ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
10.04.2020 | 20:00
პატრიარქი 9 აპრილზე: ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა „იმედის დღესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები გაიხსენა. ილია მეორის თქმით, ის გრძნობდა, რომ იმ ღამეს ხალხი არ დაუჯერებდა, თუმცა გადაწყვიტა, მათ გვერდით დამდგარიყო. პატრიარქის თქმით, 9 აპრილი იყო მზადება თავისუფლებისთვის. „ძალიან ძნელია იმ ღამის გახსენება, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე. ჩემთან შუაღამისას მოვიდნენ გორგოძე და მერაბ ღუდუშაური. მითხრეს, რომ საშიშროება ელოდებოდა…

10.04.2020 | 17:08
მეუფე დანიელი – “დღეს ჩვენი სარწმუნოება გამოცდას გადის”

დღეს ჩვენი სარწმუნოება გამოცდას გადის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამ გამოცდას ღირსეულად აბარებს, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა განაცხადა. როგორც მეუფემ აღნიშნა, მხოლოდ უფლის შეწევნით გავუძლებთ და დავამარცხებთ ამ განსაცდელს. „ჩვენი მთავარი ფასეულობა იყო მამული, ენა და სარწმუნოება, რომელიც მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ გამოთქვა შემდეგი სიტყვებით: ღმერთი,…

10.04.2020 | 17:02
სალომე ზურაბიშვილი ბზობის და აღდგომის დღესასწაულებზე ტაძარში არ მივა

ამ წელს სხვა ვითარებაა, ამ წელს მე ეკლესიაში ვერ მივალ. ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რადგან ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი , – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის კანონს ვერ დაარღვევს და ამ კუთხით სამაგალითო უნდა იყოს. „3 დღეში ბზობაა, 10 დღეში კი აღდგომა. მე…

10.04.2020 | 17:00
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: – “ვერ ვხედავ წინააღმდეგობას, რატომ არ უნდა დაემორჩილოს მღვდელი ე.წ აგრესიულ ტესტირებას?!”

მე ვერ ვხედავ წინააღმდეგობას, რატომ არ უნდა დაემორჩილოს მღვდელი ე.წ აგრესიულ ტესტირებას?! – ამის შესახებ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც საზგადოების გარკვეული ჯგუფის, მათ შორის სასულიერო პირების აგრესიული ტესტირების თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „სახელმწიფო რეგულაციებს მე, როგორც ჩემი ქვეყნის მოქლაქე, სამშობლოს მოქალაქე, რომელიც ვთვლი, რომ ცოტათი მაინც პატრიოტი ვარ, ამასთან ქრისტიანი…

10.04.2020 | 16:53
სასულიერო პირებს კოვიდ-19 ინფექციაზე აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ

საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ, ცნობილია. ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით ჩაუტარდებათ გარკვეულ ადამიანებს, მათ შორის…

10.04.2020 | 16:10
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 აპრილს წმ. იოანე მანგლელი ეპისკოპოსის ღირსი სტეფანე აღმსარებელის, მოწამეთა: იონას, ბარაქისეს და სხვათა, ასევე მოწამე ბოიანის, ბულგარელი მთავრის ხსენების დღეს აღნიშნავს

იოანე მანგლელი საეკლესიო კალენდრის მიხედვით 10 აპრილი წმინდა იოანე მანგლელის ხსენების დღეა იოანე მანგლელი , ერობაში იოსებ სააკაძე, ბავშვობიდანვე გარეჯის უდაბნოში აღიზარდა, აქ ისწავლა მან მონაზვნური ცხოვრება. ძმებისაგან სათნოებით გამორჩეული  იოანე მალე მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს, შემდეგ კი მანგლისის კათედრაზე დაადგინეს ეპისკოპოსად. 1724 წელს იოანე დარუბანდში წავიდა, ხის ეკლესია ააშენა და დაღესტანში ქადაგება დაიწყო. მას თან ახლდა…

09.04.2020 | 16:30
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევ-პეჩერის ლავრაში 30 სასულიერო პირი კორონავირუსით დაინფიცირდა

კიევ-პეჩერის ლავრაში 30 სასულიერო პირი კორონავირუსით დაინფიცირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 44-მა სასულიერო პირმა კორონავირუსის ტესტი 4 აპრილს გაიკეთა. აღმოჩნდა, რომ 30 მათგანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. როგორც ცნობილია, კიევ-პეჩერის ლავარა 4 აპრილს მორწმუნეებისთვის დაიხურა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის დიაგნოზი კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარს, მიტროპოლიტ პავლეს…

09.04.2020 | 14:48
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 აპრილს მოწამეების მატრონა თესალონიკელის (III-IV), მანუელის და თეოდოსის (304), ასევე წმინდა იოანე წინამხედველის (დაახ. 395) ხსენების დღეს აღნიშნავს

მატრონა თესალონიკელი საეკლესიო კალენდრის მიხედვით 9 აპრილი მოწამე მატრონა თესალონიკელის ხსენების დღეა. მატრონა თესალონიკში მცხოვრები ერთი დიდგვაროვანი ებრაელი ქალბატონის მხევალი იყო. ქალბატონს სურდა, იუდაიზმზე მოექცია იგი და ხშირად სცემდა, ბოლოს კი, გააფთრებისგან გონდაკარგულმა, დილეგში გამოამწყვდია და კარები დალუქა. წმიდა მოწამე მატრონა საკანში გარდაიცვალა (III ან IV საუკუნეში). მისი ცხედარი ქალაქის გალავანს მიღმა დააგდეს, მაგრამ ქრისტიანებმა პატივით…

09.04.2020 | 14:42
სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახი გახდა

სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახი გახდა, – ამის შესახებ იმ ეკლესიის მოძღვარი, მამა სერაფიმე აცხადებს, რომლის სტიქაროსანსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მამა სერაფიმეს ინფორმაციით, თავდაპირველად კორონავირუსი სტიქაროსნის ბაბუას დაუდგინდა, რის შემდეგაც სტიქაროსანს მიეცა მითითება, რომ ტაძარში მსახურებაზე აღარ მისულიყო. “მას შემდეგ, რაც სტიქაროსნის ბაბუას კორონავირუსი დაუდასტურდა, იგი ჩვენთან მსახურებაზე აღარ დამდგარა, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი…

Τα σημαντικότερα νέα