ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
03.12.2019 | 14:10
ძველ გაზეთებზე ასახული ვარძია

“ივერიის” ფურცლებიდან ( N199. 1887წ.) ვკითხულობთ, რომ ვარძიის მონასტერი ერთს საუკეთესო და თვალსაჩინო ნაშთს შეადგენს XI-XII საუკუნის დიდებისას. ამ მონასტერში დაცულია სურათები მეფის გიორგისა და დიდებულის თამარ მეფისა. მას შემდეგ რაც ეს მხარე თათრებს ჩაუვარდათ ხელში (1604 წელს), ვარძიის ეკლესიები და 700 მეტრი სენაკები გახდნენ ყოველ გვარ ავაზაკტ, მწყემსთა და ჯოგთა თავშესაფარად; ხოლო 1829 წლის…

02.12.2019 | 17:14
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (01.12.2019)

ჩვენთან არს ღმერთი რთულია ადამიანის ცხოვრება, ადამიანის ცხოვრება ეს არის გამოცდა, ეს არის ტვირთვა ჯვრისა, რომელიც ბოლომდე უნდა მიიტანოს მან. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენ გვიჭირს ჯვრის ზიდვა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არ გვაძლევს იმაზე მძიმე ჯვარს, რისი ტვირთვაც შეგვიძლია. ადამიანი ურთულესი აგებულებისაა. იგი არის უნიკალური. ერთხელ იბადება ამქვეყნად და ემზადება სამუდამო, მარადიული ცხოვრებისათვის….

01.12.2019 | 14:50
როგორ უნდა მივეახლოთ წმინდა ბარძიმს?

თითოეულმა მაზიარებელმა კარგად უნდა იცოდეს წმინდა ბარძიმთან მიახლების ეკლესიის მიერ დადგენილი წესები და ყოველთვის ზედმიწევნით აღასრულოს ისინი. ეს წესები შემდეგია: ზიარების წინ უნდა ვემთხვიოთ ანალოღიაზე (სახატეზე) დაბრძანებულ ხატს. ამის გაკეთება უმჯობესია წინდაწინ, როცა მღვდელი წარმოთქვამს: „შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით მოვედით!“ როცა სამეუფო კარნი გაიღება, პირჯვარი უნდა გადავისახოთ და ხელები გულმკერდზე დავიკრიფოთ ჯვარისებურად (მარჯვენა ხელი მარცხენის…

01.12.2019 | 13:43
მეუფე ნიკოლოზი მეუფე პეტრეზე – ჩვენ არ ვსჯით ადამიანს, ეკლესიაში ასე არ ხდება – სინოდის გადაწყვეტილებით კი არ განაყენეს, მან თავისი თავი განაყენა თავისი საქციელით

ჩვენ არ ვსჯით ადამიანს, ეკლესიაში ასე არ ხდება. სინოდის გადაწყვეტილებით კი არ განაყენეს, მან თავისი თავი განაყენა თავისი საქციელით და ჩვენ ეს დავაფიქსირეთ. თუ ახლა ის თავის საქციელით თავის თავს უკან ეკლესიაში დააბრუნებს, ამ შემთხვევაში, ამასაც დავაფიქსირებთ და იმასაც თუ კიდევ უფრო შორს წავა,-ამის შესახებ კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რითაც მეუფე პეტრე…

01.12.2019 | 13:31
მეუფე შიო – პოლიტიკურ ცხოვრებაში ახლა მღელვარებაა, მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან თუ ჩვენ სიმშვიდეს, სიყვარულს დავკარგავთ, ძალიან ცუდად შეიძლება დამთავრდეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ახლა მღელვარებაა. მეუფე შიომ ასეთ დროს სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრე ჩვენთვის არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, ჩვენი ეროვნული ღირებულებები, ჩვენი ისტორია, ჩვენი სარწმუნოება. თქვენ ხედავთ, ახლა მღელვარება არის პოლიტიკურ ცხოვრებაში. გაგახსენებთ მისი უწმინდესობის…

01.12.2019 | 13:30
ილია მეორე – ყველაზე ბედნიერი ადამიანი ის არის, ვინც ეხმარება სხვას ჯვრის ტვირთვაში, ჩვენ, სამწუხაროდ, კი არ ვიტვირთავთ სხვის სიმძიმეს, უფრო მეტად ვამძიმებთ

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, იმ დროს, როცა ადამიანი თვითონ ირჩევს სამოთხეს თუ ჯოჯოხეთს, ინებოს უფალმა, რომ სამოთხე აირჩიოს, მარჯვენა მხარეს დადგეს ადამიანი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ილია მეორემ ადამიანის რთულ ცხოვრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცხოვრება ეს არის გამოცდა, ჯვრის ტვირთვა. „როგორი რთულია ადამიანის ცხოვრება, ადამიანის…

01.12.2019 | 13:25
მეუფე ნიკოლოზი – მგონია, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს

მგონია, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს განუცხადა. „პრეზიდენტის მაგივრად მე რა უნდა გითხრათ. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩემი ვარაუდი. სინოდმა გადაწყვიტა, გამოაქვეყნა ეს განჩინება. არ მგონია, პრეზიდენტმა უარი თქვას შეწყალებაზე, რატომ არ უნდა შეიწყალოს, მე არ ვიცი. ჩვენ მეორეჯერ მივმართავთ…

01.12.2019 | 13:16
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 1 დეკემბერს მოწამე პლატონის, მოწამეთა რომანოზ დიაკონისა და ყრმა ბარულის, მოწამეთა ზაქეს, ღადარინელი დიაკონის და ალფესის ხსენების დღეს აღნიშნავს

წმიდა მოწამე პლატონი  წმიდა მოწამე პლატონი, წმიდა მოწამის, ანტიოქე მკურნალის ძმა იყო, ის დაიბადა გალატიის ანკვირიაში, კეთილმსახური მშობლების ოჯახში. მან სიყმაწვილეშივე დატოვა მშობლიური სახლი და მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა: ნეტარი ქალაქ-ქალაქ დადიოდა, სულიწმიდის მადლით აღვსილი, ქადაგებდა სახარების სწავლებას წარმართთა შორის და მსმენელებს აოცებდა დამაჯერებელი მჭევრმეტყველებითა და ელინურ მწიგნობრობაში ღრმა განსწავლულობით. ამისთვის იგი შეიპყრეს და ზევსის ტაძარში…

30.11.2019 | 20:41
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – სრულიად უსასყიდლოდ შესაძლებელია მოძღვართან მისვლა სინანულით

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს და აღნიშნავს, რომ სრულიად უსასყიდლოდ შესაძლებელია მოძღვართან მისვლა სინანულით. „გირჩის“ თუ „ბიბლიური თავისუფლების“ მიერ გაცემული არც ერთი საბუთი, არ წარმოადგენს, აუცილებელ ან საკმარის პირობას, მისი ყოფილი „მღვდელმსახურის“ მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში დასაბრუნებლად. არამედ სრულიად უსასყიდლოდ შესაძლებელია მოძღვართან მისვლა სინანულით. „ბიბლიური თავისუფლების“ მიერ…

Τα σημαντικότερα νέα