წმიდა მოწამენი: ელეფთერი, დედა მისი ანთია და კორივ ეპარქი ელეფთერის დედა დიდგვაროვანი და მდიდარი რომაელი ქალი იყო. მან, ქრისტიანობაზე პავლე მოციქულის მიერ მოქცეულმა და მისი ხელითვე მონათლულმა, შვილიც ღვთისმოშიშებით აღზარდა. როცა ელეფთერის თხუთმეტი წელი შეუსრულდა, რომის პაპმა, ანაკლეტუსმა (76-88) იგი დიაკვნად აკურთხა, სამი წლის შემდეგ კი – მღვდლად დაასხა ხელი. ოცი წლის ასაკში ელეფთერი (ასეთი…
ა.წ. 26 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში სასულიერო პირების, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების, საპატრულო პოლიციის, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო „სუიციდთან ბრძოლის ინტერსექტორული შესაძლებლობები“. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ახალგაზრდებში თვითმკვლელობის მზარდ სტატისტიკაზე, მის გამომწვევ მიზეზებზე და ამ პრობლემის დასაძლევ ღონისძიებებში ეკლესიის აქტიური ჩართვის აუცილებლობაზე. დაისახა გეგმები სუიციდის…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძნებულმა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტმა გერმანიასა და იტალიაში საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ა.წ. 13 დეკემბერს შტუტგარტის სახელმწიფო თეატრში გამართულ ქართული კულტურის კონცერტში ქართველ მუსიკოსთა საზოგადოებამ, ფოლკლორის, ცეკვისა და თანამედროვე ინსტრუმენტულ-ვოკალურ ჟანრთა საუკეთესო სინთეზით წარმოადგინა. გალობის უნივერსიტეტის გუნდის გარდა ამ კონცერტში მონაწილეობდნენ: ქართული ცეკვის ანსამბლი “ლაზი” (პარიზი), GeoTRAIN (Jazz ensemble)…
ა.წ. 24-26 დეკემბერს ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 42 წლისთავი მიულოცეს. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ პატრიარქის ნათლულთა გუნდი (ხელმძღვანელი: ნინო მიქაბერიძე), თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები, ანსამბლი ,,იალონი“, ანსამბლი ,,სათანაო”, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მევიოლინეები სახელწოდებით ,,სიმი“ და სხვ. მობრძანდა ბ-ნი პაატა ბურჭულაძეც ახალგაზრდა შემსრულებლებთან ერთად, რომელთა შორის იყო 10 წლის ცოტნე ზედგინიძეც. მან…
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოგესალმებით ყველას და გილოცავთ დღევანდელ დღეს. ვულოცავ ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს. მოგეხსენებათ, როგორი რთული იყო ეს 42 წელი. როგორი განსაცდელი ჰქონდა ჩვენს ქვეყანას (რამდენიმე წლის წინ თუ გნებავთ) და ამ ხნის განმავლობაში უამრავი გამოწვევა და განსაცდელი გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ. უდიდესია ჩვენი დედა ეკლესიის და პატრიარქის…
საქართველოს მეცნიერებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს ულოცავენ და მიმართვას ავრცელებენ. „ინტერპრესნიუსი“ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გილოცავთ თქვენი აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს. გისურვებთ უახლოეს მომავალში გეხილოთ ნაყოფი ღვთისა და მამულის წინაშე თქვენ მიერ გაწეული თავდადებული ღვაწლისა – სულიერად და ტერიტორიულად გამთლიანებული და აღორძინებული…
იწყება 62-ე ეტაპი ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მონათვლისა. ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 26 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით 12:00-დან 16:00 საათამდე. რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი…
ამონარიდი ა.წ. 22 დეკემბერს თბილისის დიდ სინაგოგაში მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინის, იაკობ გაგულაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვიდან: ,,ახლა კი ამ საპატიო ადგილიდან, სადაც გამჩენს ვესაუბრებით ხოლმე, მინდა შევეხმიანო საქართველოს უძლიერეს გმირს, დიდებულ ადამიანს, მსოფლიოში ცნობილ პერსონას, მე მოგახსენებთ საქართველოს გამაერთიანებელ უხუცეს მამაზე, ღვთის კაცზე, ამ ასაკის მატარებელს თორა აჯილდოვებს გმირის ტიტულით, ივრითულად მას „გიბორი“…
ა.წ. 20 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით (UNISEF) გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ოფიციალური წარმომადგენელი, დოქტორი ღასან ხალილი, პარლამენტის წევრები, დარგის სპეციალისტები, ფსიქოლოგები და დაინტერესებული პირები. განხილულ იქნა ის პრობლემური საკითხები, რომელთა…