ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს. ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, არის. ღმერთი მოგვცემს ჩვენ მადლსა და ძალას და ჩვენ ვნახავთ სიხარულს , – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ადამიანებმა უნდა მიაღწიონ იმას, რომ გულში უფალი შევიდეს,…
კუმორდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ყველა ადამიანს დააძალებენ, ეს „ეშმაკისეული მოქმედება იქნება“. ამ სიტყვებით მეუფე ნიკოლოზი ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ვაქცინა, რომელიც შეიქმნება, ადამიანის დამორჩილებას მოემსახურება. „რაზეც მეუფე საბამ გააკეთა რეაგირება, იყო ის, რომ ეს ვაქცინა იქნება საყოველთაო. ანუ, ყველა ადამიანს…
ლაზეთი კოლხური წიაღის განუყოფელი ნაწილია. იგი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ძარღვი და ჩვენი კულტურის უძველესი კერაა. წმიდა ანდრია მოციქულმა, ღვთისმშობლის წილხვედრი, ქართველი ერის მოქცევა სწორედ აქედან დაიწყო. ბიზანტიის და ტრაპიზონის იმპერიის დაცემის შემდეგ (1453) ოსმალები მთელი სამი საუკუნის მანძილზე ცდილობდნენ აღმოეფხვრათ ლაზებში ქრისტიანობა და ეროვნული ცნობიერება. თავის მხრივ, რომმაც გააძლიერა ამ მხარეში მისიონერების მოღვაწეობა….
მოციქული სვიმეონი, ნათესავი უფლისა მოციქული და მღვდელმოწამე სვიმეონი, ძმა უფლისა (107) იყო კლეოპას, წმიდა იოსებ დამწინდველის უმცროსი ძმის ძე. მან იხილა უფლის სასწაულები, ირწმუნა მისი და გახდა 70 მოციქულთაგანი. წმიდა სვიმეონი ქადაგებდა ქრისტეს სწავლებას და ამხელდა კერპთაყვანისმცემლობას. წმიდა იაკობ მოციქულის მოკვდინების შემდეგ ქრისტიანებმა იგი იერუსალიმის ეპისკოპოსად აირჩიეს. იმპერატორ ტრაიანეს მეფობის ჟამს) რომაელ მმართველს ატიკას უთხრეს,…
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მთავარ საფრთხედ მრევლი და ეკლესია მიიჩნეოდა. მიუხედავად მედიკოსების მოწოდებებისა, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ეკლესიის კარი მრევლისთვის არ დაიკეტა. მაღალი რისკის შემცველად შეფასებული პროცესები – მათ შორის ერთი კოვზით ზიარება – დასრულდა. შედეგი, სავარაუდოდ, ეკლესიისა და მრევლის სიფრთხილის შედეგად, დამაიმედებელია. აღდგომის მარხვაში, შვიდგზის ზეთისცხება, ბზობის დღესასწაული და სააღდგომო ლიტურგია ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვით…
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირებაზე რაიმე სახის გადაწყვეტილება თავად ეპარქიაში უნდა მიიღონ. ასე უპასუხა ანდრია ჯაღმაიძემ დასმულ კითხვას, მიიღო თუ არა საპატრიარქომ რაიმე გადაწყვეტილება ყინწვისის მამათა მონასტერში მომხდართან დაკავშირებით. ჯაღმაიძის განმარტებით, საპატრიარქო ამ საკითხში ვერ ჩაერევა. „ჯერ თავად ეპარქიაში უნდა იქნეს რამე გადაწყვეტილება…
ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიის ნაწილია. „მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში არ დარჩენილა ოჯახი, ვისაც არ შეეხო მეორე მსოფლიო ომის შედეგები. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ ომში, თავი შესწირა იმ მიზანს, რაც ქვეყნის დაცვას…
საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ქართველი სასულიერო პირი მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებული არ არის. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, თითქოს მოსკოვში მოღვაწე ქართველ სასულიერო პირს დაუდგინდა „კოვიდ-19“-ის ვირუსი. „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დაუკავშირდა რუსეთში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელს, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილს….
ყველაფერი კარგად იქნება, ერთი უნდა იცოდეთ, რომ სინოდში აბსოლუტურად ძლიერი ერთობაა, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, ბოდბის მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წინასადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სინოდში განსაკუთრებული ერთობა იყო და „მთელი მსოფლიო დააჩოქეს ქართული ეკლესიის გარდა“. „მონასტრის დედებს, მამებს, მრევლს, მთელ საქართველოს დიდი…