ა.წ. 25 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები ეწვივნენ. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) მის უწმინდესობას ეპარქიაში არსებული მდგომარეობა გააცნო და აღნიშნა, რომ 6 წლის წინ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ჩამოყალიბებამ ხელი შეუწყო ქრისტიანული ცხოვრების აღორძინებას ქვემო ქართლის რეგიონში. გაიზარდა სასულიერო პირთა რაოდენობა და…
იერუსალიმის სამხრეთ- აღმოსავლეთით მდებარე პალავრის სავანე. მისი დამაარსებელია IV საუკუნის გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწე მამა ხარიტონი. ხარიტონის ლავრა, ეგრეთ წოდებული ძ ვ ე ლ ი ლ ა ვ რ ა ან, როგორც ბერძნები ეძახდნენ პალავრის ლავრა აქედან წარმოდგა ტერმინი პალავრელი, ესე იგი პ ა ლ ე ა ლ ა ვ რ ე ლ ი ა ნ…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 თებერვალს ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს, ასევე იხსენიებს წმინდანებს: პროხორე ქართველს, ლუკა იერუსალიმელს, ნიკოლოზ დვალს, ანტიოქიელ მთავარეპისკოპოსს მელიტს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში. ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულის 25 თებერვალს აღნიშნავს. გადმოცემის თანახმად. ღვთისმშობლის…
ხუთშაბათს, 20 თებერვალს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა მაგისტრანტის, გიორგი აფციაურის სამაგისტრო ნაშრომის დაცვა. დაცვას ესწრებოდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სასწავლებლის ფაკულტეტების დეკანები, კათედრების გამგეები და პროფესორ-მასწავლებლები. გიორგი აფციაურის სამაგისტრო ნაშრომში – „დომინანტური ეკლესიის საკითხი საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი – თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი…
ა.წ. 21 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე) და ამ ეპარქიის წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ შორის თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი, ბ-ნი თამაზ მეჭიაური, მწერლები ბესიკ ხარანაული და ტარიელ ხარხელაური და სხვანი. სტუმრებმა მის უწმინდესობას მთაში მცხოვრებთა სახელით თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ მისი ლოცვა-კურთხევით გაერთიანებულ სათემო და საგვარეულო კავშირებს დიდი წვლილი…
ა.წ. 20 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა იტალიის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბ-ნი ენრიკო ვალვო მიიღო. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. ელჩმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ თავის მხრივ ხელს შეუწყობს იტალიისა და საქართველოს მეგობრობის შემდგომ განმტკიცებას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბ-ნ ენრიკო ვალვოს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა. — patriarchate.ge
შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე აქტუალური თემები. მათ შორის, იმსჯელეს 2020 წლის 9 თებერვალს მცხეთა-თბილისის სამღვდელოებასთან გამართულ შეხვედრაზე წამოჭრილი აქტუალური და პრობლემური საკითხების გადაჭრაზე, რა მიზნითაც: საქართველოს საპატრიარქოში შეიქმნას სასულიერო პირებისა და თეოლოგებისგან შემდგარი ლიტურგიკული საკითხების შემსწავლელი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მუდმივად იმუშავებს საქართველოს ეკლესიის პრაქტიკაში დამკვიდრებულ საღვთისმსახურო საკითხებზე მათი საერთო ფორმაში მოქცევისა და გამართულად ჩამოყალიბების მიზნით; ასევე…
მცხეთა-თბილისის სამღვდელოების მიერ განსახილველად წარმოდგენილი საკითხები: ნათლობის წინ კატეხიზაციის წესის, ნათლულების რაოდენობისა და ვინაობის, მიცვალებულის წესის აგების სხვა და სხვა გამონაკლისების, ღვთისმსახურების დროს საიდუმლო ლოცვების კითხვის ფორმის, „კონდაკისა“ და „კურთხევანის“ კორექტირებისა და (ხუცურად) კითხვის წესის, ღვთისმსახურებაზე შესაბამისი შესამოსლისა და სხვა პრობლემური და საერთო სისტემით ჩამოსაყალიბებელი თემების შესახებ. გადაწყდა, რომ დაიწყოს თითოეული საკითხის ზედმიწევნითი შესწავლა როგორც…
გვესაუბრება სოფელ კევლიანის ივერიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის იღუმენი ნიკოლოზი (ცაბაძე): – ქრისტიანი ადამიანის ცხოვრების წესი და მისი ყოველდღიურობა სინანულით უნდა იყოს გამჯდარი. თუ ადამიანი არ ფიქრობს, “შევინანო, რამეთუ მოახოებულ არს სასუფეველი ცათა”, მაშინ შესაბამისად ის ვერც იმას გაიაზრებს თუ რატომ არის ეკლესიის წევრი, რისთვის უნდა ემზადებოდეს. ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება კი მზადებაა სულის ცხონებისთვის. სასუფეველი ცათა…