ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
13.05.2020 | 20:10
მეუფე მიქაელი: “დაფინანსებას თუ შეგვიწყვეტენ, შეგვიწყვეტენ და თუ გაგვიზრდიან, გაგვიზრდიან”

დაფინანსებას თუ შეგვიწყვეტენ, შეგვიწყვეტენ და თუ გაგვიზრდიან, გაგვიზრდიან. არ მინდა დღევანდელ დღეს თანხებზე და ფულზე ვისაუბრო, – ამის შესახებ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს დაფინანსებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მეუფემ აღნიშნა, ბიუჯეტიდან მიღებული თანხა ძირითადად განათლებას ხმარდება. „დაფინანსებას თუ შეგვიწყვიტავენ, შეგვიწყვიტავენ და თუ გაგვიზრდიან გაგვიზრდიან. არ მინდა დღევანდელ დღეს თანხებზე და…

12.05.2020 | 16:24
დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე აღინიშნება

  მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს – იმედის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, საღმრთო ლიტურგიას მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ჩაატარებს. საზეიმო წირვა 10:00 საათზე დაიწყება. სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული პეტრე მოციქულის ძმა…

12.05.2020 | 16:14
ილია მეორე – ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ იმისთანა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა, უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს, ვმადლობთ მას დიდი წყალობისთვის

  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე მიულოცა. პატრიარქის თქმით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დიდ დღესასწაულს ქართველი ერი მთელი კვირის განმავლობაში იზეიმებს. „გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს, ანდრია პირველწოდებულის დღეს და საქართველოს ეკლესიის და ერის ღვთისმშობლოს წილხვედრად აღყვანებას. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ ჩვენ იმისთანა,…

12.05.2020 | 15:59
წმინდა ანდრია მოციქული, პირველწოდებული (+62)

  თორმეტ მოციქულთა შორის პირველად უფალმა წმინდა ანდრია მოციქულს მოუწოდა, ამიტომ მას პირველწოდებული ეწოდება. “მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა”, -ამ სიტყვებით იხმო წმინდა ანდრია და მისი ძმა, მოციქული პეტრე, როდესაც ისინი გალილეის ზღვის ნაპი¬რას თევზაობდნენ. ამ წუთიდან მოყოლებული, ძმები განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის…

12.05.2020 | 15:50
ღირსი ნექტარიოს ოპტელი (ტიხონოვი, +1928)

ძველი სტილით 29 აპრილს (ახ. სტ. 12 მაისს) ეკლესია იხსენიებს ღირს ოპტელ მამას ნექტარიოსს (ტიხონოვი). იგი გახლდათ ღირსი ანატოლის (ზერცალოვი) და ღირსი ამბროსის (გრენკოვი) მოწაფე. წმინდა ნექტარიოსი დაიბადა ქალაქ ელეცში, ღარიბ ოჯახში. მამა 7 წლისას გარდაეცვალა. გონიერი და ცნობისმოყვარე ბავშვი იყო, მაგრამ გაჭირვების გამო მხოლოდ სკოლის რამდენიმე კლასი დაამთავრა. მისი ყრმობიდან მხოლოდ ერთი ამბავია ცნობილი….

12.05.2020 | 15:44
პატრიარქის განცხადებით, ღვთისმშობლის წილხვედრილობის დღესასწაული მთელი კვირის მანძილზე აღინიშნება

  ღვთისმშობლის წილხვედრილობის დღესასწაული მთელი კვირის მანძილზე აღინიშნება. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მან ამასთან დაკავშირებით განჩინება გამოსცა. „ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა. ჩვენ დღეს შევასრულებთ სამადლობელ პარაკლისს და მადლობას შევსწირავთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს….

12.05.2020 | 15:41
პატრიარქი – უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი, უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს ასევე სხვა ერების ცხოვრებაზე

უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი, „გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს ანდრია პირველწოდებულის დღეს და საქართველოს ეკლესიის და ერის ღვთისმშობლის წილხვედრად აყვანებას. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ ჩვენ იმისთანა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. უფალი ხედავს წარსულს, აწმყოს და მომავალს როგორც დღევანდელ დღეს. უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ…

12.05.2020 | 15:38
მეუფე მიქაელი – მხარს ვუჭერ ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი

მე ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი, „როგორი სიყვარული გაქვთ ჩვენი, როგორი ბედნიერი ვარ, რომ ასე ზრუნავთ ჩვენზე და გაინტერესებთ ჩვენი ვაქცინაცია და ჯანმრთელობა, მოკლედ გახარებული ვარ. რა არის ეს ვაქცინა, ერთი რა ხდება? მე ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი. ასეთი ვაქცინა…

11.05.2020 | 18:14
წმინდა ანდრიამ შექმნა პირი ხელთუქმნელი ხატისა

  საქართველოში ანდრია მოციქული მოღვაწობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული მის მიერ შემოსვენებული ხელთუქმნელი ხატის ისტორია, რომელიც აწყურის ღვთიმშობლის ხატის სახელითაა ცნობილი. ამჟამად აღნიშნული ხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული. ხელოვნებათმცოდნეები აწყურის ღვთისმშობლის კარედი ხატის მოჭესილობას XVI საუკუნის მეორე ნახევრით ათარიღებენ. ელდარ ბუბულაშვილის წიგნში “საქართველოს ეკლესიის სიწმინდეები”, ვკითხულობთ: “ქართლის ცხოვრების” ანდრიას “მიმოსვლის” მიხედვით, ეს ის ხატია, რომელიც…

Τα σημαντικότερα νέα