ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
28.01.2020 | 16:31
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე (27.01.2020)

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – ნინოობას. ეს არის სასწაული. მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთადერთი საქართველოს ეკლესიაა, რომელიც მოაქცია ქალმა. განვლო ამდენმა საუკუნემ და ქართველი ადამიანი თაყვანს სცემს წმინდა ნინოს. წმინდა ნინო არის შუამდგომელი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის. არის დაწერილი დაუჯდომელი წმინდა ნინოსი, მაგრამ არ იყო დაწერილი საგალობელი დაუჯდომელისა. იყო ერთი შემთხვევა, მე მოვინახულე, მოვილოცე,…

27.01.2020 | 15:56
ილია მეორე – მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საქართველოს ეკლესია ერთადერთია, რომელიც მოაქცია ქალმა – წმინდა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა. პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებთან ერთად იგალობა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, საქართველოს ეკლესია ერთადერთია მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის, „რომელიც ქალმა მოაქცია“. „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ…

26.01.2020 | 17:59
ბათუმში ეკლესია გაქურდეს

ბათუმში ეკლესია გაქურდეს. ბესიკისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში მდებარე მირქმის სახელობის ტაძრიდან მძარცველებმა თანხა და თაფლი წაიღეს. მათ ტაძრის ფანჯრები გატეხეს და შენობაში ისე შეაღწიეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.   — 1tv.ge

26.01.2020 | 17:57
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 26 იანვარს მოწამე ერმილეს და სტრატონიკეს, ღირსისა იაკობის და ღირსი მაქსიმე კავსოკალივიტის ხსენების დღეს აღნიშნავს

წმიდა მოწამენი ერმილე და სტრატონიკე  წმიდა მოწამენი ერმილე და სტრატონიკე სლავები იყვნენ. ისინი ქალაქ სინღიდოში (ბელგრადში) ცხოვრობდნენ ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, ლიკინიუსის (307-324) დროს და ერთმანეთთან, ღვთის სიყვარულის გარდა, გულწრფელი მეგობრობაც აკავშირებდათ. ერმილე დიაკვნად მსახურობდა. ლიკინიუსის ბრძანებით, იგი შეიპყრეს და დიდხანს საშინლად აწამებდნენ, მაგრამ ვერ გატეხეს. წმიდა სტრატონიკემ – ციხის ზედამხედველმა და ფარულმა ქრისტიანმა, მეგობრის ტანჯვის…

26.01.2020 | 17:54
პატრიარქი ნინოობასთან დაკავშირებით წირვას კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში აღავლენს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ხვალ, 27 იანვარს ნინოობასთან დაკავშირებით წირვა- ლოცვას კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში აღავლენს. ღვთისმსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყება. დღეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საკათედრო ტაძარში ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია ll-მ საღამოს ლოცვა აღავლინა. „სწორედ სიონის საპატრიარქო ტაძარში არის დაბრძანებული წმინდა ნინოს ჯვარი, რომელიც მას თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა…

25.01.2020 | 17:57
სოფელ ქვენატკოცას ეკლესიის “ყვავის- საყდარას” რეაბილიტაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით 2019 წლის აპრილი-ივნისის თვეებში განხორციელდა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვენატკოცას ეკლესიის “ყვავის- საყდარას” რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების შედეგად: √ ტაძრის ფასადზე აღდგა კედლები რიყის ქვით ბაზალტის თლილი კვადრატებითა და ქართული აგურით. √ აღდგა დაზიანებული კარ-სარკმლების წირთხელები ქართული აგურით. √…

25.01.2020 | 17:53
რა არის დეპრესია?

სერბ მოძღვარს, მამა ფადეი (თადეოზი) ვოტოვინცელს ჰკითხეს, – რა არის დეპრესია?- -დეპრესია, ეს გულისზრახვათა კომპინაციაა, როდესაც ერთი კომბინაცია მეორეს ცვლის, მეორე-მესამეს და ასე შემდეგ. საკუთარ თავთან დარჩენილი ადამიანი ამ დროს ფიქრობს: “იქნება ეს ასე უნდა გამეკეთებინა, იქნება ისე ჯობდა და ასე შემდეგ”. საბოლოო ჯამში კი არაფერიც არ ხდება, არამედ ისევ თვითონ ართულებს ყველაფერს, რის გამოც კარგავს სულის…

25.01.2020 | 12:00
ექიმი – პატრიარქს წელის არეში ტომოგრაფია გადავუღეთ, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს კლინიკა „მედინაში” წელის არეში ტომოგრაფია გადავუღეთ, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ კლინიკა „მედინას” ნეიროქირურგმა გიორგი ვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ილია მეორე კლინიკაში კონსულტაციის მიზნით იყო მისული და მისი ვიზიტი გეგმური არ ყოფილა. „მის უწმინდესობას წელის ტკივილები ჰქონდა, მთხოვა კონსულტაცია. გადავუღეთ კომპიუტერული ტომოგრაფია,…

24.01.2020 | 17:32
სოფელ ხოვლეს, მაცხოვრის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით 2019 წლის აპრილი-ოქტომბრის თვეებში განხორციელდა კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხოვლეს, მაცხოვრის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. ეკლესია მძიმე მდგომარეობაში იყო,დანგრეული იყო კამარა, კონქი კედლების დიდი ნაწილი. სახურავი იყო ჩამოშლილი. კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით. სამუშაოები შესრულდა არქეოლოგის ზედამხედველობის…

Τα σημαντικότερα νέα