საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდ „ქართუს” დაფინანსებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დანგრეული ეკლესიის იყო კამარა და კედლების დიდი ნაწილი, ასევე შემოცლილი იყო კარნიზი, კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით. ,,აღნიშნული სამუშაოები ჩატარდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ. აღდგა…
იესო ქრისტეს მალე მოსვლა ეს არ ნიშნავს საათის დანიშვნას და წამზომის ჩართვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ქრისტესთან შესახვედრად,- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. მეუფემ მართლმადიდებლებს მირქმის დღესასწაული მიულოცა. ამასთან, მან რამდენიმე კვირის წინ პატრიარქის მიერ ქადაგებისას ნათქვამი მეორედ მოსვლის შესახებ ისაუბრა და…
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კონკრეტულ ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც ბუნებრივად ტყეში მდებარეობს, შეიძლება ტყის არაუმეტეს 20 ჰექტარი ჰქონდეს, რაც მინისტრის განმარტებით, ტყის სწორად შენარჩუნებისა და მართვის საშულებას იძლევა. „პირველ რიგში, „ტყის კოდექსი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ტყის ახლებურად, მდგრადი მართვის პრინციპებით შენარჩუნებას უწყობს ხელს. ეს არის ფუნდამენტური საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელსაც…
როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 15 თებერვალს ბრძანა, შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელ მსოფლიოს, საქართველოში არ არის. დეკანოზი თამაზ ლომიძე ამბობს, რომ ღმერთს წინასწარ არავინ და არც ქართველი ერი არ გამოურჩევია, ამის გაფიქრება დიდი ცოდვაა და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბიბლიას. როგორც თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს, ქართველი ერის გადარჩენა მაშინ დაიწყება, როდესაც თითოეული ადამიანი ამოირეცხავს…
Sputnik -საქართველო მოგითხრობთ, თუ ვინ იყვნენ ისინი და რატომ აღნიშნავს მათი ხსნების დღეს 19 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. არსენ იყალთოელი არსენ იყალთოელი XI–XII საუკუნეების ქართველი სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი იყო. სრული ბიოგრაფიული ცნობარი წმიდა მამის შესახებ არ მოგვეპოვება, ის წარმოშობით იყალთოდან იყო, წყაროებში იხსენიება ვაჩეს ძედ. მას საფუძვლიანი და ძირფესვიანი განათლება კონსტანტინე მონომახის…
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქის, თეოფილე მესამის ორგანიზებულ ეკლესიათა მეთაურების შეკრებას არ დაესწრება. ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც ჯაღმაიძე წერს, წერილი იერუსალიმის პატრიარქს 7 თებერვალს გაეგზავნა. საქართველოს საპატრიარქოს წერილში წერია: „მის უნეტარესობას, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, თეოფილე მესამეს. თქვენო უნეტარესობავ,…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოძიებულ იქნა მასალა ,,მირქმის“ (,,მიგებების“) დღესასწაულის, იგივე ,,ლამპრობის“ აღნიშვნის ძველი წესის აღსადგენად. წელს მცხეთა-თბილისის და სხვა ეპარქიების არაერთ ტაძარში აღდგა ამ დღესასწაულის ძველი წესით აღნიშვნა და კიდევ ერთი ისტორიული ტრადიცია გაცოცხლდა. მომავალი წლიდან ეს წმინდა დღესასწაული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ეკლესია-მონასტერში აღინიშნება ისე როგორც საუკუნეთა განმავლობაში…
ჩვენ ვმადლობთ უფალს რომ ინება საქართველო ყოფილიყო წილხვედრი. შემთხვევითი არ არის რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს საქართველოში არ არის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა. ილია მეორემ ტაძარში შეკრებილებს მირქმის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღესასწაული აღდგომის ტოლია. „ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ…
ჩვენთან არს ღმერთი გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს – მირქმას. ეს არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ წმინდა მამები ამბობენ, რომ აღდგომის ტოლია. აღდგომა, სულიერი აღდგომა მოგმადლოთ უფალმა. დღეს არის შეხვედრა ძველისა და ახლისა აღთქმისა. დღეს არის შეხვედრა და განახლება ერისა. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა იყოს თქვენთანა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა ინებოს, რომ მომზადებულნი შევხვდეთ მაცხოვრის…