თუ ტყე გადაეცემა ეკლესიას, იგი შენარჩუნდება და ტყეში შესვლას არავინ არავის აუკრძალავს, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ტყის გადაცემა მათთვის დამატებითი პასუხისმგებლობა იქნება. „პირობას გაძლევთ ნამდვილად, რომ ეკლესია, სასულიერო პირი, მე არ მეგულება ასეთი ბარბაროსი ვინმე, რომ ტყე მიიღოს, გაჩეხოს, გაყიდოს და აღარ იყოს…
მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და „აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ პარაკლისი აღავლინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს, პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები…
ვევედროთ უფალს, რათა სიყვარულით, ერთობით კვლავ მოვესწროთ ჩვენს გამთლიანებულ სახელმწიფოს და ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან ერთად სიყვარულით შევძლოთ აფხაზეთის დღის აღნიშვნა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა. მეუფე შიომ მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში პარაკლისი აღავლინა. „ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღეს გილოცავთ….
23 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას მოციქულისა სიმონ მოშურნისა (I); მოწამეთა: ალფიოსისა, ფილადელფოსისა, კვიპრიანესი, ონისიმესი, ერაზმისა და სხვათა (251); მოწამისა ისიხიოს ანტიოქიელისა (IV); ღირსისა ისიდორა სალოსისა (IV); ნეტარისა ტაისიასი (V). წმიდა მოციქული სვიმეონ მოშურნე-კანანელი (I) კანას გალილეაში ცხოვრობდა. ის იყო წმიდა იოსებ დამწინდველის შვილი, პირველი ქორწინებიდან, და 12 მოციქულთაგანი. მაცხოვრის პირველი სასწაული – წყლის ღვინოდ გადაქცევა…
წმიდა შიოს ლოცვითა და მადლით დაარსებული შიომღვიმედ წოდებული მონასტერი თხუთმეტი საუკუნეა დიდ მცველად ეგულება ქართველთა მოდგმას ხილულ და უხილავ მტერთაგან დასაცავად. იქ მიდიოდა საქართველოს ყველა მართლმადიდებელი მეფე, პოულობდა სულიერ საზრდოს, ლოცულობდა, დიდ საფასურს სწირავდა და აშენებდა მონასტერს, ზრუნავდა იმაზე, რომ არ შეწყვეტილიყო იქ მოღვაწეობა. ჩვენამდე მოღწეულია დიდი მეფის წმინდა დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმისადმი, რომელითაც მან…
წინასწარმეტყველი ესაია (VIII ს. ქრისტემდე) სამეფო გვარის შთამომავალი იყო. მისი მამა, ამოსი შვილს ღვთისმოშიშებით და სჯულის ერთგულებით ზრდიდა. სრულწლოვანებას მიღწეული ესაია დაქორწინდა ღვთისმოსავ ქალზე (ეს. 8;3) და ეყოლა ვაჟი (ეს. 8;18). წინასწარმეტყველური მოღვაწეობა ესაიამ ქრისტეს შობამდე 759 წელს, ოზიას მეფობის ხანაში დაიწყო. უფალმა ესაიას განსაკუთრებული სასწაულებრივი ხილვით მოუწოდა. ესაიამ იწინასწარმეტყველა იუდეველთა ტყვედ წასხმა ბაბილონში და დაბრუნება…
ქრისტე აღდგა! ჩვენთან არს ღმერთი ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – ნიკოლოზობას. წმინდა ნიკოლოზი მოწყალე მშობელია ჩვენი, მოწყალე მამაა. თითქმის ყოველ ადამიანს თავის ცხოვრებაში გამოუცდია წმინდა ნიკოლოზის შეწევნა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ არ აღესრულებინა მას თხოვნა. მოწყალეა, მარტო ქრისტიანებს კი არა, მუსულმანებსაც ეხმარება. მახსენდება მონაყოლი უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II-ისა, რომელსაც წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებით სწყალობდა….
წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი (98-117), გალილეველი მეთევზის ზებედეს შვილი, ძმა წმიდისა მოციქულისა იაკობისი, მოუთმენლად ელოდა მესიის გამოცხადებას. შესაძლებელია, რომ იოანე იყო მოწაფე იოანე ნათლისმცემლისა და მან დაუკავშირა შემდგომში იგი იესო ქრისტეს. მაცხოვარმა მოუწოდა იოანეს, ისიც იაკობთან და პეტრესთან ერთად იესო ქრისტეს ერთ-ერთი უერთგულესი მოწაფე გახდა. იესო ქრისტეს იგი განსაკუთრებით უყვარდა და…
VI საუკუნის შუა წლებში ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, იოანემ, შეარჩია “მთაი მახლობლად მცხეთის აღმოსავლეთით და ცხოველსა ჯვარსა ჩრდილოით კერძო. აღვიდა მთასა მას მაღალსა, რომელსა ჰქვიან ზედა-ზადენ”. 20 მაისს წმინდა იოანე ზედაზნელის ხსენებაა. შეგვეწიოს მისი მადლი! — karibche.ambebi.ge