ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
07.11.2019 | 14:01
ნინო ბურჯანაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მე-2-ს საპატრიარქოში შეხვდა. კონკრეტულად რა თემებზე ისაუბრეს შეხვედრაზე, ჟურნალისტებთან ნინო ბურჯანაძეს დეტალებზე არ უსაუბრია. „არ მგონია რომ ეხლა უნდა ვისაუბროთ ჩემი და პატრიარქის საუბარის დეტალებზე, რადგან ეს დახურული შეხვედრა იყო. მე ყოველთვის ვამაყობდი პატრიარქის კეთილი დამოკიდებულებით და განსაკუთრებული დამოკიდებულებით ჩემდამი და ბუნებრივია, მე თავი ვალდებულად ჩავთვალე…

06.11.2019 | 16:19
საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია

    დაიწყო დიდი შეტევა ეკლესიაზე და ეროვნულ ფასეულობებზეც. ბოროტი ცდილობს, შეურაცხყოს და ეჭვქვეშ დააყენოს ყოველივე ღირებული, ხალხს იდენტობა დააკარგვინოს და იმედი ჩაუკლას, თანაც ამას სიმართლისა და სიკეთის სახელი დაარქვას. გარკვეულ ძალას, როგორც ჩანს, დიდად აწუხებს ეკლესიის ავტორიტეტი, მოსახლეობის სიყვარული ღვთისა და ტრადიციული ღირებებულებისადმი და მის შესარყევად სხვადასხვა მეთოდს მიმართავს. შემთხვევითი არ არის, რომ 31…

05.11.2019 | 16:56
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანება

patriarchate.ge

05.11.2019 | 16:52
პეტრე ცაავამ ჭყონდიდის ეპარქია დატოვა

  ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ ეპარქია დატოვა. იგი სასულიერო პირებმა და მრევლმა გააცილა. ყოფილმა მიტროპოლიტმა მედიის წარმომადგენლებს ხატები და სასულიერო წიგნები გადასცა და განცხადა, რომ საჯარო აქტიურობას მომავალშიც აპირებს. „შეხვედრამდე სამოთხეში!“, – ამ სიტყვებით დაემშვიდობა იგი მრევლს. პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიაში 13 წელი საქმიანობდა. შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა….

05.11.2019 | 16:46
ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების საკითხზე შექმნილი კომისია მუშაობას ხვალ გააგრძელებს

  კომისიის წევრის, არქიმანდრიტ დავით კემულარიას განცხადებით, ჯერ უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ინვენტარიზაციის პროცესი. „კომისიის წევრთა ნაწილმა გადაინაცვლა ინჩხურის მამათა მონასტერში. ვინაიდან მამა ანდრია სარია ტოვებს მონასტერს და იქ არ იქნება არავინ, უნდა აღიწეროს იქაურობა. ამის შემდეგ ეს ინფორმაცია გადაეცემა საპატრიარქოს. ჩვენ კი, როგორც კი დავამთავრებთ იმ საქმეს, რისთვისაც ვართ გამოგზავნილები, ანუ აღწერას, იმწამსვე დავტოვებთ…

05.11.2019 | 16:30
ანდრია ჯაღმაიძე – ფილმში გეი წყვილის სიყვარულზეა ლაპარაკი და ეს სრულად ეწინააღმდეგება, რასაც ქრისტიანობა ქადაგებს

გეი წყვილის სიყვარულზეა ლაპარაკი და ვხედავთ, რომ ეს არის სრულ წინააღმდეგობაში იმასთან, რასაც ქადაგებს ქრისტიანობა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „საპატრიარქო არავის არ შეუერთდება“, თუმცა ამ ფილმის პროპაგანდა მიუღებელია. „არაფერს ახალს არ ვიტყვით, თუ ვახსენებთ იმას, რომ ეკლესია მუდამ წინააღმდეგია რაიმე…

04.11.2019 | 11:11
ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიას დღეს დატოვებს

ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიას დღეს დატოვებს. ამის შესახებ პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს თავად განუცხადა. ყოფილი მიტროპოლიტის თქმით, ეპარქიას ნაშუადღევს დატოვებს. ამასთან, პეტრე ცაავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საჭიროა სინოდის სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდეს. „სინოდის სხდომას თუ მოიწვევენ და გაშუქდება საპატრიარქოს არხის „ერთსულოვნების“ მეშვეობით, დავესწრები. თუ მიაჩნიათ, წმინდა სინოდის წევრებს, რომ ერთსულოვნება გადაარჩენს საქართველოს, ამიტომ…

04.11.2019 | 11:07
ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში ეპარქიის გადაბარების საკითხზე შექმნილი კომისიის წევრები შეიკრიბნენ

ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში​ ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის გადაბარების საკითხზე შექმნილი კომისია შეიკრიბა. კომისიის ერთ-ერთი წევრი მამა ანდრია სარია, რომელმაც ინჩხურის ტაძრის წინამძღოლის პოზიცია პროტესტის ნიშნად დატოვა, ამბობს, რომ კომისია შეისწავლის ეპარქიის როგორც ქონებრივ, ასევე ფინანსურ ნაწილს. „აღწერა დაიწყება მარტვილის რეზიდენციიდან და ტაძრიდან. რაც შეეხება კომპეტენციას, მე ერთი ვიცი – ნუგზარ სამხარაძე, რომელიც ეკონომისტია. ჩვენც ვართ…

04.11.2019 | 11:05
ანრი ოხანაშვილი – პატრიარქს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს

ყველაფერს საზოგადოება შეაფასებს და განსჯის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ნათელია, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს პატრიარქს საზოგადოების მხრიდან. „მგონია, რომ საზოგადოება შეაფასებს და განსჯის მსგავსი ქმედებების განმახორციელებელ პირს, იქნება ეს სასულიერო, თუ სხვა პირი. ვფიქრობ, საზოგადოების დამოკიდებულება უკვე ცნობილია თქვენთვის, თუ რამდენად…

Τα σημαντικότερα νέα