აი, რას წერს ნეტარსახსენებელი მამა მიქაელი (გობრონ) საბინინი”საქართველოს სამოთხეში” წმინდა დოდოს საფლავის გახსნაზე: უწყება ღირსისა მამისა ჩვენისა დოდოსათვის ღირსისა მამისა ჩვენისა დოდოს გარეჯელის ვრცელი ცხოვრება აქამომდე დაკარგულ არს; მას ნეტარისთვის არაი რაი ვიცით, გარდა იმისა, რაც ცხოვრებასა შინა ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარესჯელისასა მოიხსენების. გარდა ამისა პეტერბურღის საიმპერატორო სახალხო საწიგნობელსა შინა, ერთი ძველი მატიანე, რომელიც…
გაზეთ “თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიის” 2000 წლის ივლის-აგვისტოს ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ სალომე გოგინაშვილის ინტერვიუ გარეჯის კვლევის ცენტრის თავმჯდომარესთან ბატონ ზაზა სხირტლაძესთან. გთავაზობთ ამ ინტერვიუს: – ბატონო ზაზა, რამ განაპირობა წმინდა დავით გარეჯელის საფლავის გახსნა და რა მდგომარეობაშია დღეს ღირსი მამის საფლავი? – კარგა ხანია, რაც საქართველოს საპატრიარქოში არსებობს სიწმინდეთა მოძიების ცენტრი. იგი მოწოდებულია განაახლოს…
ეშმაკეულის განკურნება. წმინდა გაბრიელ მცირე გვიყვება წმინდა ონისიფორე გარეჯელზე (+1786): ერთხელ ეს ღირსი მამა მონასტრიდან სოფელში გაგზავნეს საროჭიკოდ. მოიარა ქართლ-კახეთის სოფლები და იფქლს ითხოვდა. როცა ქალაქ ცხინვალს მიაღწია, იხილა-შეკრებილი ხალხი რაღაცაზე კამათობდა. ბერმა მიზეზი ჰკითხა. მათ უთხრეს, რომ ვიღაც ყმაწვილს ეშმაკი კვეთებია და ახლა ურიებთან მიჰყავთ ამის მიზეზის შესატყობადო. შეებრალა ბერს ყმაწვილი და თქვა: – შვილებო,…
წმინდა პავლე დაიბადა XVIII საუკუნის ბოლოს ღარიბ ოჯახში პელოპონესში. მეწაღის ხელოვნების სასწავლებლად სხვა ქალაქში წავიდა. თოთხმეტი წლის შემდეგ დაბრუნდა ფეხსაცმლის კერვაში დახელოვნებული და დასახლდა ქალაქ კალავრიტაში. იქირავა სახელოსნო და დაიწყო მუშაობა. როცა ქირის გადახდის დრო მოვიდა და მეპატრონემ კუთვნილი თანხა მოსთხოვა, პავლემ უპასუხა: “მირჩევნია თურქი გავხდე, ვიდრე ამხელა თანხა გადავიხადოო.” ბოროტმა ასეთი სიტყვები ათქმევინა პავლეს,…
ნოვგოროდელმა სასწაულმოქმედმა იაკობ ბოროვიჩელმა ყმაწვილობაშივე იტვირთა სალოსობის ღვაწლი. სხვა მისი ცხოვრების შესახებ არაფერი ვიცით. მისი სახელი განდიდდა გარდაცვალების შემდეგ. 1540 წელს, აღდგომიდან მესამე დღეს სოფელ ბოროვიჩთან დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მოცურდა ყინულის დიდი ხორგი, რომელზეც იდო მუხის კუბო თავსახურის გარეშე. კუბოში ყმაწვილის გვამი ესვენა. გლეხებმა ჭოკების კვრით გააცურეს ხორგი მდინარის შუაგულისკენ, მაგრამ ის მაინც ნაპირს დაუბრუნდა….
სერბეთის მთავარი ვლადიმერი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა X-XI საუკუნეების მიჯნაზე. იგი ბრძნულად მართავდა თავის სამფლობელოებს, ილირიასა და დალმაციას. ვლადიმერი ბავშვობიდან გამოირჩეოდა სიმშვიდით, მოკრძალებით, სიბრძნით, კეთილგონიერებით. როდესაც სამთავროს ტახტი მემკვიდრეობით მიიღო, მოწყალების საქმეს გაორმაგებული ენთუზიაზმით ემსახურებოდა. მას სურდა ეკლესიის წიაღში გაეერთიანებინა ქვეყნის ყველა მოქალაქე. ვლადიმერმა აღადგინა ბევრი მონასტერი, ააშენა ეკლესიები, დააარსა მოწყალების სახლები. ერთ დღეს, მთავარი სამ…
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მმართველი, ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ქართველ თანამოქალაქეებს გამოსავალს სთავაზობს, რასთან დაკავშირებითაც, ეპარქიის ფეისბუკგვერდზე მცირე მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “მივმართავ მარნეულის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას, როგორც ქართველებს ისე აზერბაიჯანელ დებსა და ძმებს, გამოვდივარ ინიციატივით: საბჭოთა იდეოლოგიის, წითელი პირსისხლიანი კომისრის, ნ.ნარიმანოვის ძეგლის ნაცვლად, დაიდგას ჩვენი ეროვნული გმირის, აზერბაიჯანელი თანამემამულის, ხუდიასა და…
წმინდა მოწამე ვასილისკო წმინდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის ძმისწული იყო. იგი მეოთხე საუკუნეში იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის დროს მოწამებრივად აღესრულა ქრისტესთვის. წარმართ მაქსიმიანეს სძულდა ქრისტეს რჯულზე მოქცეულნი. მათ მიმართ განსაკუთრებით დაუნდობელი იყო. ტანჯვა, ციხე, გადასახლება, სიკვდილი ემუქრებოდა იმას, ვინც ქრისტიანობას ჭეშმარიტ სარწმუნოებად მიიჩნევდა. წმინდა ვასილისკო ქრისტიან ძმებთან ევტროპისთან და კლეონიკესთან მეგობრობდა. წმინდა თეოდორეს მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ სამი…
მოციქულთასწორნი კონსტანტინე და ელენე კეისარ კონსტანცი ხლორუსის (305-306) ვაჟმა, კონსტანტინემ ეკლესიისგან მიიღო მოციქულთასწორის წოდება, მსოფლიო ისტორიაში კი მას კონსტანტინე დიდი ეწოდა. იმ დროს რომის იმპერია ორ – დასავლეთის და აღმოსავლეთის ნაწილად იყო დაყოფილი. მათ სათავეში ედგა ორი დამოუკიდებელი იმპერატორი, რომელთაც თანამმართველებიც ჰყავდათ. ერთ-ერთი ასეთი თანამმართველი დასავლეთის იმპერატორისა იყო იმპერატორ კონსტანტინეს მამა. წმიდანის დედა ელენე ქრისტიანი…