ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
11.10.2019 | 16:58
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილეს შეხვდა

ა.წ. 11 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე, დოქტორი სელიმ არღუნი, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქ-ნი ფატმან ჯერენ იაზგანი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ბ-ნი ზაზა ვაშაყმაძე. ქართული მხარის მიერ გამოიხატა მადლიერება ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ტაძრების აღდგენის გამო…

10.10.2019 | 16:16
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 10 ოქტომბერს მოწამე კალისტრატეს და მისთან წამებულთა, მოციქულთა: მარკოზის, არისტარქეს და ზინას, 70-თაგანთა, ასევე მოწამე ეპიქარიას და ღირსი ეგნატეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

მოწამე კალისტრატე წმიდა მოწამე კალისტრატე ქალაქ კართაგენში დაიბადა. მისი პაპა, ნეოსკორე იმპერატორ ტიბერიუსის (14-37) დროს იუდეის პროკურატორ პონტიუს პილატეს დაქვემდებარებულ მხედართა რაზმში მსახურობდა. წმიდანის მამა ქრისტიანობას აღიარებდა და შვილიც სარწმუნოებითა და ღვთისმოშიშებით აღზარდა. პაპასა და მამასავით კალისტრატეც მხედარი იყო და თანამებრძოლებს შორის ზნეკეთილობითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. ღამით, როცა ყველას ეძინა, ის ჩვეულებრივ, ლოცვად დგებოდა. მალე…

10.10.2019 | 14:48
გიორგი გახარია – ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება

ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან აბსოლუტურად ღია საუბარი შედგა მიმდინარე პრობლემებზე. „ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის საზღვრის მონაკვეთები,…

10.10.2019 | 14:37
დავით ზალკალიანი – ის, რომ ხვალიდან სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება, სწორედ გიორგი გახარიას და ილჰამ ალიევის შეხვედრის შედეგია

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მომდევნო სხდომა, სავარაუდოდ, საქართველოში ჩატარდება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხრიდან მზაობა აღნიშნულ საკითხზე უკვე დაფიქსირდა. „გრძელდება მუშაობა სადელიმიტაციო კომისიის ფარგლებში. კარგადაა ცნობილი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდა ექსპერტების შეხვედრა, იყვნენ ადგილზეც, შეისწავლეს…

09.10.2019 | 17:44
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ზეიმობს დღესასწაულს ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა, ასევე აღინიშნება მიცვალება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ზეიმობს დღესასწაულს ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა, ასევე აღინიშნება მიცვალება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა.   დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც ჩამოსვენდა საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან 1989 წლის 26 სექტემბერს ათონის ივერთა მონასტრიდან თბილისში ჩამოასვენეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, პორტაიტისას ასლი, რომელიც წმინდა მთის ბერებმა შეასრულეს საქართველოს…

09.10.2019 | 17:39
სიონის ივერიის ღმრთისმშობლის ხატი

ივერიის მიწაზე სტუმრად მყოფი ათონელი ბერებისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს თხოვნით მიუმართავს, რათა საქარველოსთვის გადაეღოთ ასლი კარიბჭის ხატიდან. ორიოდ წელიწადში ბერძენმა მამებმა დაასრულეს ასლის შექმნა. ასლის გადაღების შემდეგ, ხატი ორმოცი დღის განმავლობაში მიდებული ჰქონდათ თავადპირველ ხატთან, რათა მისგან მიეღო მადლი და ნიჭი. ხატის კურთხევა შესრულდა ივერიის ღმრთისმშობლის ტაძარში: დედა ხატი აკურთხევდა თავის ასლს და უხილავად…

09.10.2019 | 17:34
ილია მეორე კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელს – სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის დაჩემება, რომელმაც 2019 წლიდან, ფაქტობრივად, ჩამოგვართვა მონასტრები ჩიჩხიტური და უდაბნო

საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯთან დაკავშირებით კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელისადმი შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს მიმართ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილს აქვეყნებს: „თქვენო აღმატებულებავ, მოგესალმებით ძმური სიყვარულით და აუცილებლად მივიჩნევთ თქვენი ყურადღების მიპყრობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამონასტრო კომპლექს დავით გარეჯისადმი; კერძოდ, იმ პრობლემასთან დაკაშირებით, რომლებიც შეიქმნა ამ ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ცნობილი მოქმედებების შედეგად. საქმე ეხება…

09.10.2019 | 17:32
საპატრიარქო დავით გარეჯთან დაკავშირებით გიორგი გახარიასადმი ილია მეორის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის წერილს აქვეყნებს. „მოგესალმებით პატივისცემით და მოგმართავთ ჩვენი აზრით მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გამო. საქმე ეხება ორ მნიშვნელოვან მონასტერს- უდაბნოს და ჩიჩხიტურს . იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ნათელია. საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანის მხარესთან 1938 წლის 5-7 მარტს და 1996 წლის 13 ივნისს ორმხრივად მიღწეული აქვს…

09.10.2019 | 17:23
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ,,ქართულ-აფხაზური საგას” წევრებს უმასპინძლა

ა.წ. 8 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პროექტ ,,ქართულ-აფხაზური საგას” წევრებს უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობას. ,,ქართულ-აფხაზური საგა” მიზნად ისახავს აფხაზეთში მოღვაწე ექიმებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებას და სამედიცინო ინვენტარით უნზრუნველყოფას. ,,აფხაზებს უნდა ახსოვდეთ – ბრძანა მისმა უწმინდესობამ,- რომ, აფხაზეთი და აფხაზები ჩვენს გულშია, გულით ატარებს ქართველი ადამიანი აფხაზეთს. მტერი ცდილობს ჩვენს გაყოფას, მაგრამ…

Τα σημαντικότερα νέα