სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც საქართველოს პირველ არხს პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა, იმის საშიშროება, რომ პატრიარქმა ხვალ ვერ შეძლოს სინოდის სხდომაზე დასწრება, არ არსებობს. „პატრიარქი ბრძანდება კარგად, ჩვეულებრივად, როგორც იყო ხოლმე ისე. იმის საშიშროება, რომ ხვალ ვერ შეძლოს სინოდის სხდომაზე დასწრება, არ არსებობს, ყველაფერი არის კარგად, ნორმალურად. ვაპირებდით განმეორებითი ანალიზების ჩატარებას,…
პატრიარქი ჯანმრთელად არის, შესაბამისად, შეძლებს, რომ ჩვეულებრივად უხელმძღვანელოს წმინდა სინოდის სხდომას, – ამის შესახებ პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. „არასწორი ინფორმაცია გავრცელდა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. რაღაც უსიამოვნო მითხრეს, გამეორებაც არ მინდა. პატრიარქი მშვენივრად არის. მისთვის ჩვეულებრივ მდგომარეობაშია, ისე, როგორც იყო, სანამ გაციების ვირუსი ექნებოდა. ახლა კარგადაა, ჩვეულებრივ შრომით რეჟიმშია. დღეს დილით ვიყავი…
ანტიოქიის პატრიარქმა მაკარმა მე-17 საუკუნეში იმოგზაურა საქართველოში და ვფიქრობთ, მრავლის მთქმელია მისი მონათხრობი: “სასულიერო პირებს ქართველები ძალიან მორიდებით ეპყრობიან, მათ ძვირს ვერასგზით ვერ ათქმევინებთ. როდესაც თავადები, დიდებულნი და მათი მეუღლეები გზაზე შეეყრებიან მღვდელმთავრებს, თუ ცხენით არიან, ჩამოქვეითდებიან და შორიდანვე დაუწყებენ მუხლთმოდრეკით თაყვანისცემას, შემდეგ ადგებიან და მიიღებენ მათგან ლოცვა-კურთხევას. ამის შემდეგ განშორდებიან უკან-უკან დახევით, რათა…
იმერეთი. XIX საუკუნე. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსს (ქიქოძეს) უამრავ ჭორს უვრცელებდნენ მტრები. ბრალს სდებდნენ – შენდობის წიგნს კითხულობს და ფულს იღებსო. ერთხელ, წმინდა გაბრიელის თაყვანისმცემელი, აკაკი წერეთელიც შესწრებია ამ ამბავს. “წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება და გაგიჟება, – ბრძანებს მგოსანი, – რაც კი ჭორი გამეგონა მის შესახებ, სუყველა დავიჯერე. დავწერე გასაკიცხი წერილი და “დროების” რედაქციაში ვაპირებდი გაგზავნას. მაგრამ…
31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართევბა. სინოდის სხდომა 12:00 საათზე ჩაინიშნა. ამის შესახებ განცხადება საპატრიარქოში ცოტა ხნის გაკეთდა. გადაწყვეტილება სინოდის სხდომის ჩანიშვნის შესახებ საქართველოს პატრიარქმა მიიღო. წმინდა სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიწყება თუ არა მეუფე იაკობის საკითხის განხილვა. karibche.ambebi.ge
მე მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, – ამის შესახებ მეუფე მელქისედეკმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, მეუფე მელქისედეკისთვის უცნობია თუ რა საკითხების განხილვა მოხდება ხვალ, წმინდა სინოდის სხდომაზე. „წინასწარ სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდის სხდომაზე. თუ განიხილება უკრაინის ეკლესიის საკითხი, მე მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. ფაქტია, რომ ის უკვე არის…
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი წმინდა სინოდის ხვალინდელ სხდომას ვერ დაესწრება. ამის შესახებ მეუფე გრიგოლმა ფოთში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც იმართება საზეიმო ცერემონია, რომლის ფარგლებშიც პერგამონის მიტროპოლიტ იოანეს (ზიზიულასი) მიენიჭება საპატიო დოქტორის წოდება. „სამწუხაროდ, ამ მოვლენის გამო, რასთან დაკავშირებითაც აქ იმართება ღონისძიება, უბრალოდ შეუძლებელი ხდება ჩემი დასწრება სინოდის სხდომაზე. რა თქმა უნდა, ამის…
აქედან პირდაპირ თბილისში მივდივარ, სინოდის სხდომას დავესწრები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა. მისი თქმით, ჯერ უნდა მოისმინონ, რა მოხდა და შემდეგ იმსჯელონ საკითხის გარშემო. “აქედან მივდივარ პირდაპირ თბილისში, დავესწრები სინოდის სხდომას. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვისმინოთ რა ხდება. მე მაგალითად, ეს ინფორმაცია არ მქონდა, რაზეც ისაუბრა მეუფე იაკობმა,…
იწყება 61-ე ეტაპი ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მონათვლისა. ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 6 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით 12:00-დან 16:00 საათამდე. რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი…