ეკლესია აღნიშნავს ხსენებას ღირსთა: იოანესი, სერგისა, პატრიკიოსისა, წმიდისა საბას; მოწამისა ფოტინესი და ძეთა მისთა: ბიქტორისა და იოსიასი; მოწამეთა: ანატოლიასი, ფოტოსი, ფოტიდასი, პარასკევასი, კვირიაკიასი, დომნინასი და სებასტიანესი; ნიკიტა აპოლონიადელ მთავარეპისკოპოსისა. ღირსი მამანი, წმიდა საბას მონასტერში სარკინოზთაგან მოწყვეტილნი VIII საუკუნეში იერუსალიმის შემოგარენს ხშირად ესხმოდნენ თავს სარკინოზები. მუდმივი თარეშის შემდეგ დაინგრა და გაუდაბურდა წმიდა ხარიტონის მონასტერი. უსჯულოები…
პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, როგორც მორწმუნე ადამიანი, მას შევასრულებ, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო და საპატრიარქო კონსესუსს მიაღწევენ და გონივრულ გადაწყეტილებას მიიღებენ. “მე ვარ მორწმუნე, მართლმადიდებელი მორწმუნე, მრავალი წელია ეკლესიაში დავდივარ. ვესწრები თითქმის ყველა წირვა-ლოცვას. სახელმწიფო და საპატრიარქო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს და ალბათ…
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლისადმი საგანგებო მიმართვას ავრცელებს. როგორც ილია მეორე აღნიშნავს, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს. ილია მეორის მიმართვას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს: „ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე…
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბას განცხადებით, ნიუ იორკში მოღვაწე კიდევ ერთ ქართველ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპარქიის მღვდელთმთავარმა განაცხადა, რომ კორონავირუსი ნიუ იორკში მოღვაწე მამა სპირიდონ ნარსიას გამოუვლინდა. ამასთან, მეუფე საბამ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. „ვიცი, ელოდებოდით პასუხს, მეც ველოდებოდი რომ თქვენთვის მეთქვა პასუხი – პასუხი უარყოფითია, არ აღმომაჩნდა კორონავირუსი,…
კორონავირუსი დაუდასტურდა ათონის მთის მონასტრის კიდევ სამ ბერს, რომლებიც მანამდე დაინფიცირებულ 55 წლის ბერთან ერთად დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდნენ. კორონავირუსის პირველი შემთხვევა ათონის მთის მონასტრის ბერს 28 მარტს დაუდასტურდა, ის სალონიკის კლინიკაში მკურნალობს. სამი ინფიცირებული ბერის ასაკი 40-დან 55 წელია. სამივე სალონიკის კლინიკაშია გადაყვანილი. ოთხივე ინფიცირებული ბერი ინგლისსა დ შოტლანდიაში 5-დან 17 მარტამდე იმყოფებოდა. ათონის მთის…
მინდა, ვთხოვო ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის , – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ქართული ეკლესია ძნელბედობის ჟამს ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე იდგა. მისივე განცხადებით, ახლა როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა. „ქართული სამოციქულო ეკლესია, ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის…
ისრაელში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის დღესასწაულის დროს ტაძარში 10-15 ადამიანი იქნება, რომლებიც აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ ეკლესიებს წარმოადგენენ. ინფორმაციას orthochristian.com ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ცეცხლის წაღება სხვადასხვა ქვეყნებში სპეციალურად დანიშნული ფრენებით მოხდება, რომლებიც ასევე რეგულაციებში მოექცევა. კერძოდ, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ პირებს ხომალდიდან გადმოსვლის უფლება არ ექნებათ და მათ ცეცხლს ბორტზე მიაწვდიან. გამოცემის ინფორმაციით, სპეციალური რეისები…
მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომემ საღმრთო ლიტურგია დახურულ კარს მიღმა აღავლინა. ამის შესახებ მსოფლიო მართლმადიდებლური საპატრიარქოს ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. განცხადებაში ნათქვამია, რომ კვირის საღმრთო ლიტურგია საპატრიარქო ტაძარში ჩატარდა. „გამონაკლისი სიტუაციის გამო, რომლის წინაშეც დღეს არის კაცობრიობა, ასევე პანდემიის გამო, საღმრთო ლიტურგია აღევლინა დახურულ კარს მიღმა. მასში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ მღვდელმსახურებმა და საპატრიარქო სასახლის რამდენიმე…
ეს არის ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. როგორც…