-რას ეტყვით მონასტრების მომლოცველ მორწმუნეებს? -იცით, მორწმუნეები მონასტრებში ჩვენს გამო კი არ მოდიან, არამედ იმიტომ, რომ გულწრფელად სწამთ, რომ აქ მონასტრებში დიდი რწმენა ტრიალებს და მონაზვნების ცხოვრებაც უკეთესია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ღმერთი მონასტრებს, ჩვენი, მონაზვნების გამო კი არ იცავს, რამეთუ ჩვენ ცოდვილები ვართ, არამედ, იგი მათ ქრისტესმოყვარე მორწმუნეების გამო იფარავს. რუმინელები ბაჯაღლო ხალხია! ერში ჩვენზე…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წინასწარმეტყველ სამოელის, მოწამეთა: სევიროსის, მემნონისა და მათთანა 37 მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს. წინასწარმეტყველი სამოელი წინასწარმეტყველი სამოელი – ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული – ქრისტეს შობამდე ათასასორმოცდა-ექვს წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. იგი ლევიტელთა ტომიდან იყო. მისი დედა – ანა დიდხანს იტანჯებოდა უშვილობის გამო. ბოლოს უფალმა შეისმინა თავისი მხევლის მხურვალე ვედრება და…
სამწუხაროდ, ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სოფელ მაღაროს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, თუ რომელიმე პოლიტიკოსი მასთან მივა, ეს არ არის არჩევნებში ჩარევა. „ხედავთ რა ხდება? ყოველ წელს არის არჩევნები. შეხედეთ ტელევიზიებს, ხელისუფლებიდან თუ მოვიდა ვინმე წირვაზე, პირკატა ეცემათ ხოლმე….
განათლების სისტემა აბსოლუტურად უნდა შევცვალოთ, ამით ვერაფერს ვასწავლით, თავი არ მოვიტყუოთ, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სოფელ მაღაროს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობის განცხადებით, საქართველოში 30 წლის განმავლობაში ინგრეოდა განათლების სისტემა, მაგრამ ეს არ უნდა დავაბრალოთ არც დასავლეთს, არც ამერიკას და რუსეთს. „ეკლესიაში უნდა იაროთ აუცილებლად,…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 სექტემბერს მოწამე ანდრია სტრატილატის და მისთანა 2593 მოწამეთა, მოწამეთა: ტიმოთეს, აღაპისა და თეკლას, წმიდა. პიტირიმის, პერმის ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს წმიდა მოწამე ანდრია სტრატილატი და მის თანა ორიათასხუთასოთხმოცდაცამეტი მოწამე წმიდა მოწამე ანდრია სტრატილატი რომაელთა ლაშქარში მსახურობდა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას. მას ნათლისღება ჯერ არ მიეღო, მაგრამ მტკიცედ სასოებდა იესო…
წმიდა ტბელი აბუსერიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII ს-ში. წმიდანის მამა ივანე ზემო აჭარის ერისთავთ-ერისთავი თურქებთან ბრძოლაში დაიღუპა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ტბელის დედა მონაზვნად აღიკვეცა ეკატერინეს სახელით. წმიდა ტბელს ორი ძმა ჰყავდა აბუსერი და ვარდანი, რომელნიც მისი დროის ცნობილი მოღვაწენი იყვნენ. წმიდა ტბელმა მისი გვარის შესაბამისად შესანიშნავი განათლება მიიღო. მან როგორც ჰიმნოგრაფმა, პროზაიკოსმა, ასტრონომმა, საეკლესიო მუსიკათმცოდნემ…
თერჯოლის რაიონში ახლადგარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის, წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული. გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს ავთანდილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს…
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მორწმუნეებს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს. „გილოცავთ მარიამობას! ღვთისმშობლის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს! ღვთისმშობელმა მოგვცეს სულიერი სიმშვიდე, დაგვაძლევინოს სიძულვილი, აგრესია და მისგან გამოწვეული ძალადობა! ფარავდეს ჩვენ ახალგაზრდებს, ჩვენ შვილებს და მოგვანიჭოს ძალა ურთიერთ ატანისა და გატანისა!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. 1tv.ge
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ანგი ხუციშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც ერთი არასრულწლოვანი და რვა ქალია. „საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის 17 დეკემბრიდან იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში შეწყალების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და არ შეჩერებულა. დღეის ჩათვლით პრეზიდენტს სულ…