ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა გაცნობისა და უკეთ შესწავლის მიზნით, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებს ხშირად უტარდებათ ლექცია-სემინარები მუზეუმებში, ეკლესია-მონასტრებსა თუ სხვადასხვა ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ადგილებში. გასვლითი ღონისძიებების ორგანიზება თსასის სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. ამჯერადაც, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით, სასულიერო სემინარიის III კურსის სტუდენტებს ლექცია ქართული ხელოვნების ისტორიაში…
ამა წლის 30 მარტს ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი თბილისის (ავჭალის) წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის ტაძრის დიაკონ გიორგი შალვაშვილს. მღვდელი გიორგი თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე წმინდა დიდმოწამე ვასილისკოს სახელობის ტაძარში იმსახურებს. sazu.ge
გილოცავთ საქართველოს ტერიტორიაზე საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებას და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს 34 წლის წინ, 31 მარტს, ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი (მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) და მოსახლოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ერთადერთ კითხვას – „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ – დადებითად უპასუხა. სწორედ ეს რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის…
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა მის უნეტარესობას, უნეტარეს იოანეს, ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსს თქვენო უნეტარესობავ, უფალში საყვარელო ძმაო და ღვთის საყდართან თანამსახურო! ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის უნეტარესი მთავარეპისკოპოსების ტახტზე თქვენი ამაღლების დღეს, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულთბილი ძმური მოლოცვა და გულითადი კეთილი სურვილები. თუ…
21 მარტს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 108-ე წლისთავს. სამეცნიერო კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. ,,დღევანდელი კონფერენცია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს…
საქართველოს საპატრიარქომ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას გადასცა საღვთისმეტყველო შინაარსის წიგნები, სასწავლებლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით კი ეს წიგნები გადაეცათ წარჩინებულ სტუდენტებს. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის კურთხევით შაბათი დღე წიგნის კითხვის დღედაა გამოცხადებული. საქართველოს საპატრიარქოსა და სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ეს ერთობლივი ღონისძიებაც ერთგვარი გამოხმაურებაა წიგნისადმი უწმინდესისა…
სტუმრად წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან არსებულ უფასო სასადილო “თხილის გულში”, სადაც ბენეფიციარებს ყოველდღიურად უმასპინძლდებიან საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება” sazu.ge
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ავტოკეფალიის…
1917 წლის 12 (25) მარტს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა. ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის აღსანიშნავად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, საპატარიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა. მრევლთან ერთად მსახურებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე,…