ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
03.11.2019 | 17:36
სამების ტაძრიდან გამოსულ ილია მეორეს ოვაციებით შეხვდნენ [ვიდეო]

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში შეკრებილი მრევლი ტაძრიდან გამოსულ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ოვაციებით, ტაშითა და სიტყვებით – „გვიყვარხარ“ შეხვდნენ. ილია მეორემ სამების ტაძარში დღეს საკვირაო წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ მას დღეს არ ექნება ქადაგება, არამედ ექნება შეგონება. პატრიარქმა თანადგომისთვის საზოგადოებას მადლობა გადაუხადა. — 1tv.ge

03.11.2019 | 17:34
ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის გადაბარების საკითხზე შექმნილ კომისიას არქიმანდრიტი სერაფიმე უხელმძღვანელებს

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის გადაბარების საკითხზე შექმნილ კომისიას არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია) უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, ფინანსისტმა, ნუგზარ სამხარაძემ დღევანდელი სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, კომისია ცხრა წევრისგან შედგება „კომისია შედგა, ეს იყო პირველი სამუშაო შეხვდრა. დაიგეგმა, თუ რა სამუშაოები განხორციელდება. ყველაფერი განხორციელდება კანონის შესაბამისად, კომისიის პასუხისმგებლობის ქვეშ. კომისია ცხრა კაციანია. მისი…

03.11.2019 | 17:32
პეტრე ცაავა – ეკლესიამ უნდა აჩვენოს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი და სინოდის სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცეს

ეკლესიამ უნდა აჩვენოს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი და სინოდის სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცეს, – ამის შესახებ ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების საკითხთან დაკავშირებით გამართულ კომისიის სხდომაზე განაცხადა. როგორც პეტრე ცაავამ აღნიშნა, ის გააგრძელებს საჯარო აქტიურობას. „იმისათვის, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლები არ ატყუებდნენ საზოგადოებას და სიცრუის ტირაჟირება არ მოხდეს, თავს უფლებას ვაძლევ, რომ გავაგრძელო აქ საჯარო…

03.11.2019 | 17:26
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (03.11.2019)

ჩვენთან არს ღმერთი! მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას. ამაშია ძალა ქართველი ერისა. ​გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი მთელ საქართველოში. ეს მოგცემთ თქვენ მადლსა და წყალობას. დალოცვილი იყავით. მადლობელი ვარ თანადგომისათვის. თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგენლებმაც, მუსულმანებმა და სხვებმა. გაიხარეთ, ჩვენთან არს…

02.11.2019 | 17:32
მეუფე დანიელი – ვინც არ დაემორჩილება პატრიარქს, შეცდომას უშვებს, ის საქართველოს წინააღმდეგ მიდის

სირცხვილი იმ საქართველოს, ვინც კითხვას სვამს, ვინ არის პატრიარქი, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელმა განაცხადა. მისივე თქმით, ვინც არ დაემორჩილება პატრიარქს შეცდომას უშვებს. „ვინც არ დაემორჩილება პატრიარქს, შეცდომას უშვებს, ის საქართველოს წინააღმდეგ მიდის. ვილოცოთ, რომ გადარჩეს მეუფე პეტრე ცოდვისაგან და დადგეს სინანულის გზაზე“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.   — 1tv.ge

02.11.2019 | 17:25
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვართან ევქარისტიულ კავშირს წყვეტს

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვართან ევქარისტიულ კავშირს წყვეტს. ამის შესახებ მიტროპოლიტ ილარიონმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად ყოფნის დროს განაცხადა. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა საუბრის დროს აღნიშნა, რომ ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა საბერძნეთის ყველა ეპიკსოპოსს არ შეეხება. როგორც მიტროპოლიტ ილარიონმა განაცხადა, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია კავშირს შეინარჩუნებს იმ სასულიერო პირებთან, რომლებიც უკრაინის მართლმადიდებლური…

01.11.2019 | 17:09
მეუფე პეტრე – შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ ვაპირებ – ვითხოვე, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი დამითმონ

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში წასვლას, სადაც პატრიარქის ბრძანებით განმწესდა, არ აპირებს. შესაბამისი განცხადება მეუფე პეტრემ ეპარქიის ახალ ხელმძღვანელ მიტროპოლიტ გრიგოლ კაციასთან, სხვა სასულიერო პირებსა და მრევლთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც პეტრე ცაავა აცხადებს, მან ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტრის დათმობა ითხოვა. „შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას. ვითხოვე, რომ ერთ-ერთი მონასტერი,…

01.11.2019 | 17:06
მეუფე პეტრე – პრემიერმა წინასაარჩევნო განცხადება გააკეთა – ვისურვებდი, გავიდეს დრო და არ შერცხვეს მისი ნათქვამის, როგორც შერცხვათ მის წინამორბედ პრემიერებს

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას „წინასაარჩევნო განცხადებას უწოდებს“. როგორც ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიაჩნია, რომ „პრემიერს უფრო ღირსეული შეფასება უნდა გაეკეთებინა მოვლენის შესახებ“. „მიმაჩნია, რომ ეს იყო 2020-ის არჩევნებისთვის გათვლილი აქცენტები. პრემიერმა წინასაარჩევნო განცხადება გააკეთა ამ პოზიციით და ვისურვებდი, რომ უფრო წინდახედული ყოფილიყო, რომ…

01.11.2019 | 17:04
მეუფე გრიგოლი მეუფე პეტრეზე – ჩვენი ძმა, ჩვენი მეგობარი რჩება და გვეხმარება გადაბარებაში – მე მარტო ვერ შევძლებ, ვთხოვ, რომ მეუფე დარჩეს აქ

ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის განცხადებით, ამავე ეპარქიის სასულიერო პირებს, ვისაც სურვილი აქვთ, ეპარქიაში დარჩებიან. როგორც მეუფე გრიგოლმა ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მეუფე პეტრე მას ეპარქიის გადაბარებაში დაეხმარება. „ჩვენი ძმა, ჩვენი მეგობარი რჩება. გვეხმარება გადაბარებაში. ამ ეპარქიაში ძალიან ბევრია გაკეთებული, კიდევ უნდა გაკეთდეს და ჯერ რჩება. დაასრულოს მშენებლობა….

Τα σημαντικότερα νέα