ჩემი ხედვა ასეთია, რომ ყველაფერი დაწყნარდება, მეუფე პეტრე დაემორჩილება წმინდა სინოდის განჩინებას და ეკლესია გააგრძელებს თავის მოღვაწეობას, – ამის შესახებ დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „მეუფე პეტრე საკმაოდ გონიერი ადამიანია და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ის აღდგება თავის მსახურებაში გარკვეული დროის შემდეგ“,- აცხადებს დეკანოზი. ამასთან, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სინოდის სხდომის თხოვნას…
ა.წ. 3 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქ-ნ ეკატერინა ხვედელიძეს უმასპინძლა. ბ-ნი ბიძინა შეეხო ბოლო დროს მომხდარ ხმაურიან მოვლენებს, რაც ცნობილ უპასუხისმგებლო ბრალდებებს მოჰყვა და საზოგადოებაში დიდი შფოთი გამოიწვია. ითქვა ისიც, რომ მსგავსი ქმედებები არ არის მხოლოდ ეკლესიის მიმართ შეტევა, არამედ მიმართულია ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისმა…
სამების საკათედრო ტაძრის ეზოში შეკრებილი მრევლი ტაძრიდან გამოსულ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ოვაციებით, ტაშითა და სიტყვებით – „გვიყვარხარ“ შეხვდნენ. ილია მეორემ სამების ტაძარში დღეს საკვირაო წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ მას დღეს არ ექნება ქადაგება, არამედ ექნება შეგონება. პატრიარქმა თანადგომისთვის საზოგადოებას მადლობა გადაუხადა. — 1tv.ge
ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის გადაბარების საკითხზე შექმნილ კომისიას არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია) უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, ფინანსისტმა, ნუგზარ სამხარაძემ დღევანდელი სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, კომისია ცხრა წევრისგან შედგება „კომისია შედგა, ეს იყო პირველი სამუშაო შეხვდრა. დაიგეგმა, თუ რა სამუშაოები განხორციელდება. ყველაფერი განხორციელდება კანონის შესაბამისად, კომისიის პასუხისმგებლობის ქვეშ. კომისია ცხრა კაციანია. მისი…
ეკლესიამ უნდა აჩვენოს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი და სინოდის სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცეს, – ამის შესახებ ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების საკითხთან დაკავშირებით გამართულ კომისიის სხდომაზე განაცხადა. როგორც პეტრე ცაავამ აღნიშნა, ის გააგრძელებს საჯარო აქტიურობას. „იმისათვის, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლები არ ატყუებდნენ საზოგადოებას და სიცრუის ტირაჟირება არ მოხდეს, თავს უფლებას ვაძლევ, რომ გავაგრძელო აქ საჯარო…
ჩვენთან არს ღმერთი! მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას. ამაშია ძალა ქართველი ერისა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი მთელ საქართველოში. ეს მოგცემთ თქვენ მადლსა და წყალობას. დალოცვილი იყავით. მადლობელი ვარ თანადგომისათვის. თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგენლებმაც, მუსულმანებმა და სხვებმა. გაიხარეთ, ჩვენთან არს…
სირცხვილი იმ საქართველოს, ვინც კითხვას სვამს, ვინ არის პატრიარქი, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელმა განაცხადა. მისივე თქმით, ვინც არ დაემორჩილება პატრიარქს შეცდომას უშვებს. „ვინც არ დაემორჩილება პატრიარქს, შეცდომას უშვებს, ის საქართველოს წინააღმდეგ მიდის. ვილოცოთ, რომ გადარჩეს მეუფე პეტრე ცოდვისაგან და დადგეს სინანულის გზაზე“, – განაცხადა მეუფე დანიელმა. — 1tv.ge
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვართან ევქარისტიულ კავშირს წყვეტს. ამის შესახებ მიტროპოლიტ ილარიონმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად ყოფნის დროს განაცხადა. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა საუბრის დროს აღნიშნა, რომ ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა საბერძნეთის ყველა ეპიკსოპოსს არ შეეხება. როგორც მიტროპოლიტ ილარიონმა განაცხადა, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია კავშირს შეინარჩუნებს იმ სასულიერო პირებთან, რომლებიც უკრაინის მართლმადიდებლური…
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში წასვლას, სადაც პატრიარქის ბრძანებით განმწესდა, არ აპირებს. შესაბამისი განცხადება მეუფე პეტრემ ეპარქიის ახალ ხელმძღვანელ მიტროპოლიტ გრიგოლ კაციასთან, სხვა სასულიერო პირებსა და მრევლთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც პეტრე ცაავა აცხადებს, მან ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტრის დათმობა ითხოვა. „შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას. ვითხოვე, რომ ერთ-ერთი მონასტერი,…