ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
12.12.2019 | 16:11
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 12 დეკემბერი

  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 12 დეკემბერს მღვდელმოწამე აბიბოსის, ნეკრესელი ეპისკოპოსის, მოწამე პარამონის და მისთან 370 მოწამის, მოწამე ფილუმენის, ღირსი აკაკი სინელის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. წმიდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი წმიდა აბიბოს ნეკრესელი, საქართველოში ჩამოვიდა VI საუკუნეში ცამეტ ასურელ მამასთან ერთად. წავიდა…

12.12.2019 | 2:16
არქიმანდრიტი ეფრემის (ფილოთეველი) წიგნში “სულიერ შვილებს მონაზვნობის შესახებ” ვკითხულობთ:

მომავალ მონაზონს: “მესმა ზეცით ხმაი… და ხმაი იგი… ვითარცა მეათძალეთაი, რომელნი სცემდეს ათძალთა მათ და გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდარისა… და ვერავინ შემძლებენ იყოს ცნობად გალობისა მის… ესენი არიან, რომელნი-იგი დედათა თანა არა შეიგინნეს, რამეთუ ქალწულ არიან… რომელნი შეუდგეს კრავსა მას, სადაცა ვიდოდის”. სასიამოვნო ამბავი შევიტყვე. ეს მადლის ჟამს ნიშნავს; უმშვენიერესი და უტკბესი იეისოს სასძლოები…

09.12.2019 | 17:09
საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტერთა საკითხი კვლავ გადაუჭრელია

საქართველოს ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს წამოყენებულ ინიციატივას, რომელიც დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტერთა ​პრობლემის მოგვარების გზად საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნას მიიჩნევს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საპატრიარქო მოთმინებით ელოდება არსებული პრობლემის სამართლებრივ ჭრილში გადასვლას და 2019 წლის 15 ივლისამდე არსებული სტატუს-კვოს აღდგენას….

09.12.2019 | 17:05
შტრიხები ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტრის ისტორიისათვის

გივი ჩიღვინაძე ახლახანს მიწისძვრისაგან დანგრეული ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტრის აღდგენა დაიწყო. მომავალ წელს მთავარი ტაძრის მშენებლობა უნდა დამთავრდეს. ღმერთმა კეთილად დააგვირგვინოს ეს საქმე. საბჭოთა ხელისუფლების მიერ გაუქმებული მონასტერი 1991 წლის მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია. 2000 წლის შემდეგ მონასტერში ღვთისმსახურება აღდგა და იქ რამდენიმე მღვდელმსახური მოღვაწეობდა: პირველად მამა მაქსიმე ქავთარაძე მოვიდა და ხის სამლოცველო და სენაკები ააგო,…

09.12.2019 | 16:57
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (08.12.2019)

ჩვენთან არს ღმერთი ,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი.“ დიდ არს უფალი და საკვირველ არიან საქმენი მისნი. ვერავითარი გონება ვერ ახსნის თუ რაოდენ დიდია ღვთის წყალობა. მახსენდება ის დრო, როდესაც დავამთავრე სასულიერო სემინარია და აკადემია და ჩამოვედი საქართველოში. უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II-ე ბრძანდებოდა პატრიარქად და სულ ცოტა რაოდენობა ჰყავდა სამღვდელოებისა. ყველას…

08.12.2019 | 17:41
პატრიარქი – 12 დეკემბერს დიდი ლოცვა ჩატარდება, პარასკევს ღამით კი ტაძარი ღია იქნება

12 დეკემბერს, ხუთშაბათს დიდი ლოცვა ჩატარდება, პარასკევს ღამით კი ტაძარი ღია იქნება. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ ბრძანა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ჩატარდება ხუთგზის წირვა, რა დროსაც სამღვდელოება მოსახლეობას და ემიგრანტებს დალოცავს. “მინდა შეგახსენოთ, რომ მომავალ პარასკევს არის ხსენება წმინდისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, რომელმაც დააარსა ჩვენი ეკლესია….

08.12.2019 | 17:37
ილია მეორე – მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას

მინდა შეგახსენოთ, როცა რამეს აკეთებთ, როცა შრომობთ, როცა გისრულდებათ თხოვნა, ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა, რადგან მომავალში კიდევ გექნებათ სათხოვარი, კიდევ უნდა დაბრუნდეთ და მადლობა შესწიროთ უფალს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. ილია მეორემ სოფლის გაძლიერებაზე ისაუბრა და თხოვა სამღვდელოებას, იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობის განვითარების. „დღეს ჩვენთან არიან…

08.12.2019 | 17:35
მეუფე მელქისედეკი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე – სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა იყოს თავისუფალი

სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა იყოს თავისუფალი, – ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე კომენტარისას აღნიშნა. სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეკანოზის შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია. „ჩვენ, სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა იყოს თავისუფალი, დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტი”, – განაცხადა მეუფე მელქისედეკმა….

08.12.2019 | 17:34
მეუფე მელქისედეკი – მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას

მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩემი პოზიცია მგონი, ყველამ იცით, მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას”, – აღნიშნა მეუფემ. რაც შეეხება წმინდა სინოდის სხდომას, როგორც მეუფე ამბობს, კონკრეტული თარიღი, როდის ჩატარდება სინოდის სხდომა, მისთვის უცნობია. მეუფე მელქისედეკის თქმით,…

Τα σημαντικότερα νέα