სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით, ეკლესია-მონასტრებში აღევლინება ღვთისმსახურება და ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება მათ შორის: 7 თებერვალს, პარასკევს 14:00 სთ. – თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სამეცნიერო კონფერენცია: „დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობა“; 16:00 სთ. – ლოცვა გელათის საკათედრო ტაძარში; 17:00 სთ. – ლოცვა…
პატრიარქი: “დავით აღმაშენებლის კურთხევა და მისი ლოცვა ეწეოდეს საქართველოს” sazu.ge
მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), მოილოცა ხარაგაულის მაცხოვრის შობის და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძარი და გაეცნო სამრეკლოს და ეზოს გალავნის მშენებლობის სამუშაოებს, რისთვისაც მადლობა გადაუხადა ხარაგაულის მაცხოვრის შობის და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის ფინანსურ მენეჯერს ბატონ ბერიკა დუშუაშვილს, მშენებლობის ხელმძღვანელს ბატონ ირაკლი ებანოიძეს და ბატონ ფრიდონ გუჯეჯიანს, რომლებიც…
წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, შაბათს, 8 თებერვალს, დილის 10:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. sazu.ge
მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა სქიმმონოზონი მართა ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) დედა. იგი დასვენებულია ურბნისში, წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის საკათედრო ტაძარში. დაკრძალვა შედგება სამშაბათს, 4 თებერვალს,14:00 საათზე, მონასტრის ეზოში. ვუსამძიმრებთ მეუფე იობს და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია დედა მართას ხსოვნა და შევთხოვთ უფალს აცხონოს მისი სული. sazu.ge
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსყდრების 16 წლისთავი მიულოცეს. მის უწმინდესობას, უწმინდეს კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს თქვენო უწმინდესობავ, უწმინდესო მეუფევ და მოწყალე მამაო! ამ საზეიმო და სულიერად მნიშვნელოვან დღეს, როგორც პირადად თქვენთვის, ისე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი სისავსისათვის, ჩვენ შევიკრიბეთ ქრისტე მაცხოვრის ამ დიდებული…
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სულთმოფენობიდან 32-ე კვირას თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი 02.02.2025 sazu.ge
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სულთმოფენობიდან 32-ე კვირას სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დიდი მარხვის დაწყებამდე ერთი თვით ადრე მართლმადიდებელი ეკლესია იწყებს ჩვენს მომზადებას მარხვისთვის და გვახსენებს იმას, რისი გაგებაც მრავალ ადამიანს…
2025 წლის 30 იანვარს ქალაქ ტირანის აღდგომის საკათედრო ტაძარში შედგა ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა, რომელიც 25 იანვარს გარდაიცვალა. სულის განსასვენებელი ლიტურგია აღავლინეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამთავარეპისკოპოსო კათედრის ადგილმონაცვლემ, კორჩის მიტროპოლიტმა იოანემ და ამ ეკლესიის იერარქებმა – არგიროკასტრის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ და ამანტიის მიტროპოლიტმა ნათანაელმა. ტაძრის საკურთხეველში ლოცულობდნენ მოსკოვის საპატრიარქოს…