ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
19.05.2025 | 16:51
მიტროპოლიტ შიოს ქადაგება ოჯახის სიწმინდის დღეს ქაშუეთის ტაძარში (ვიდეო)

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღვლენილი პარაკლისის შემდეგ  sazu.ge

19.05.2025 | 16:49
მეუფე შიო: ‘უნდა ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე ჩვენს ხალხში, რათა აბორტი გააზრებული იყოს, როგორც დიდი ცოდვა’

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდი სიხარულია, რომ ჩვენ, ყველანი ერთად, ეკლესიაც, ხალხიც, ასეთი შემართებითა და ერთსულოვნებით აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს. ეს ნიშნავს, რომ ვაცნობიერებთ, თუ რა საშიშროება…

16.05.2025 | 17:35
საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიას ახალი ტაძარი შეემატა

ამა წლის 15 მაისს საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) საგარეჯოში წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრე და პავლეს სახელობის ტაძარი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დადგენილია მღვდელი ლაზარე ბუჩუკური. sazu.ge

15.05.2025 | 16:29
ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგიმ (შალამბერიძე) ეპარქიის სასულიერო პირი დააჯილდოვა

ამა წლის 12 მაისს ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგიმ (შალამბერიძე) თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა ამავე ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ანდრია ყიფიანი. sazu.ge

14.05.2025 | 16:41
მღვდელ ცოტნე ჩხეიძის მოხსენება საერთაშორისო სიმპოზიუმზე

ამა წლის 12-13 მაისს რუმინეთის ქალაქ იაშში გაიმართა XVII ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი: ”Studia Theologica Doctoralia”. სიმპოზიუმი ეძღვნებოდა მეოცე საუკუნის რუმინელ მოწამეებსა და აღმსარებლებს; მისი მთავარი თემა იყო: ღვთის გულისათვის ტანჯვის მნიშვნელობის შესახებ. 12 მაისს ჩატარდა პლენარული სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ მოლდოვისა და ბუკოვინას მიტროპოლიტი თეოფანე, ასევე, მრავალი პროფესორი და სადოქტორო პროგრამის სტუდენტი იაშშიდან, რუმინეთის სხვა ქალაქებიდან…

13.05.2025 | 18:11
ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე (ფოტოქრონიკა)

ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი   sazu.ge

12.05.2025 | 18:49
მიტროპოლიტ შიოს ქადაგება მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში (ვიდეო)

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულზე მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი  sazu.ge

12.05.2025 | 18:47
ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო მსვლელობა აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით

ყველას გილოცავთ 12 მაისს, – ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს. ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში….

12.05.2025 | 17:34
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

2025 წლის 8 მაისს, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს გადასცა ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – სერბეთის რესპუბლიკის I ხარისხის ორდენი დიდ ჯაჭვზე. დაჯილდოების ცერემონია მოსკოვში, დანილოვის მონასტერში, საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში მისი უწმინდესობის პატრიარქ კირილესა და სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის შეხვედრის შემდეგ გაიმართა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრისადმი მიმართვისას, ალექსანდრე…

Τα σημαντικότερα νέα