ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
28.02.2025 | 16:14
გარდაიცვალა ბერი ისააკი (კიკნაძე)

ამა წლის 28 თებერვალს გარდაიცვალა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის წევრი, ბერი ისააკი (კიკნაძე). ბერი ისააკი დაიკრძალება კვირას, 2 მარტს ამავე მონასტერში. მწუხარებას გამოვთქვამთ ბერ ისააკის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მარგვეთისა და უბისის ეპარქიას, მონასტრის საძმოსა და განსვენებულის ახლობლებს. უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად…

27.02.2025 | 16:18
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ ჩვენი ხალხისა და ზოგადად ქვეყნისთვის მძიმე შედეგები მოიტანა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც. ხელისუფლება, სამაშველო სამსახურები და მოხალისეები… ყველა ცდილობს, შეეწიოს სტიქიის ზონაში მოხვედრილთ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები და სხვ. ღმერთმა დალოცოს სტიქიის ზონაში მყოფნი, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო…

26.02.2025 | 10:29
ბერლინში პატივი მიაგეს დიდ სამამულო ომში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების-განმათავისუფლებლების ხსოვნას

2025 წლის 21 თებერვალს ბერლინში, ტიერგარტენში, გაიმართა გვირგვინების დაგების ცერემონია საბჭოთა ჯარისკაც-განმათავისუფლებელთა მემორიალთან დიდი სამამულო ომის წლებში სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში გმირულად დაღუპულთა პატივსაცემად და რუსეთში სამშობლოს დამცველის სადღესასწაულო დღის აღსანიშნავად. ცერემონიას ესწრებოდა რუსეთის ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ს.იუ. ნეჩაევი, რუსეთის ფედერაციის საელჩოს თანამშრომლები გერმანიაში, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და მსახურები, სამხედრო ატაშეები აზიიდან, აფრიკიდან,…

25.02.2025 | 16:27
იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი… ღირებულებითი განათლების კლუბების მონაწილეობით და გენერალ მაზნიაშვილის ლეგიონის ორგანიზებით, კოჯორ-ტაბახმელის მისადგომებთან, 1921 წლის 23 თებერვალს თბილისის დასაცავად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი აღევლინა და ღონისძიება გაიმართა.    sazu.ge

24.02.2025 | 17:20
სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

21 თებერვალს ნიჟეგოროდის სასულიერო სემინარიაში გაიმართა შეხვედრა და საუბარი მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარესთან, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონისთან. შეხვედრის მონაწილეთა შორის იყვნენ ნიჟეგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტი გიორგი; ნიჟეგოროდის ეპარქიის ვიკარი, დალნეკონსტანტინოვის ეპისკოპოსი ფილარეტი; საეპარქიო მართვის მდივანი დეკანოზი სერგი მატვეევი; სემინარიის პირველი პრორექტორი, დეკანოზი ვასილი სპირინი; ოლქების კეთილმოწესენი და ეპარქიის განყოფილებათა ხელმძღვანელები; ასევე სასულიერო სკოლის…

24.02.2025 | 11:42
მეუფე შიო: ‘მოწყალება არის კეთილი ნაყოფი ადამიანის ზნეობრივი ცხოვრებისა. მოწყალება არის ნაყოფი იმ თავგანწირული სიყვარულისა, რომელიც საფუძვლად უნდა ედოს ყოველი ქრისტიანის ცხოვრებას’

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ხორციელის კვირას, საშინელი სამსჯავროს ხსენების დღეს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. გვიახლოვდება დიდი მარხვა და ამიტომ წმინდა ეკლესია, რომელიც გვამზადებს მარხვისთვის და მოგვიწოდებს ღვთივსათნო ცხოვრებისკენ, დღეს გვიკითხავს იგავს…

21.02.2025 | 16:37
საჯარო ლექცია

21 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, საჯარო ლექციების ფარგლებში, მოხსენება წაიკითხა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ელდარ ბუბულაშვილმა. მოხსენების თემა იყო „წმინდა ამბროსი აღმსარებელი (ხელაია) კომუნისტური მართლმსაჯულების წინაშე“. მომხსენებელმა, ახლად გამოვლენილ წყაროებზე დაყრდნობით, განიხილა საკითხი, თუ როგორ შეავიწროვა ახლად დამყარებულმა საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი – ამბროსი ხელაია; საქართველოს ძალდატანებითი…

21.02.2025 | 16:34
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობამ ახალი კრებული გამოსცა

2024 წელს წმინდა ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, 23 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა – კურთხევით, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ახლახან თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გაზეთის „კლიტე დავითისი“ რედაქციამ კონფერენციის მასალები ი უსტრირებული კრებულის სახით გამოსცა. რედაქტორი გივი შეყილაძე. tsas.ge

21.02.2025 | 16:08
მცხეთა-თბილისის ეპარქიას ახალი ტაძარი შეემატა

ამა წლის 20 თებერვალს წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) ავჭალაში წმინდა თევდორე მღვდლის სახელობის ტაძარი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დადგინდა დეკანოზი სერაპიონ სამსონიძე. sazu.ge

Τα σημαντικότερα νέα