აბასთუანი IX-X საუკუნეებში ოძრახედ მოიხსენიებდნენ. გვიანდელ შუა საუკუნეებში დამკვიდრდა ოცხე, XIX საუკუნიდან კი აბასთუმანი. დღევანდელი სახელი შეიძლება მომდინარეობდეს აბაზასძეთა საგვარეულო სახელისაგან. ოძრხე, ოძრახე ისტორიული ციხე ქალაქია, რომელიც ლეონტი მროველის თანახმად, ქართველ ხალხთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს-ოძრხოსს დაუარსებია, რომელიც დაბა აბასთუმნის მახლობლად მდინარეების – ოძრხესა და კურცხალის წყალის წყალგამყოფ კლდოვან ქედზე მდებარეობდა. იგი დარაჯობდა ამ მდინარეთა ხევებზე…
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან მეორე კვირას, ყოველთა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ათონის წმინდა მთაზე გაბრწყინებულთა ხსენების დღეს იქადაგა. მან მრევლს ღირსი ათონელი მამების ხსენების დღე მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისათა წმინდისათა! ქრისტესმიერ საყვარელნო მეუფენო, მამებო, ძმებო…
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი, მეუფე საბა გიგიბერია მიიჩნევს, რომ ეკლესიის კრიტიკოსებს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც სახელმწიფოზე შესტკივათ გული და არც ეკლესიაზე. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ქადაგებისას განაცხადა. ქადაგების ვიდეოჩანაწერს ფეისბუკგვერდი “საქართველოს იმედი” ავრცელებს. სრულად გთავაზობთ გავრცელებულ ქადაგებას: “როდესაც გამწერეს საავადმყოფოდან, ექიმმა მითხრა, რომ 6 თვე სახლიდან არ გამოვსულიყავი და რეაბილიტაცია იყო ძალიან მკაცრად განსაზღვრული – წოლითი…
21 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია შემდეგ წმინდანებსს მოიხსენიებს: ღირსი ეფრემ, ანტიოქიის პატრიარქი, ღირსი ზოსიმე ფინიკიელი, წმიდა დიდი მოწამე თეოდორე სტრატილატი, ღირსი ნავკრატიუსი, ღირსი მელანია, ღირსი აფრე, წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი. წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) (+1609) წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) XVII საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ირანი და ოსმალეთი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ…
2020 წლის 19 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს შეხვდნენ. სემინარზე იმსჯელეს, სად გადის ზღვარი სასულიერო პირისა და ფსიქოლოგის თანადგომას შორის, როგორ უნდა წარიმართოს სასულიერო პირისა და ფსიქოლოგის ურთიერთთანამშრომლობა, როგორ უნდა გადაიჭრას ის ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებიც თანამედროვე მორწმუნე ადამიანებს აწუხებთ, განიხილეს ადამიანის ფსიქოტიპები, აგრეთვე შიშისა და ფობიების ყველაზე…
თეოდოტე ანკვირელი წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა III საუკუნეში, ის გამოირჩეოდა საოცარი სიკეთითა და გულმოწყალებით, თანაუგრძნობდა დიოკლეტიანეს (284-305) მიერ დევნილ ქრისტიანებს, საკუთარ სახლში იფარებდა მათ, სადაც ფარულად აღესრულებოდა ღვთისმსახურებაც. წმიდა თეოდოტე სატუსაღოებში აკითხავდა ქრისტეს აღსარებისთვის პყრობილებს, გამოისყიდდა მათ და პატივით მარხავდა მხეცთა საჯიჯგნად მიმოფანტულ მოწამეთა გვამებს. ერთხელ წმიდანმა შვიდი ქალწულმოწამის ცხედარი ამოასვენა ზღვიდან…
ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი (IV-V) ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი (IV-V) ახალგაზრდობაში მოინათლა, რის შემდეგაც ძალიან თავშეკავებულად ცხოვრობდა. საღვთო შურით აღძრულმა მამამ იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა. იორდანის უდაბნოში ღირს გერასიმეს (ხს. 4 მარტს) ეწვია, მოინახულა სხვა წმიდა მამებიც და ყოველი მათგანისგან ის სათნოებანი შეითვისა, რომელშიც ისინი წარემატებოდნენ. ეგვიპტეში დაბრუნებული ბესარიონი ბერად აღიკვეცა და წმიდა ისიდორე პელუსიელის…
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე ტომოსისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გამო აღძრეს. როგორც თავად ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, მას ბრალად ედება „რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივება“. ეს განცხადება პოროშენკომ აქციაზე გააკეთა, რომელიც კიევის პეჩერის რაიონის სასამართლოს შენობასთან იმართება. „თურმე, მათ კიდევ ერთი საქმე აღძრეს ჩემ წინააღმდეგ. მას ასე ჰქვია „რელიგიებს შორის შუღლის…
ახმეტის მე-2 საჯარო სკოლის მე-12 კლასმა ბანკეტზე უარი თქვა. აბიტურიენტები შეგროვებულ თანხას ადგილობრივ ხატმწერს გადაუხდიან, რომელიც ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ხატს შექმნის. ხატს ისინი ეკლესიას გადასცემენ. ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია გურჯაანმა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეებს ბანკეტის გადახდა თელავის ერთ-ერთ რესტორანში ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა გამოსაშვებ საღამოზე უარი თქვეს. როგორც კლასის დამრიგებელმა, ნინო ჭიღიტაშვილმა On.ge-სთან საუბრისას თქვა, ინიციატივა მას ეკუთვნის:…