ზოგიერთი ადამიანი ეკლესიას ადანაშაულებს იმაში, რომ თურმე ეკლესია ცდილობს ეპიდემია გაავრცელოს ზიარების მეშვეობით. 21 საუკუნის განმავლობაში ადამიანები ეზიარებიან და ერთი შემთხვევაც კი არ არსებობს, რომ ზიარების მეშვეობით, რომელიმე ეპიდემია გავრცელებულიყო,- ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საზოგადოების ნაწილის მოსაზრებას ზიარებასთან დაკავშირებით. დეკანოზმა მოსახლეობას მარხვის დაწყება მიულოცა. „ეს მარხვა არის მაცხოვრის ჯვარცმასთან დაკავშირებით. ჩვენ,…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ხაზი გაესვა კავკასიის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას….
ღვინო არის ანტისეპტიკი და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია, რაც შეეხება ერთჯერადი კოვზების გამოყენებას, ეს პრინციპულად არასწორია ,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ღვინო, რომლითაც ვეზიარებით, ქრისტეს სისხლია და “წვავს და განწმენდს ყველაფერს”. “ღვინო, რომელიც ბარძიმში გარდაიქმნება სისხლად, რითიც ვეზიარებით, არის ანტისეპტიკი, რელიგიური შინაარსის გარეშე რომ ვთქვათ. ღვინოში…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრის მიხედვით, 2020 წელს აღდგომის მარხვა 2 მარტს დაიწყება და 18 აპრილს დასრულდება. დიდმარხვა ეკლესიის მიერ დადგენილი წლიური ოთხი სამარხვო პერიოდიდან ყველაზე ხანგრძლივი და მკაცრია. ის აღდგომის წინ 49 დღით ადრე იწყება და აღდგომის დღესასწაულამდე გრძელდება; ამით მართლმადიდებელი მრევლი ქრისტეს აღდგომის სადღესასწაულოდ ემზადება. მარხვა ადრექრისტიანულ ეპოქაში შემოიღეს. თავიდან მორწმუნეები 24-დან 40…
არაერთი განსაცდელი გადავიტანეთ უახლოეს წარსულშიც: სტიქიური უბედურებები, ომები, სხვადასხვა სახის ვირუსიც. ღრმად მწამს, რომ ღვთის წყალობით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, ჩვენ ერთად, ერი და ბერი, გადავიტანთ ამ განსაცდელსაც და სიხარულითა და ურთიერთსიყვარულით შევეგებებით ქრისტეს აღდგომის დიად დღესასწაულს, – ასე მიმართავს მრევლს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით გორისა და ატენის მიტროპილიტი, მეუფე ანდრია. მიტროპოლიტის მიმართვას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის…
27 თებერვალს, 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება. დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის გადავადების შუამდგომლობით სასამართლოს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მიმართა. საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლის დეკანოზი მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საპატრიარქოს დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით პოზიცია ვერ ექნება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საპატრიარქომ…
საპატრიარქოს უწყებანი “ფეიბსუქის” გვერდზე მღვდელ გიორგი ბერაძის პოსტს აქვეყნებს, რომელშც სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ რუმინეთის პატრიარქის უნეტარეს დანიელის კომუნიკე არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა, თითქოს, პატრიარქი მრევლს ეკლესიაში წაუსვლელობის, ხატებზე მთხვევის თავშეკავებისა და საკუთარი კოვზით ზიარებისკენ მოუწოდებს: “ვრცელდება რუმინეთის პატრიარქის კომუნიკეს (გზავნილი) არასწორი ინტერპრეტაცია, თითქოს უნეტარესი დანიელი მოუწოდებს ეკლესიაში არწასვლისკენ, ხატებზე მთხვევაზე თავშეკავებისკენ და ზიარებისას მხოლოდ საკუთარი…
ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ კორონავირუსისაგან თავის დასაცავად ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, სიმართლე არ აღმოჩნდა, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ინტერესებიდან გამომდინარე, მსოფლიოში გავრცელებულ ეპიდემიასთან, – კორონავირუსთან (SARS-CoV-2) დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს: ინტერნეტსივრცეში დაიდო ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ, ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების…
წმიდა მოციქული ონისიმე საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 28 თებერვალი წმიდა მოციქული ონისიმეს (სამოცდაათთაგანი), ხსენების დღეა. ონისიმე ფრიგიის ოლქის ქალაქ კოლასეში მცხოვრები მდიდარი ქრისტიანის, ფილიმონის მონა იყო. ერთხელ მან რაღაც შესცოდა ბატონის წინაშე, შემდეგ კი სასჯელს გაექცა და რომს მიაშურა. აქ გაქცეული მონა დაატუსაღეს და საპყრობილეში ჩააგდეს. საპყრობილეში ონისიმეს დახვდა შებორკილი პავლე მოციქული, რომელმაც სახარების სიტყვა დამოძღვრა,…