მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მედიაში სიძულვილის ენისა და ეკლესიის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს შეისწავლის. “საპატრიარქოში კომისია არ შექმნილა. ჩვენ სამუშაო ჯგუფის შექმნას ვგეგმავდით და ეს ჯგუფი შექმნილია. აღნიშნულ ჯგუფში მხოლოდ საპატრიარქო არ შედის. აქ შედიან არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც ამ პრობლემებით არიან დაკავებულნი. ვაპირებთ, საერთაშორისო გამოცდილებას ანალიზი გავუკეთოთ,…
ა.წ. 17 აპრილს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ბ-ნ იური ნოზაძეს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსს, ბ-ნ კარლო ამირგულაშვილს, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილეს, ქ-ნ ნათია იორდანიშვილს და მათ თანმხლებ პირებს შეხვდა. საუბარი შეეხო ტყის კოდექსის ახალ ვერსიას, რომლის შემუშავებაც…
ა.წ. 17 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ იორდანიის სენატის პრეზიდენტს, ბ-ნ ფეისალ ალ-ფაიეზის და მის თანმხლებ პირებს უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მხრიდან მიღებას ესწრებოდნენ პარლამენტის დეპუტატი ბ-ნი ზაქარია ქუცნაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ბ-ნი ზაზა კანდელაკი. შეხვედრაზე ითქვა საქართველოსა და იორდანიას შორის მეგობრული ურთიერთობების…
patriarchate.ge
ა.წ. 18 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მღვდელმთავრებმა კვიპროსის პრეზიდენტს, ბ-ნ ნიკოს ანასტასიადისს, მის მეუღლეს, ქ-ნ ანდრი მუსტაკუდისს და მათ თანხმლებ პირებს უმასპინძლეს. მიღებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბ-ნი ლაშა ჟვანია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსში ბ-ნი რევაზ ლომინაძე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კვიპროსსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც საუკუნეებს…
ა.წ. 16 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელი, კონგრესმენი დევიდ პრაისი, კონგრესმენი ვერნ ბუქანანი და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და განხილულ იქნა ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და…
ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ფრანგული მედია პარიზის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. “ხანძარი ლიკვიდირებულია. თვალს ვადევნებთ ნარჩენ ალს და განვაგრძობთ შენობის ცხელი ნაწილების გაგრილებას, მათ შორის კარკასს, რათა ხანძარი კვლავ არ გაჩნდეს”, – ნათქვამია პარიზის სახანძრო სამსახურის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად…
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა. როგორც ნოტრ-დამის პრესმდივანმა ანდრე ფინომ განაცხადა, რელიკვიები საეკლესიო საცავებში ინახება და მათ არაფერი ემუქრებათ. “რელიკვიები საეკლესიო საცავში ინახება და იქ ცეცხლის გავრცელების რისკი არ არის”, – განაცხადა ანდრე ფინომ. karibche.ambebi.ge
ა.წ. 14 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თურქეთში, ქ. ინეგოლში მცხოვრები ქართველები მიიღო და დალოცა. მისმა უწმინდესობამ მათ სამშობლოში ჩამოსვლა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი დაუბრუნდებიან საკუთარ კუთხეს. სტუმრებმა მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ანსამბლ ,,რირაშის” წევრებმა ფოლკლორული ნომრები შეასრულეს. ქართველები ინეგოლში მუჰაჯირობის დროს, XIX საუკუნეში, აჭარიდან გადასახლდნენ და მიუხედავად ამისა, დღემდე ინარჩუნებენ…