ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
04.10.2020 | 18:15
მეუფე შიო – “უფალს როდესაც ვთხოვთ რამე სერიოზულს, აუცილებლად უნდა გამოიცადოს ჩვენი რწმენა”

უფალს ყველაფრის აღსრულება შეუძლია ჩვენთვის, მაგრამ როდესაც ჩვენ ვთხოვთ რამე სერიოზულს და დიდს, აუცილებლად უნდა გამოიცადოს ჩვენი რწმენა განსაცდელებით, გარკვეული მწუხარებებით, გამოიწრთოს ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ადამიანმა თვითონაც უნდა დაინახოს და გაიაზროს იმ სათხოვნელის სიდიადე, რის გამოც ის ლოცულობს….

04.10.2020 | 18:02
“მოღალატეობრივი” – საპატრიარქო ყოფილი სახელმწიფო კომისიის მუშაობას აფასებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო ყოფილი კომისიის მუშაობას „მოღალატეობრივად“ აფასებს. ამის შესახებ ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს დავით-გარეჯის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით საზღვრის სადემარკაციო ძველი კომისიის მუშაობას? ჯაღმაიძემ უპასუხა: „მოღალატეობრივად“. „მგონია, რომ შეიძლება ასე შეფასება გამომდინარე იმ შედეგებიდან, რაც მათ დადეს. ოქმები, რომელსაც ხელი…

04.10.2020 | 17:59
მეუფე იაკობი – “ვირები ხომ არ არიან, ერთმანეთს რომ ურტყამენ?!”

ვირები ხომ არ არიან, რომ ურტყამენ ერთმანეთს? ვირსაც მოფრთხილება უნდა იმიტომ, რომ საქმე აქვს გასაკეთებელი და ტყუილად იმასაც არ უნდა დაარტყა. რვა წელი გავიდა და კიდევ ვიძახოთ: „ნაცები“ – ამის შესახებ დღევანდელი ქადაგებისას ბოდბელმა მტავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ბოდბისხევის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. მანვე ეპისკოპოსებს მოუწოდა, ვიდრე პოლიტიკოსები ერთმანეთს არ დაჭამენ, დროულად ჩაერიონ და აარიდონ…

04.10.2020 | 17:55
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (04.10.2020)

ჩვენთან არს ღმერთი! ყველაზე დიდი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი. გაუფრთხილდეთ ადამიანს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავუადვილოთ ცხოვრების დღეები ერთმანეთს. ვიშრომოთ სხვისთვის და ის შრომა დაგვიბრუნდება ჩვენ. მაცხოვარი ამბობს: ,,სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი.“ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაიხაროს ადამიანმა. დღეს ჩვენ ვლოცავთ 5 გვარს. ილოცებიან შემდეგი გვარები: ჩალაძეები, აჩუაშვილები, გერსამიები,…

03.10.2020 | 22:31
სასულიერო აკადემია და სემინარია – მზადება ახალი სასწავლო წლისთვის

ჩვენს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 2020-2021 სასწავლო წელი თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ დისტანციურ რეჟიმში დაიწყო. ამისათვის სასწავლებელი საგანგებოდ მოემზადა. დისტანციური სწავლების განსახორციელებლად შეირჩა შესაბამისი საგანმანათლებლო პლატფორმა, ხოლო მაიკროსოფტის საქართველოს წარმომადგენლობისა და „აიტი აკადემია სტეპის“ ხელშეწყობით, ელექტრონული პლატფორმისა და დისტანციურად სწავლების მეთოდების ეფექტურად გამოყენების მიზნით, გადამზადდა პედაგოგთა ძირითადი შემადგენლობა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სათანადო ძალისხმევით…

03.10.2020 | 20:47
ზოგიერთი პრაქტიკული რჩევა ნათლისღების საიდუმლოსთან დაკავშირებით

ჩვეულებრივ, ნათლისღების საიდუმლოს ტაძარში აღასრულებენ. ძველად იგი საღვთო ლიტურგიაში იყო ჩართული და ახალმონათლულებს იმავე მსახურებაზე ზიარებაც შეეძლოთ. დღეისათვის ეს პრაქტიკა ხმარებაში აღარ არის და როგორც წესი ნათლობის განგება ცალკე სრულდება. ყველა შემთხვევაში საჭიროა წინდაწინ მივიდეთ ეკლესიაში, გავარკვიოთ როდის უნდა მივიდეთ ნათლობისათვის და რა უნდა ვიქონიოთ თან. ბევრ ტაძარში (თუ საეკლესიო მაღაზიაში) დღეს შეიძლება ნათლისღების საიდუმლოს…

03.10.2020 | 20:42
სოფელ ნასპერში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი იკურთხა

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასპერში აკურთხა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი ( 2020 წლის 26 სექტემბერი). ტაძარი ემიგრანტი ქალბატონის, მარგალიტა ირემაძის დაფინანსებითა და ძალისხმევით განახლდა. მოამზადა მარიამ გაგუამ — ambioni.ge

03.10.2020 | 20:13
თბილისში გაიმართება საიუბილეო მუსიკალური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“

ფესტივალის მიზანია ქართველი შემსრულებლების შემოქმედების პოპულარიზება და ახალგაზრდობის ინტერესის ამაღლება კლასიკური მუსიკისადმი რიგით მეთხუთმეტე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ გაიმართება 6–11 ოქტომბერს თბილისში, ღია სივრცეში და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო. ფესტივალი 6 ოქტომბერს გია ყანჩელის სახელობის (არტოს) ბაღში გაიხსნება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტით „ნოტებად ქცეული გმირობა”. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია გამოჩენილი ქართველი…

03.10.2020 | 18:33
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 ოქტომბერს დიდმოწამე ევსტათი-პლაკიდას, მისი ცოლის თეოპისტიას და მათი შვილების აღაპის და თეოპისტეს ხსენების დღეს აღნიშნავს

დიდმოწამე ევსტათი-პლაკიდა, ცოლი მისი თეოპისტია და ძენი მათნი: აღაპი და თეოპისტე წმიდა დიდმოწამე ევსტათის ნათლისღებამდე პლაკიდა ერქვა. ის მხედართმთავრად მსახურობდა რომაელთა ლაშქარში იმპერატორების: ტიტუსისა (79-81) და ტრაიანეს (98-117) დროს. ევსტათი ისეთი  მეომარი იყო, რომ მტრებს მისი სახელის გაგონებაც კი შიშის ზარს სცემდა. მოცალეობის ჟამს მას  ნადირობა უყვარდა. ერთ-ერთი ასეთი ნადირობის დროს მან დიდხანს სდია ირემს,…

Τα σημαντικότερα νέα