ამა წლის 25 მარტს, 14:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო პარაკლისს აღავლენს. sazu.ge
ამა წლის 23 მარტს ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ გიორგი გვარამაძეს. მღვდელი გიორგი თბილისში, ზღვისუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში იმსახურებს. sazu.ge
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება დიდი მარხვის მე-3, ჯვრის თაყვანისცემის კვირას თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი sazu.ge
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება დიდი მარხვის მესამე, ჯვრის თაყვანისცემის კვირას სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის მესამე კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება ჯვრის თაყვანისცემის კვირა და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დიდი მარხვის ნახევარი უკვე გავიდა და ვინც ჯეროვნად…
2025 წლის 14 მარტს საქართველოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძის ორგანიზებით, თბილისის სასულიერო სემინარიის I კურსის სტუდენტები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. აღნიშნული გასვლითი ღონისძიება მიეძღვნა 1956 წლის 9 მარტს რუსთაველის გამზირზე, ყოფილი კავშირგაბმულობის სახლთან, განვითარებულ მოვლენებსა და იქ დაღუპულ პირთა ნათელ ხსოვნას. ბატონმა სერგომ დეტალურად მოუთხრო სტუდენტებს ქალაქის სხვადასხვა უბანში 9 მარტს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შესახებ….
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58-ე სესიაზე, რომელიც იმართება ჟენევაში 2025 წლის 24 თებერვლიდან 4 აპრილამდე, ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, ტარტუს ეპისკოპოსმა დანიელმა სიტყვით გამოსვლისას შეშფოთება გამოთქვა იმ კანონპროექტის მომზადებასთან დაკავშირებით, რომელიც ესტონეთის კანონში ეკლესიებისა და სამრევლოების შესახებ ცვლილებებს ითვალისწინებს. „ესტონეთის პარლამენტი ამჟამად განიხილავს კანონს, რომელიც გვიკრძალავს რაიმე კავშირი გვქონდეს რუსეთის ფედერაციაში არსებულ რელიგიურ ცენტრთან. თუმცა,…
20 მარტს მოსკოვში, დანილოვის მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომის გახსნისას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა სინოდის წევრებს მოკლე მისალმებით მიმართა, რის შემდეგაც სინოდმა დღის წესრიგის მიხედვით დაიწყო მუშაობა, – იუწყება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური….
ამა წლის 16 მარტს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დეკანოზის ხარისხითა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა მღვდელი იოანე ეპიტაშვილი. sazu.ge
მის უნეტარესობას იოანეს, მიტროპოლიტს ტირანისა და მთავარეპისკოპოსს სრულიად ალბანეთისა თქვენო უნეტარესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ ალბანეთის ეკლესიის მეთაურად გამორჩევას. ღმერთმა მოგანიჭოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, სულიერი ძალა და სიბრძნე თქვენზე დაკისრებული დიდი პასუხისმგებლობის აღსრულებისთვის, რათა იყოთ ღირსეული გამგრძელებელი უნეტარესი ანასტასიოსის ღვაწლისა. ვიმედოვნებთ, თქვენი საჭეთმპყრობლობის დროს ჩვენს ეკლესიებს შორის კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდება…