ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
01.12.2019 | 13:25
მეუფე ნიკოლოზი – მგონია, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს

მგონია, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს განუცხადა. „პრეზიდენტის მაგივრად მე რა უნდა გითხრათ. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩემი ვარაუდი. სინოდმა გადაწყვიტა, გამოაქვეყნა ეს განჩინება. არ მგონია, პრეზიდენტმა უარი თქვას შეწყალებაზე, რატომ არ უნდა შეიწყალოს, მე არ ვიცი. ჩვენ მეორეჯერ მივმართავთ…

01.12.2019 | 13:16
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 1 დეკემბერს მოწამე პლატონის, მოწამეთა რომანოზ დიაკონისა და ყრმა ბარულის, მოწამეთა ზაქეს, ღადარინელი დიაკონის და ალფესის ხსენების დღეს აღნიშნავს

წმიდა მოწამე პლატონი  წმიდა მოწამე პლატონი, წმიდა მოწამის, ანტიოქე მკურნალის ძმა იყო, ის დაიბადა გალატიის ანკვირიაში, კეთილმსახური მშობლების ოჯახში. მან სიყმაწვილეშივე დატოვა მშობლიური სახლი და მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა: ნეტარი ქალაქ-ქალაქ დადიოდა, სულიწმიდის მადლით აღვსილი, ქადაგებდა სახარების სწავლებას წარმართთა შორის და მსმენელებს აოცებდა დამაჯერებელი მჭევრმეტყველებითა და ელინურ მწიგნობრობაში ღრმა განსწავლულობით. ამისთვის იგი შეიპყრეს და ზევსის ტაძარში…

30.11.2019 | 20:41
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – სრულიად უსასყიდლოდ შესაძლებელია მოძღვართან მისვლა სინანულით

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს და აღნიშნავს, რომ სრულიად უსასყიდლოდ შესაძლებელია მოძღვართან მისვლა სინანულით. „გირჩის“ თუ „ბიბლიური თავისუფლების“ მიერ გაცემული არც ერთი საბუთი, არ წარმოადგენს, აუცილებელ ან საკმარის პირობას, მისი ყოფილი „მღვდელმსახურის“ მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში დასაბრუნებლად. არამედ სრულიად უსასყიდლოდ შესაძლებელია მოძღვართან მისვლა სინანულით. „ბიბლიური თავისუფლების“ მიერ…

30.11.2019 | 17:28
ქონებრივი და ფინანსური კომისია

2019 წლის რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების მეხუთე კომისიის სხდომა დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2019 წლის მეხუთე სხდომა, სადაც განიხილეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხები. კომისიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარდგენილ 15 საკითხიდან 13-ზე დადებითი რეკომენდაცია გასცა, ერთი…

30.11.2019 | 17:13
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 30 ნოემბერს დიდმოწამე მიქაელის, რომელსა ეწოდა გობრონ და 133-თა მხედართა მისთა, წმიდა. გრიგოლ საკვირველთმოქმედის და ღირსი ლაზარე ხატმწერის ხსენების დღეს აღნიშნავს

დიდმოწამე მიქაელი, რომელსა ეწოდა გობრონ და ასოცდაცამეტნი მხედარნი მისნი  არაბებმა 914 წელს უკანასკნელად დალაშქრეს ამიერკავკასია. ამირა-მუმნის ურიცხვ ლაშქარს სარდლობდა აბულ-კასიმი. იმჟამად ყველისციხის მეპატრონე იყო გურგენ ერისთავთ-ერისთავი. ციხე კარგად იყო გამაგრებული, მაგრამ მეციხოვნენი შიგ ცოტანი იყვენნ. ოცდარვა დღე გაგრძელდა ბრძოლა. ხან სარკინოზებს მიჰქონდათ იერიში ციხეზე, ხან მეციხოვნენი გამოუხდებოდნენ მტერს გობრონის მეთაურობით, რისხვას დაატეხდნენ მას თავს და…

29.11.2019 | 17:12
რა არის მარხვა? -ერთმა ბერმა გაბრიელ ბერს ჰკითხა:

– მარხვა რა არის? ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები. ყველა ცოდვა გაუხსენა: ეს რომ გააკეთე და ის რომ ჩაიდინეო. შემდგომში ამ ბერმა თქვა: მე სირცხვილისაგან აღარ ვიცოდი რა მეთქვა. დავვარდი ტირილად და აღარაფერი მახსოვდა. იგი უცებ შეიცვალა, გაღიმებული სახე მიიღო და მითხრა: მოდი, საჭმელი ჭამე და ერთად კარგად…

29.11.2019 | 17:10
ოჯახი, ეს დიდი შეწევნაა კაცისათვის

მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს: -მამაო, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერში მყოფი ქრისტიანისათვის ოჯახი? -ოჯახი, ეს დიდი შეწევნაა კაცისათვის, რამეთუ ყოველი ადამიანი მარტოსულია ამ სამყაროში და თუ მას არა ჰყავს ოჯახი, ანუ, არა ჰყავს გვერდით ის ადამიანები, ვისთვისაც შეუძლია სულიერი ერთობა ჰპოვოს, ეს მას უმძიმებს და ურთულებს ცხოვრებას; თუმცა,…

28.11.2019 | 17:40
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 28 ნოემბერი

  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 28 ნოემბერს მოწამეთა: გურის, სამონის და აბიბოს, მოწამეთა: ელპიდესი, მარკელისა და ევსტოქის, მოწამიმე დიმიტრის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. წმიდა მოწამენი და აღმსარებელნი: გური, სამონი და აბიბო წმიდა გური და სამონი ქალაქ ედესაში (მაკედონია) დაიბადნენ. ქრისტეს სიყვარულით…

27.11.2019 | 21:10
გიორგობა კახში

22 ნოემბერს, განჯაში საქართველოს გენერალური კონსული ბ-ნი ნიკოლოზ იაშვილი და ვიცე-კონსული ბ-ნი თეიმურაზ სანაძე კახის რაიონის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად გიორგობის დღესასწაულის მისალოცად, კახის რაიონის სოფელ კახინგილოს N28 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს ესტუმრნენ. მილოცვასთან ერთად ქართველმა დიპლომატებმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს. ბაღის აღსაზრდელებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქართული სიმღერები, წარმოადგინეს საცეკვაო კომპოზიცია. შეხვედრამ…

Τα σημαντικότερα νέα