პროექტი “ბიბლია განმარტებებით” ჩვენი მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობია. ვაგრძელებთ პროექტის ავტორის და მთავარი რედაქტორის თამარ მამაცაშვილის ჩანაწერების ბუპლიკაციას ამ პროექტის შესახებ: “გამოხსნა მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც სჯერათ ადამიანებს ღმერთის დიდების და მისი ნების შესაბამისად მოქმედებენ.” ეს ფრაგმენტია “ბიბლიის განმარტებების” ახალი პროექტიდან. ეს არის ერთი განმარტება, რომელშიც კითხულობ მიზეზს ყველა პრობლემისა. ასეთი წინადადებები, განმარტებები, ფრაზები მძივებად არის აკინძული…
22 იანვარს თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნა დეკანოზ დიმიტრი სუხიტაშვილის გამოფენა “ნიჟარების ჰარმონია”. მამა დიმიტრი სასულიერო მოღვაწეობის პარალელურად, თავისუფალ დროს უკვე თითქმის 14 წელია მუშაობს ნიჟარების მოზაიკაზე. გამოფენაზე წარმოდგენილია დაუმუშავებელი ნიჟარებისგან შექმნილი, როგორც ბიბლიური და სასულიერო, ისე ბუნებისა და სხვა თემატიკის 60-მდე კომპოზიცია. ნიჟარები დაუმუშავებელია, ავტორი საერთოდ არ იყენებს ფერებს, თუმცა მისი ნამუშევრები მაინც სხვადასხვა ტონალობით…
პატრიარქი არის შეშინებული, მამა მიქაელ ბოტკოველმა გადმომცა, რომ ის არ არის მზად შესახვედრად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მამა ანდრია სარიამ განუცხადა, რომელსაც მღვდელმსახურება შეუჩერდა. მისივე თქმით, სურდა პირადად პატრიარქისგან მოესმინა მისთვის მღვდელმსახურების შეჩერების საფუძველი. „როგორ შეიძლება თავის მღვდელმონაზონთან არ იყოს მზად შესახვედრად? ის არ არის მზად მამა გიორგი მამალაძესთან შესახვედრად, ის არ არის მზად მამა…
მნიშვნელოვანია, რამდენად ღირსეულად იხდის ადამიანი დაუმსახურებელ სასჯელს, – ამის შესახებ კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კვლავაც წინააღმდეგია, რომ სასულიერო პირი ციხეში იყოს. „ბევრი ღირსეული ადამიანი იხდის სასჯელს და ბევრი დაუმსახურებლად. ასე რომ, ხდება ხოლმე ასე. მნიშვნელოვანია, რამდენად ღირსეულად იხდის ადამიანი დაუმსახურებელ სასჯელს. ამ შემთხვევაში ვერც ერთი…
აქამდე რომ არ შეუჩერდა, ეს არის გასაკვირი, – ამის შესახებ კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების უფლების შეწყვეტის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მამა ანდრია სარიას საუბარი და ქცევა სასულიერო პირისთვის შესაფერისი არაა. “აქამდე რომ არ შეუჩერდა, ეს არის გადაკვირი, იმიტომ რომ, ისე ლაპარაკობს, ისე იქცევა, არაა ეს შესაფერისი სასულიერო პირისთვის….
საპატრიარქოში, საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, მრგვალი მაგიდის ფორმატში, რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოში აზარტული თამაშების ზიანის შემცირების სტრატეგიის შემუშავებას ეხებოდა. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კომპლექსური მიდგომაა საჭირო. მამა ანდრია აზარტულ თამაშებს “მონსტრ ბიზნესს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ “დროულად არ შევაჩერებთ ამ მონსტრ…
ბაგრატის ტაძრის მოაჯირიდან ტურისტი გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, 18 წლის ბიჭი რუსეთის მოქალაქეა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი მოაჯირზე ფოტოების გადასაღებად ავიდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და სიმაღლიდან გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაჰყავს. სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის, მაია რუხაძის თქმით, დაშავებულს თავის ტრავმა აქვს. — 1tv.ge
საქართველოს საპატრიარქოში აზარტული თამაშების ზიანის შემცირების სტრატეგიის შემუშავების საკითხზე მეორე შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში სათამაშო ბიზნესის მაქსიმალურ და დაუყოვნებლივ რეგულირებასა და მოზარდებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე გაამახვილეს ყურადღება. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ქვეყანაში აზარტული თამაშებს შედეგად სულ მცირე 400 000 ოჯახია დაზარალებული. შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური…
ა.წ. 27 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ნინო და ილიკო სუხიშვილები და მათი ანსამბლის წევრები ეწვივნენ, რათა თავისი სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაედასტურებინათ მისი უწმინდესობისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ნინოობის დღესასწაული მიულოცა სტუმრებს და შემდგომი წარმატებები უსურვა. patriarchate.ge