ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
14.02.2025 | 15:42
ბერად აღკვეცა ქუთაის-გაენათის ეპარქიაში

ამა წლის 11 თებერვალს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) ლოცვა-კურთხევით, მოწამეთას წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის მამათა მონასტერში ამავე მონასტრის კეთილმოწესემ, იღუმენმა ნეოფიტემ (დვალიშვილი) ბერად აღკვეცა მორჩილი ბესარიონ ჩქოფოია, რომელსაც სახელად მოსე უწოდა. sazu.ge

13.02.2025 | 16:31
პიუხტიცკის მონასტრის დებმა ესტონეთის პარლამენტს მიმართეს ეკლესიებისა და სამრევლოების შესახებ კანონში შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით

პიუხტიცკის დედათა მონასტრის ვებგვერდზე განთავსებულია იღუმენია ფილარეტას (კალაჩევა) და მონასტრის დების ღია წერილის ტექსტი ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტისადმი იმასთან დაკავშირებით, რომ ეკლესიებისა და სამრევლოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის გზით ხდება მონასტრის იძულება, შეიცვალოს იურისდიქცია ან მოხდეს მისი ლიკვიდაცია. წერილში ნათქვამია: პატივცემულო მინისტრებო, პატივცემულო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო პარლამენტის წევრებო! მოგმართავთ თქვენ ესტონეთის რესპუბლიკის ეკლესიებისა და სამრევლოების შესახებ…

13.02.2025 | 16:12
წმინდა დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში წმინდა დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა. კონფერენციის დაწყებამდე საგალობელი შეასრულა თბილისის სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდმა ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით. სამეცნიერო კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და…

12.02.2025 | 15:58
წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის აღსასრულიდან 900 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში

2025 წლის 10 თებერვალს გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის აღსასრულიდან 900 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები და გელათის სასულიერო აკადემიის პროფესორები. სამეცნიერო კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) და გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, დეკანოზმა ირაკლი…

11.02.2025 | 16:22
საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის საავადმყოფოს მორიგი აღიარება

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის საავადმყოფოს საერთაშორისო ორგანიზაცია ,,Accreditaion Canada“-ის პლატინის ხარისხის ლიცენზია მიენიჭა. ეს ღონისძიება ამა წლის 10 თებერვალს საპატრიარქოში გაიმართა. კლინიკას ჯილდო გადასცეს ორგანიზაცია ,,Accreditaion Canada“-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ქალბატონმა ეკატერინე ტარასოვამ (კანადა) და ამავე ორგანიზაციის ევროპული განვითარების მენეჯერმა, ქალბატონმა იულია შჩერბინამ (იტალია). მათ დადებითად შეაფასეს საპატრიარქოს საავადმყოფოს მიერ განხორციელებული ცვლილებები, რომელთა…

11.02.2025 | 16:20
სასულიერო პირი, რომელმაც ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში სკოლა დახურვას გადაარჩინა

სასულიერო პირი, რომელმაც ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში სკოლა დახურვას გადაარჩინა – ისტორია ქვეყნის, სოფლისა და სწავლის სიყვარულზე ტელეკომპანია “რუსთავი 2”, გადაცემა “კურიერი P.S.”  sazu.ge

10.02.2025 | 16:28
მიტროპოლიტ შიოს ქადაგება მეზვერისა და ფარისევლის კვირას (ვიდეო)

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება მეზვერისა და ფარისევლის კვირას თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი    sazu.ge

10.02.2025 | 16:25
მეუფე შიო: ‘უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რომ ნამდვილი სათნოება და ნამდვილი სიკეთე არის მხოლოდ სიყვარული’

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება წმინდა იოანე ოქროპირის ნაწილთა აღმოყვანების ხსენების დღეს, მეზვერისა და ფარისევლის კვირას სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. დღეს თქვენ მოისმინეთ სახარებიდან იგავი მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, რომელიც საუკეთესოდ გადმოგვცემს ადამიანის შინაგან ცხოვრებას, გვიჩვენებს, თუ რა…

10.02.2025 | 16:23
მეუფე შიო: ‘სიმდაბლის, სინანულისა და მაღალი სულიერების გამო, ღმერთმა მიანიჭა დავით მეფეს დიდი მადლი’

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება წმინდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა კეთილმსახურ მეფე დავით აღმაშენებლის ხსენებას, მისი გარდაცვალებიდან 900 წლისთავს. გილოცავთ ამ დღეს და გადმოგცემთ სრულიად…

Τα σημαντικότερα νέα