🚩 საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. 🚩 სტუმრები: ➡ კარლო ამირგულაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ➡ ნათია იორდანიშვილი – ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე; ➡ გოჩა არონიშიძე – საქართველოს საპატრიარქოს ფონდის ,,გაამწვანე საქართველო” აღმასრულებელი მდივანი. — facebook.com/sazupatriarchate
🚩 დეკანოზი მიქაელ ბუკია იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიის განყოფილებას 2003 წლიდან მოყოლებული, 17 წელია, ყოველ კვირას სტუმრობს, ამხნევებს და ზრუნავს ბავშვებზე… 💠 „ეს ბავშვები ნამდვილად გმირები არიან. ერთია, რომ მათ საკუთარ ტკივილთან უწევთ გამკლავება და, მეორეა, რომ ფიქრობენ, სხვას გული არ ატკინონ, სხვა არ შეაწუხონ თავიანთი ტკივილით. ისინი ძალიან დიდი ადამიანები არიან, დიდები არიან თავიანთი…
💢 მღვდელი გაბრიელ ბარბაქაძე მეშვიდე წელია ვაზიანის მე-4 ბრიგადის კაპელანია: „თავიდან უცხო იყო სამხედრო ცხოვრება და გარემო ჩემთვის, მაგრამ ნელ-ნელა იმდენად შემოვიდნენ ჯარისკაცები ურთიერთობით, იმდენად ჩემი გახდა აქაურობა, რომ ყოველდღიურად კიდევ უფრო ვერთიანდებით… ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ჯარისკაცებთან არის სულიერი მოძღვარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯარისკაცებს თან ახლდეს მოძღვარი და გაიზიაროს, გაინაწილოს მათი ტკივლი თუ ნებისმიერი მდგომარეობა“. 💢 წმინდა…
2020 წლის 29 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ყოფილი რეზიდენციის ეზოში გაიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სასწავლებლის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. იგი სამეცნიერო საბჭოს წევრთა წინაშე წარდგა წინადადებით – დაემტკიცებინათ საპატიო დოქტორის მინიჭების წესი და ამ წოდების მისანიჭებლად წარედგინათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,…
წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება და სიცივეში, სიშიშვლეში, შიმშილში და წყურვილში ეზიდებოდა თავის ჯვარს. შემდგომში ის დაბრუნდა სამშობლოში და თავის ოჯახთან ახლოს ეტოლიისა და ევრიტანიის საზღვარზე მდებარე კალანის მთაზე დასახლდა. ის იქ სიცოცხლის ბოლომდე დაფარულად მოღვაწეობდა. როცა მოსაგრის სული ზეცად…
ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ცნობით, წაღებულია თანხა და საეკლესიო ნივთები. „წუხელ ღამით გაქურდეს ტაძარი, სასანთლიდან წაღებულია 100 ლარამდე თანხა, საეკლესიო ნივთები, ხატები, გატეხილია ასევე შესაწირავი ყუთი. ბუნებრივია, არ ვიცით, რა რაოდენობის თანხა იყო იქ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან დეკანოზმა, იოანე გორელიშვილმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს…
“ჩვენო სამშობლოვ, წმიდა ნინო ცამ მოგივლინა, ქრისტეს ნათელი, ქრისტეს სხივი მან შენ მოგფინა”. გილოცავთ ნინოობას. შეეწიოს მისი მადლი სრულიად საქართველოს გთავაზობთ თეა ცაგურიშვილის ფოტორეპორტაჟს ბოდბის მონასტრიდან: karibche.ambebi.ge
გილოცავთ ნინოობას, წმინდა ნინოს დღესასწაულს. ვთქვათ ერთად ტროპარი წმინდა ნინოსი: ,,სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის” წმინდა ნინო განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი. დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე…
პიროვნება – რაციონალური ბუნების ინდივიდუალური არსი დეკანოზი შიო პაიჭაძე: – ჯერ კიდევ შესაქმის დროს, როცა უფალი სამყაროს ქმნიდა; ეს იყო სიტყვით ნაბოძები სიცოცხლე არაფრობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ არარსებობაც არსებობის რაღაც ნაწილია, რადგანაც ეს ღვთის ბუნებაში განზრახვად იდო. “და სთქვა უფალმა იქმნას ნათელი”…სამყაროს შექმნის დასაწყისი იმდენად შთამბეჭდავია, რომ უმეცარი ადამიანიც კი მიხვდება, რომ ღმერთი ამ ყველაფერს,…