ამა წლის 6 სექტემბერს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია) მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკთან (ხაჩიძე) ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმეში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი აკურთხა, რომლის წინამძღვრად არქიმანდრიტი ეფრემი (ნუცუბიძე) დაადგინა. sazu.ge
ღირებულებითი განათლების მიმართულებით გადამზადებული სასულიერო პირებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება” sazu.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 4 აგვისტოს მენელსაცხებლე მოციქულთა სწორ მარიამ მაგდალენელს იხსენიებს და მღვდელმოწამე ფოკას ნაწილთა აღმოყვანებას აღნიშნავს.ათთან 13-თა მოწამეთა, ასევე მღვდელმოწამე აპოლინარის, რავენიელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. წმიდა მენელსაცხებლე, მოციქულთასწორი მარიამ მაგდალინელი წმიდა მოციქულთასწორი მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელი გენესარეთის ტბის პირას, კაპერნაუმსა და…
იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაარსებული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიერ გაგრძელებული მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ამა წლის 8 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით (11, 12 და 13 სექტემბრის გარდა) 12 საათიდან 16 საათამდე. რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების…
ამა წლის 30 აგვისტოს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ლაზარე გვენცაძეს. მღვდელი ლაზარე ქუთაისის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) სახელობის ტაძარში იმსახურებს. sazu.ge
ამა წლის 31 აგვისტოს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილი) ლოცვა-კურთხევით, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ზოსიმემ (ყაველაშვილი) სოფელ ქორეთში კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი აკურთხა. წირვის შემდეგ ახლად ნაკურთხ ტაძარში მობრძანდა მიტროპოლიტი დანიელი, რომელმაც დოქსოლოგია აღასრულა და დალოცა მრევლი, ხოლო ტაძრის წინამძღვრად მღვდელი გიორგი ხობუა დაადგინა. sazu.ge
მა წლის 27-28 აგვისტოს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევითა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით საპარლამენტო დელეგაცია საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები იყვნენ: კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და საპატრიარქოს წარმომადგენლები, ასევე დელეგაციის ხელმძღვანელი სახელმწიფოს მხრიდან, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო…
28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია თორმეტი საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს. დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, რადგან ის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული. სადღესასწაულო წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღავლინა. თანამსახურებდნენ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე) და…
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ქადაგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე sazu.ge