ამა წლის 16 მარტს წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) თბილისის (საბურთალოს) წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი დიმიტრი ჯაფარიძეს. დიაკონი დიმიტრი თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს. sazu.ge
ამა წლის 16 მარტს წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) თბილისის (საბურთალოს) წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ დავით ფოლადაშვილს. მღვდელი დავითი ამავე ტაძარში იმსახურებს.
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს. მილოცვის ტექსტი სრულად მოცემულია ქვემოთ. მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მაღალყოვლადუსამღვდელოეს იოანეს, ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის არჩეულ მთავარეპისკოპოსს თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ! გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საწინამძღვრო ტახტზე ღირსეულად არჩევასთან დაკავშირებით. ღვთისადმი მადლიერებით…
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მისალოცი ადრესი გაუგზავნა ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევასთან დაკავშირებით. მილოცვის ტექსტი სრულად მოცემულია ქვემოთ. მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას მაღალყოვლადუსამღვდელოეს იოანეს, ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის არჩეულ მღვდელთმთავარს თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ძვირფასო მეუფევ! გულითადად გილოცავთ ალბანეთის უწმინდესი მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევას! ღვთის ყოვლადსახიერმა განგებულებამ თქვენი თანამოძმე-მღვდელთმთავრების…
2025 წლის 16 მარტს ტირანაში გაიმართა ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა. ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის ახალ მთავარეპისკოპოსად ერთხმად აირჩიეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელთმთავრო საყდრის ადგილმონაცვლე, კორჩის მიტროპოლიტი იოანე. ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი შედგება შვიდი ეპისკოპოსისგან, ესენია: ბერატის მიტროპოლიტი ასტიოსი, კორჩის მიტროპოლიტი იოანე, გიროკასტრის მიტროპოლიტი დიმიტრი, აპოლონიისა და ფიერის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, ელბასანის მიტროპოლიტი…
2025 წლის 7 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შედგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის აკადემიის ფაკულტეტის თეოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანაშემწის, მაია ტალახაძის სადისერტაციო ნაშრომის, „ფემინისტური დისკურსი თანამედროვე ირანელი მწერალი ქალების პროზაში“, დაცვა. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მზია ბურჯანაძე. რეცენზენტები: ფილოლოგიის დოქტორი,…
12 მარტს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, ყოველკვირეული საჯარო ლექციების ფარგლებში, მოხსენება წაიკითხა თსასის პედაგოგმა, თეოლოგიის მაგისტრმა, ბატონმა გიორგი გვასალიამ. მოხსენების თემა იყო „საზოგადოების ბიბლიური საზრისი“. მოხსენებაში განხილული იყო ქრისტიანობის, როგორც პიროვნული რელიგიის, პიროვნების ხსნის შესახებ მქადაგებელი რელიგიის არსი; მომხსენებელმა ისაუბრა ეკლესიის, როგორც პიროვნებებისაგან შემდგარი კრებულის – საზოგადოების – ერთობის საიდუმლოს შესახებ, სადაც კი არ…
უკვე რამდენჯერმე მოხდა გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მებრძოლებისა და მოქალაქეების ჩამოსვენება. დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით. აქ დასვენებულნი არიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები. სამწუხაროდ, ახლობლებსაც და ჩვენც ახლაღა მოგვეცა შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ მათ. ღმერთმა მოიხსენოს ჯამბულ ბერულავა, გიორგი გაბროშვილი, ამირან მეგრელიშვილი, ნოდარ ბერია, გია ძაგნიძე,…
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა. მის უნეტარესობას, უნეტარეს იოანე X-ს, დიდი ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს თქვენო უნეტარესობავ, უფალში საყვარელო ძმაო და ღვთის საყდართან თანამსახურო! გულითადად მოგესალმებით მშვიდობის, ჯანმრთელობისა და ღვთის ყოვლისშემძლე შემწეობის სურვილებით თქვენს რთულ საპატრიარქო მსახურებაში. სირიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების,…