11 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ქრისტეს წინამორბედისა და წინასწარმეტყველის, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღევლინა. ღვთისმსახურება უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღასრულა. თანამსახურებდნენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, არქიმანდრიტი ილია (ნასიძე), საპატრიარქოს…
ამა წლის 10 სექტემბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მართალ ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის შუა საუკუნეების ახლად აღდგენილი მამათა მონასტრის ენკენია (განახლება) აღასრულა და მის წინამძღვრად მღვდელ-მონაზონი კონსტანტინე (აბდალაძე) დაადგინა. sazu.ge
ბატონი ნუგზარ უბერის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა განსაკუთრებული მისია და პასუხისმგებლობაა, პედიატრია კი მედიცინის ის სფეროა, რომელიც, პროფესიულ ცოდნასა და გულისხმიერებასთან ერთად, ბავშვების გამორჩეულ და თავდაუზოგავ სიყვარულს გულისხმობს. უკვე მრავალი წელია ამ სულისკვეთებით ემსახურება საყვარელ საქმეს ბატონი ნუგზარ უბერი – სახელოვანი ექიმი და მეცნიერი, უბერთა სამედიცინო გვარის თვალსაჩინო წარმომადგენელი, პედიატრთა…
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ქადაგება წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულზე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი 11.09.2026 sazu.ge
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ქადაგება წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულზე სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა! ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს! დღეს წმინდა ეკლესია იხსენიებს და ადიდებს წმინდა წინასწარმეტყველს, წინამორბედსა და ნათლისმცემელს, იოანეს, მის თავისკვეთას. თქვენ გახსოვთ, უფალმა იესო ქრისტემ…
ამა წლის 11 სექტემბერს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება. sazu.ge
ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის შეიარაღებულ ძალებში „მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფის“ ჩამოყალიბების შესახებ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: – უპირველესად აღვნიშნავთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხრიდან იღუპება მართლმადიდებელი მოსახლეობა, რასაც დიდი გულისტკივილით ვადევნებთ თვალს. ჩვენ ვლოცულობთ ერთსულოვნებისთვის და შევთხოვთ წმინდანებს, მათი მეოხებით უფალმა მშვიდობა…
კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით აღდგენილი ტაძარი | ურავლის ხეობის მამათა მონასტერი 300 წლის შემდეგ ტელეკომპანია “რუსთავი 2” sazu.ge
ქალბატონი ცისანა აბულაძის გარდაცვალების გამო დიდად დაგვამწუხრა ცნობილი აღმოსავლეთმცოდნის, საყოველთაოდ აღიარებული ოსმანისტის, პროფესორისა და პედაგოგის, სამშობლოს უსაზღვროდ მოყვარული და კეთილშობილი პიროვნების, ქალბატონი ცისანა აბულაძის გარდაცვალებამ. ფასდაუდებელია მისი წვლილი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საძმოს, სინის მთის წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტრისა თუ ტაო-კლარჯეთის ისტორიის ოსმალური ლიტერატურული და დოკუმენტური წყაროების თარგმნისა და შესწავლის მიმართულებით. იგი მრავალი წლის განმავლობაში დიდი…