ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
08.01.2025 | 18:01
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე – 2025

საშობაო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან“ (რომაელთა 8,2) ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ქრისტე იშვა! ჭეშმარიტად იშვა სიტყვა ღვთისა,- უფალი ჩვენი იესო…

08.01.2025 | 17:59
პატრიარქის აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავი  sazu.ge  

31.12.2024 | 16:44
აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

ამა წლის 29 დეკემბერს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) ალავერდის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ეპარქიის ოთხი სასულიერო პირი დააჯილდოვა. ოქროს ჯვრის ტარების უფლებითა და დეკანოზის ხარისხით დაჯილდოვდნენ: თელავის ღვთაების ტაძრის მღვდელი გენადი გოგილაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ლაზარიაშვილი და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის წმინდა…

30.12.2024 | 17:31
პატრიარქის აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავთან დაკავშირებით საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ღონისძიება გაიმართა

ამა წლის 25 დეკემბერს პატრიარქის აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ღონისძიება გაიმართა. კონცერტში სამრევლო სკოლები მონაწილეობდნენ. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ პატრიარქის ნათლულთა გუნდის წევრები, რომელთაც “მრავალჟამიერი” შეასრულეს. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) რომელმაც შეკრებილებს პატრიარქის აღსაყდრების დღე მიულოცა და მისი უწმინდესობის ღვაწლზე ისაუბრა. ღონისძიებას აგრეთვე…

30.12.2024 | 17:19
ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარი ტაძარზე მომხდარი ვანდალური ფაქტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ანჩისხატის ტაძარზე მომხდარი ვანდალური ფაქტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ამავე ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას! სამწუხაროდ დღეს დილით ღვთისმსახურებაზე მოსულებს ვანდალიზმის ფაქტის დაფიქსირება მიგვიხდა. თბილისის უძველესი ტაძრისა და ნაგებობის, თავად წმინდა ვახტანგ გორგასლისა და დაჩი უჯარმელის მიერ აგებული ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩისხატის ტაძრის დასავლეთ ფასადი და კარი (ძირითადი შესასვლელის…

30.12.2024 | 17:18
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ეპარქიის სასულიერო პირი დააჯილდოვა

ამა წლის 26 დეკემბერს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა ეპარქიის უხუცესი მღვდელმსახური, ტრედველის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოაკიმე (პარი). sazu.ge

30.12.2024 | 16:25
უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდის 2024 წლის ბოლო სხდომას გაუძღვა

27 დეკემბერს, მოსკოვის დანილოვის მონასტერში, საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას გაუძღვა. ეს იყო 2024 წლის ბოლო სინოდალური შეკრება. სხდომის გახსნისას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა სინოდის წევრებს მოკლე მისალმებით მიმართა, რის შემდეგაც წმინდა სინოდმა დღის წესრიგით დაიწყო მუშაობა, – იუწყება მოსკოვისა და სრულიად…

24.12.2024 | 16:25
მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლე – 2024

ონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმინდეს ბართლომე I-ის საშობაო ეპისტოლე ბართლომე წყალობითა ღვთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი ეკლესიის მთელს სისავსეს მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემში შობილი ქრისტე მაცხოვრისაგან პატიოსანნო ძმანო იერარქნო და უფალში კურთხეულნო შვილნო, ზეგარდმო კეთილგანწყობით წელსაც მოვაღწიეთ ღვთის სიტყვის ხორციელად შობის ყოვლადსადღესასწაულო დღემდე, რომელიც მოვიდა დედამიწაზე…

23.12.2024 | 17:37
მეუფე შიო: ‘როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, ღვთის წყალობის აუცილებლობაზე’

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სულთმოფენობიდან ოცდამეექვსე კვირას სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. დღეს ჩვენ სახარებაში წავიკითხეთ, რომ ერთხელ უფალ იესო ქრისტეს შემოხვდა ათი კეთროვანი კაცი. ისინი მოშორებით დადგნენ და გაიძახოდნენ: „იესო მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ!“ (ლკ. 17, 13). როგორც…

Τα σημαντικότερα νέα