაძე), ერისკაცობაში – გიორგი ბერაძე, ჩვენი დახმარება სჭირდება. ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მამა ექვთიმეს ძლიერი ტკივილები აწუხებს, შეზღუდული აქვს მოძრაობის და ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობა, წირვაზე დგომაც კი უჭირს და ეს მისთვის ძალიან მტკივნეული მდგომარეობაა. მამა ექვთიმეს…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 დეკემბერს ილარიონ ქართველის, წინასწარმეტყველ აბდიას, მოწამე ვარლაამის და იოსაფის და მისი მამის აბენერის, მოწამე აზას და 150 მხედრის, მოწამე ილიოდორესის ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი ილარიონ ქართველი ღირსი მამა ილარიონი კახელი აზნაურის შვილი იყო, დონაურთა გვარიდან. ექვსი წლის ყრმა სასწავლებლად ღირსეულ და ღმრთისმოყვარე ბერს მიაბარეს. ილარიონი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. როცა მამამ იხილა…
ათონის მთის გუბერნატორის გადაწყვეტილებით კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები 2020 წლის 15 დეკემბრამდე გაგრძელდება, რაც ნიშნავს, რომ მომლოცველთა ვიზიტები შეიზღუდება. ათონის წმიდა მთაზე შემსვლელთთვის კი იერუსოსა და ურანოპოლისში შესაძლებელი იქნება სწრაფი ტესტის გაკეთება. იმ შემთხვევაში თუ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა ან რაიმე სახის სიმპტომები გამოიკვეთა, მაშინ ამგვარ პირს არ შეეძლება ათონზე შესვლა. აქვე აღსანიშნავია,…
„შეიყვარეთ სიყვარული“ „შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის! რა ცოტას ელის ჩვენგან უფალი! ამაშია ჩვენი სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ სიყვარულის ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!“ – სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო) 1992 წელს, როცა…
მსოფლიო საპატრიარქოს კრეტის სამთავარეპისკოპოსოს მღვდელმთავარი, რეთიმნის მიტროპოლიტი ევგენი: “მოდით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შობას ტაძრებში შევხვდეთ…. ეკლესიას შეუძლია მეცნიერებასთან თანამშრომლობა პანდემიის გამკლავებაში და ეს ნათლად გამოჩნდა. ადამიანებს, საავადმყოფოების გარდა, სულიერი, მორალური და ფსიქოლოგიური ამაღლება და მხარდაჭერაც სჭირდებათ, რომელთაც ტაძრებში მოიპოვებენ”. wenews.ge
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, დრამის მიტროპოლიტი პავლე: “მორწმუნე ერისთვის ძალიან რთული დროა. ჩვენ ეს ტკივილით განვიცადეთ, რადგან საღმრთო თაყვანისცემა მათ გარეშე აღესრულება. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს სამღვდელო მოვალეობებს, როგორც ხალხის წარმომადგენლები წინაშე ღვთისა, მაგრამ მათ გარეშე ღვთიური თაყვანისცემა არასრულყოფილია… მართლმადიდებელი მრწამსის თანახმად ღმერთთან ურთიერთობა პროტესტანტული ტიპის არ შეიძლება იყოს. ჩვენ ქრისტეში ვცხოვრობთ ეკლესიაში, ვჭამთ და ვსვამთ…