ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
15.11.2019 | 16:48
მეუფე პეტრე ცაავა – ქუდზე კაცი საქართველოს გადასარჩენად

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა ხელისუფლებას მიმართავს. მის მიმართვას სოციალუს ქსელში იღუმენია თამარ გამრეკელი ავრცელებს. მიმართვას უცვლელად გთავაზობთ: „ხელისუფლებას! ქუდზე კაცი-საქართველოს გადასარჩენად. ნუ გაგვიჭირდება იმის აღიარება, რომ ერსა და ბერში არსებული კრიზისი ფარისევლობისა და არაქრისტიანული აზროვნები შედეგია! ​მთელი ერისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე დადებული პირობა 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ შეურაცხმყოფელია, გადავაბრალოთ…

15.11.2019 | 16:43
მართლმადიდებელი ეკლესია 15 ნოემბერს მოწამეების, აკვინდინეს, პიგასის, აფთონის, ელპიდიფორეს, ანემპოდისტოსის და სხვა მათთან მტოფების, ასევე ღირსი მარკიანე კვირინელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდა მოწამენი: აკვინდინე, პიგასი, აფთონი, ელპიდიფორე, ანემპოდისტო და სხვანი წმიდა მოწამენი: აკვინდინე, პიგასი, ანემპოდისტო, აფთონი, ელპიდიფორე და სხვები საპორ II-ის ზეობისას, დაახლოებით 341-345 წლებში ეწამნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის. ამ დროს სპარსეთში ქრისტიანობა უკვე ფართოდ იყო გავრცელებული. თავად სპარსელები ზოროასტრიზმს მისდევდნენ – მზეს სცემდნენ თაყვანს. ყველა სხვა სარწმუნოება აკრძალული იყო, მაგრამ მეფე საპორი, რომელსაც იმპერატორ კონსტანტინე…

14.11.2019 | 22:51
ილია მეორემ მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადა – საქართველო, მიყვარხარ

საქართველო, მიყვარხარ, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მეტეხის ხიდზე შეკრებილ მრევლს და ასი ათასი მოწამის ხსენების დღე მიულოცა. მეტეხის ხიდზე შეკრებილმა მრევლმაც პატრიარქს უპასუხა შეძახილით – გვიყვარხარ. ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, თბილისში ანჩისხატის სახელობის ეკლესიიდან მეტეხის ხიდამდე სტუდენტების მსვლელობა გაიმართა. მეტეხის ხიდზე კი მორწმუნეებმა მტკვარში სიმბოლურად…

14.11.2019 | 17:09
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 14 ნოემბერი

მართლმადიდებელი ეკლესია 14 ნოემბერს კოზმა და დამიანე ასიელთა და მათი დედის, ღირსი თეოდოტიას, მღვდელმოწამეთა იოანე ეპისკოპოსის და იაკობ ხუცის, სპარსეთს წამებულთა, მოწამეთა, მოწამე ერმინინგელდის, მოწამეთა: კესარიოსის, დასისა და ხუთთა მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა უვერცხლონი კოზმა და დამიანე წმიდა უვერცხლონი კოზმა და დამიანე ღვიძლი ძმები იყვნენ, ისინი ასიაში (მცირე აზია) ცხოვრობდნენ. მათი დედა, მართლმორწმუნე…

14.11.2019 | 10:16
100 000 მოწამის დღე

ა.წ. 13 ნოემბერს, 17:00 საათზე, მეტეხის ხიდზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად 100 000 მოწამის პარაკლისი გადაიხადა და საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ მიერ ორგანიზებულ შემოქმედებით კონცერტს დაესწრო. ,,წმინდანო ასიათასნო ქართველნო მოწამენო, გიხაროდეთ, დალოცვილი იყავით და თქვენი ლოცვა-კურთხევა მოეფინოს სრულიად საქართველოს! საქართველო მიყვარხარ! საქართველო, მიყვარხარ! საქართველო, მიყვარხარ!“- ბრძანა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ. მრევლმა…

13.11.2019 | 19:31
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჰერეთში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

ა.წ. 9 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისტორიულ ჰერეთში მცხოვრებ ქართველებს უმასპინძლა. ღონისძიებას ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე), ჰერეთში მოღვაწე დეკანოზი პეტრე ხუმარაშვილი, ჟურნალ ,,სამეფო გვირგვინის“ რედაქტორი მონოზონი მარიამი (ია ბაგრატიონ-მუხრანელი), პროფესორი ნოდარ ნათაძე და სხვა პირები ესწრებოდნენ. ჰერეთიდან ჩამოსულმა ქართველებმა მის უწმინდესობას თანადგომა გამოუცხადეს და მათ მიმართ გამოჩენილი მზრუნველობისა და ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს. მათივე…

13.11.2019 | 14:52
ელიზაბეთ რუდი – ჯვრის მონასტერი საქართველოს ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი სიმბოლოა

ჯვრის მონასტერი საქართველოს ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი სიმბოლოა, მოხარულები ვართ, რომ ვაცხადებთ ჯვრის მონასტრის პროექტს ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელისაბეთ რუდმა აშშ-ის საელჩოს მიერ ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ფაზის დააფინანსების საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა. „ჯვრის მონასტერი საქართველოს ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი სიმბოლოა. სამწუხაროდ, ჩვენ…

13.11.2019 | 14:21
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტების თანადგომის წერილი სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ! თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები გამოვხატავთ თქვენდამი თანადგომას საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში ბოლო დროს განვითარებული სამწუხარო მოვლენების გამო. ჩვენ განუზომლად მადლიერნი ვართ იმ ღვაწლისათვის, რომელიც გასწიეთ ქრისტეს ეკლესიისა და ქართველი ერის წინაშე. თქვენ გიწევდათ რთულ პერიოდში მოღვაწეობა და, მიუხედავად ათეისტური ეპოქისა, შესძელით ეკლესიის აღორძინება და ერის შემობრუნება რწმენისაკენ. ორმოცწლიანმა მოღვაწეობამ სამართლიანად…

13.11.2019 | 14:15
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოს წევრების, პროფესორ-მასწავლებლების და ადმინისტრაციის თანადგომის წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოს წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია გამოვხატავთ ჩვენს უპირობო თანადგომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის მიმართ, ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ რა იმ მიზანმიმართულ, ცილისმწამებლურ კამპანიას, რაც ბოლო ხანებში ესოდენ კადნიერად და უტიფრად ხორციელდება ქართველი ერის სულიერი მამის, წმინდა სინოდისა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. ღრმად…

Τα σημαντικότερα νέα