ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
03.05.2023 | 17:28
ირაკლი ფარჯიანის დაბრუნება

როგორც ცნობილია, ფონდმა ,,ათინათი“-მ, რომელიც გამოირჩევა ქართველი მხატვრების ნამუშევრების წარმოჩენით, ახლახანს ირაკლი ფარჯიანის ნახატების გამოფენა მოაწყო, რასაც ქართული საზოგადოება დიდი ინტერესით შეხვდა. ამ პერიოდში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ირაკლი ფარჯიანის ქალიშვილი, – სოფიო ფარჯიანი და მისი სახელობის ფონდის ხელმძღვანელი, – ბ-ნი მიხეილ ჯიქია ეწვივნენ. მათ მის უწმინდესობას და უნეტარესობას საჩუქრად გადასცეს უნიკალური გამოცემები: ირაკლი…

02.05.2023 | 18:15
„ერთმანეთით განათებული დღე“

2023 წლის 1 მაისს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ეგიდით მორიგი პროექტი განხორციელდა. სასულიერო პირებმა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრისა და სამთავროს დედათა მონასტრის მოსალოცად წაიყვანეს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 61 უსინათლო პირი, რომელთაც გააცნეს აღნიშნული ძეგლების ისტორია, ასევე საშუალება მისცეს, ხელით შეხებოდნენ წმინდა მეფეთა და დედოფალთა საფლავებს, ორნამენტებსა და ჩუქურთმებს მათი უკეთ აღქმისათვის. დღის ბოლოს გაიმართა ტრაპეზი,…

02.05.2023 | 18:10
გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები,

გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით იმართება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2023 წლის 30 აპრილ წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის სამრევლო სკოლის დარბაზში შედგა შეხვედრა სახელწოდებით: „კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც XX საუკუნის მისიონერი“. დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარდგნენ დეკანოზები: გიორგი ჩაჩავა და იაკობ…

28.04.2023 | 17:19
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი კვიპროსში

როგორც ცნობილია, 2023 წლის 8 იანვარს შედგა მისი უნეტარესობის, ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის ეკლესიის ახალი მეთაურის, მთავარეპისკოპოს გიორგის ინტრონიზაცია, რომელსაც საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები ვერ დაესწრნენ. მისი უნეტარესობა გიორგისთვის აღსაყდრების მისალოცად და საქართველოსა და კვიპროსის ეკლესიებს შორის ტრადიციული მეგობრობის განსამტკიცებლად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, კვიპროსს ეწვია ჩვენი ეკლესიის დელეგაცია შემდეგი შემადგელობით: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი,…

28.04.2023 | 13:38
გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

27 აპრილს მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს დარბაზში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგ სხდომას გაუძღვა. შეხვედრის გახსნისას დამსწრეებს შესავალი სიტყვით მიმართა უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ. „ქრისტე აღდგა! გულითადად მივესალმები უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ყველა წევრს. დღეს ჩვენი შეხვედრის დღის წესრიგში შედის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში…

28.04.2023 | 13:36
შედგა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს სატელეფონო საუბარი მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27 აპრილს შედგა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს სატელეფონო საუბარი მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსოს წინამძღვართან, ოხრიდისა და მაკედონიის უნეტარეს მთავარეპისკოპოს სტეფანესთან. ორი ეკლესიის წინამძღვრებმა ერთმანეთს მიულოცეს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღსასწაული. ძმური საუბრის პროცესში, რომელიც ძმური სიყვარულისა და ურთიერთგაგების თბილ ატმოსფეროში წარიმართა, განხილულ იქნა მართლმადიდებლურ სამყაროში არსებული ვითარება და ორმხრივი ინტერესის შემცველი…

28.04.2023 | 13:31
ანტიოქიის საპატრიარქომ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, ყურადღება მიაქციონ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევას

სოლიდარობა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ძმების მიმართ, რომლებიც იტანჯებიან, მათ შორის, „რელიგიური დევნის უსამართლობის გამო“, გამოხატა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა. 25 აპრილს ბალამანდში (ლიბანი) შედგა საგანგებო სხდომა დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარესი პატრიარქის იოანე X-ის თავმჯდომარეობით. სინოდის წევრებმა მიმართეს „მსოფლიო ლიდერებს თხოვნით, ყურადღება მიაქციონ ამ ეკლესიის შვილებისა და მისი ლიდერების მიერ განცდილი ადამიანის უფლებებისა…

27.04.2023 | 17:06
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი სქემ-არქიმანდრიტ საბას (ჟღენტი) გარდაცვალების გამო

მის მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს (აქიაშვილი) დიდად ვწუხვართ სქემ-არქიმანდრიტ საბას (ჟღენტი) გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასი იყო და არის ეს პიროვნება. მან სასულიერო ცხოვრების წესი გასული საუკუნის 90-იან წლებში აირჩია და დაუღალავად იღვაწა; არაერთი ეკლესია ააშენა და მრავალი კეთილი საქმე აღასრულა. ღმერთმა აცხოვნოს სქემ-არქიმანდრიტ საბას უკვდავი სული და სავანე მართალთა დაუმკვიდროს, ამინ!…

26.04.2023 | 15:50
საფრანგეთში ფრესნეს პენიტენციალურ ცენტრში სააღდგომო წირვა აღევლინა

ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს, 20 აპრილს, კორსუნისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ ნესტორის ლოცვა-კურთხევით პარიზის გარეუბანში მდებარე ფრესნეს პენიტენციალურ ცენტრში, რომელიც პატიმართა რაოდენობით მეორეა საფრანგეთში, საღმრთო ლიტურგია აღევლინა. კორსუნის ეპარქიის სამღვდელოების მიერ გამოსასწორებელ დაწესებულებებში ასეთი სააღდგომო ვიზიტი უკვე კეთილ ტრადიციად იქცა. წირვა აღასრულა მღვდელმონაზონმა იოსებმა (პავლინჩუკი). მას თანამსახურება გაუწიეს მღვდელმონაზონმა ნიკოდიმოსმა (პავლინჩუკი) და მღვდელმა მირჩა რუსნაკმა (რუმინეთის…

Τα σημαντικότερα νέα