ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
13.11.2025 | 18:21
ჭიათურის ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძარში ახლად აგებული ეკვდერი იკურთხა

ამა წლის 12 ნოემბერს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილი) ლოცვა-კურთხევით, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ზოსიმემ (ყაველაშვილი) ჭიათურაში, ლეჟუბნის დასახლებაში, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძარში, რომლის წინამძღვარიც არის დეკანოზი თეიმურაზ რუხაძე, ღირს მამათა, გიორგი და იოანე ბეთანიელთა სახელობის ეკვდერი აკურთხა. sazu.ge

12.11.2025 | 18:16
საპატრიარქოში განმარტება გაკეთდა (ვიდეო)

ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპატრიარქოში განმარტება გაკეთდა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”  sazu.ge

11.11.2025 | 18:49
საჯარო ლექცია – აკაკი ქართული ეკლესიის ქომაგი

28 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „აკაკი ქართული ეკლესიის ქომაგი“. მომხსენებელი გახლდათ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგიის კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ჯულიეტა გაბოძე. „აღსანიშნავია, რომ თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში 2010 წლიდან დაიწყო აკაკი წერეთლის თხზულებათა ახალი აკადემიური ოცტომეულის…

10.11.2025 | 18:11
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სულთმოფენობიდან ოცდამეორე კვირას, სოფელ ისულის წმინდა

„ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ამ ღვთივსათნო, სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ… …თუ ვინმეს გაუჩნდება აზრი, რომ მას არ სჭირდება ლოცვების წარმოთქმა და აზრი, რომ მას არ სჭირდება სინანული, რომ არ სცოდავს, ეს აზრები ბოროტისგან არის, ეს…

07.11.2025 | 18:06
პრაქტიკული ფსიქოლოგიის ნაკვალევზე

5 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საჯარო ლექცია წაიკითხა ჩვენი სასწავლებლის ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, ფსიქოკონსულტანტმა თემურ სამხარაძემ. ლექციის თემა გახლდათ „პრაქტიკული ფსიქოლოგიის ნაკვალევზე“. ბატონი თემურ სამხარაძე არის ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის წევრი (APA), ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პრაქტიკოსი, საქართველოს ფსიქო-ონკოლოგიის საზოგადოების წევრი, არტ-თერაპევტი, ტრენერი. იგი ამჟამად მუშაობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტში ფსიქოლოგის პოზიციაზე. მომხსენებელმა ისაუბრა…

06.11.2025 | 18:07
ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები ბეთანიასა და მანგლისში

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კურთხევითა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანატის ორგანიზებით, სტუდენტებს გასვლითი ხასიათის ლექცია-სემინარი ბეთანიისა და მანგლისის რამდენიმე მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიული ლოკაციაზე ჩაუტარდათ. კერძოდ, სტუდენტებმა მოინახულეს და შეისწავლეს ბეთანიის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი (XII – XIII სს.) და მანგლისის სიონი ( V – XI სს.). ტაძრების ისტორიის, არქიტექტურისა და კედლის…

05.11.2025 | 17:35
გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა)

დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ გუშინ, გვიან ღამით, 64 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) და ვუსამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მეუფის ხსოვნა. მისი ცხედარი დღეს, 5 ნოემბერს, დასვენდება სიონის საკათედრო ტაძარში და სამი დღის მანძილზე გადახდილ იქნება პანაშვიდები, წირვები კი დაიწყება 9:00 საათზე. გამოსვენება შედგება შაბათს, 14:00 საათზე, დაკრძალვა კი, – ქოშიგორას მონასტერში, იქ, სადაც…

04.11.2025 | 18:11
ᲛᲘᲢᲠᲝᲞᲝᲚᲘᲢᲛᲐ ᲨᲘᲝᲛ ᲤᲘᲜᲔᲗᲘᲡ ᲐᲕᲢᲝᲜᲝᲛᲘᲣᲠᲘ ᲔᲙᲚᲔᲡᲘᲘᲡ ᲛᲔᲗᲐᲣᲠᲡ ᲣᲛᲐᲡᲞᲘᲜᲫᲚᲐ

ამა წლის 4 ნოემბერს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქოში ფინეთის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსს, უნეტარეს ელიას (ვალგრენი) უმასპინძლა. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე და სხვა სასულიერო პირები. გაცნობითი ხასიათის შეხვედრამ გულთბილ…

03.11.2025 | 11:04
დედაქალაქის საკრებულოს ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი ეწვია

თბილისის საკრებულოს ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი ეწვია, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, უმასპინძლა. სტუმრებს სიტყვით ზურაბ აბაშიძემ მიმართა და აღნიშნა, რომ წმინდა მამების სტუმრობა ახლადარჩეულ საკრებულოში სიმბოლური აქტია. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ათონელი ბერების ლოცვა-კურთხევა სამომავლო საქმიანობაში არაერთი წარმატების მომტანი იქნება. „ჩვენთვის დღეს დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ათონის წმინდა მთის…

Τα σημαντικότερα νέα