სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრობას ულოცავს. ილია მეორის თქმით, ეს არის საპატიო და ამავე დროს, საპასუხისმგებლო თანამდებობა. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. ეს არის საპატიო და ამავე დროს, ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური პროცესები…
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საფუზვრებში შესრულდა არქეოლოგიური კვლევები, რომელიც შპს „კულტურული რესურსების კვლევის ცენტრმა“ განახორციელა ნიკა თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით. პროექტი ეხებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მანგლისთან, სოფ. საფუძვრების ტერიტორიაზე, აფციაურების ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლენილ არქეოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობის ნაშთების კომპლექსის კვლევების დაწყებას. ექსპედიციაში მონაწილეობდა 15 კაცი (სტუდენტების ჩათვლით, მათ…
უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა, ამიტომ ეწოდა მას „ნათლისმცემელი”. უდიდესი წინასწარმეტყველი, უფლის წინამორბედი, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა მოწამეობრივად თავისკვეთა პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი გალილეის მმართველმა, ჰეროდე ანტიპამ იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩააგდო. წმიდა წინასწარმეტყველი ჰეროდეს დაუფარავად ამხელდა კანონიერი ცოლის, არაბეთის მეფის, არეთას ასულის დაგდებისა და თავისი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან,…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელებს, თავიანთ ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნას ავალებს. ამის შესახებ პატრიარქის მიმდინარე წლის 10 სექტემბრის ბრძანებაშია აღნიშნული. „ამა წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაევალოთ თავის ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნა“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში. 1tv.ge
აზერბაიჯანელები ორ უზარმაზარ სასაზღვრო ყაზარმას აშენებენ, ისეთს, რომ ალბათ, არც ერთ სექტორში, არც საზღვარზე ამხელა მშენებლობა არ განუხორციელებიათ. ეს არის კატასტროფა, – ამის შესახებ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) აცხადებს. ამასთან, მისი თქმით, დავით გარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრებიის რაოდენობა 70-80 კაცამდეა გაზრდილი, ხოლო ყაზარმების აშენების შემდეგ ადგილზე მათი 300-მდე მესაზღვრე დადგება. ამასთან, არქიმანდრიტის განმარტებით,…
ადრიანე და ნატალია წმიდა მოწამენი ადრიანე და ნატალია ახალგაზრდობაში შეუღლდნენ, წამებამდე სულ ერთი წლით ადრე. ისინი ბითვინიის ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. ღვთისმოძულე ხელისუფალმა დაიწყო რა ქრისტიანთა დევნა, ჯილდოები აღუთქვა ყველას, ვინც მათ გასცემდა და სამსჯავროზე წარადგენდა. დაიწყო დასმენები. ერთი მოენის ცნობით, ნიკომიდიის მახლობელ მღვიმეს შეხიზნული ოცდასამი ქრისტიანი შეიპყრეს. კერპთაყვანისცემაზე უარის თქმისთვის ისინი…
როცა ხვდებით თქვენს მშობლებს, უნდა სთხოვოთ ლოცვა-კურთხევა, – ამის შესახებ აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამების ტაძარში ქადაგებისას. „გილოცავთ ადრიანე და ნატალიას დღესასწაულს. მრავალი თქვენგანი ატარებს ნატალიას სახელს, ვულოცავ მათ ანგელოზის დღეს. მე მინდა ორიოდე სიტყვით გაგახსენოთ, რომ არის ფასეულობანი, რომელიც ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ. ეს არის ეროვნული ფასეულობა, ეს…
საეკლესიო კალენდარში ეს დღე ასევე არის მოციქული ტიტეს 70-თაგანისა, მღვდელმთავართა: ბარსისეს და ევლოგის, ედესელ ეპისკოპოსთა და პროტოგენი აღმსარებელის, კარიელი ეპისკოპოსის, ასევე წმიდა მინას, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღე. აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი. ბართლომე მოციქული ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) ეწამა ქრისტესთვის 71 წელს და იქვე დაკრძალეს. მის წმიდა ნაწილებთან ბევრი…
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში მდებარე სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შესრულდა არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც განახორციელა „არქეოლოგიის განვითარების ფონდმა“ ბორის გელაშვილის ხელმძღვანელობით. ინწობის იოანე ნათლისმცემლის სახელობის კომპლექსი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუის ჩრდილოეთით, მდ. ინწობის მარჯვენა ნაპირზე, ყადორის უღელტეხილის გზაზე (გზა უშუალოდ კვეთს კომპლექსს). კომპლექსი შედგება: ნათლისმცემლის სახელობის…