ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
08.10.2019 | 13:15
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა

  ა.წ. 7 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ბ-ნ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, მისი მეუღლე და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. მისმა უწმინდესობამ პრეზიდენტს სტუმრობისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია; მოგეხსენებათ, პრობლემები ბევრია მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. მიგვაჩნია, რომ…

08.10.2019 | 13:07
რუსთავში შშმ პირთა ცეკვისა და სიმღერის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა

  ა.წ. 6 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალის – „ივერია ბრილიანტი“ გალა კონცერტი გაიმართა. ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში, გერმანიის, უკრაინის, ისრაელის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, პოლონეთისა და საქართველოს50-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. საუკეთესო კონკურსანტები ჟიურიმ შეაფასა და გამარჯვებულებს სპეციალურ დიპლომებთან ერთად საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ რუსთავის…

07.10.2019 | 14:34
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (06.10.2019)

  ჩვენთან არს ღმერთი ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს. ბოროტი სული საშინლად ებრძვის ადამიანს და თქვენ უნდა ფრთხილად იყოთ. ყოველდღე, საღამოს, უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს ოთახებს, თქვენს ეზო-კარს და ძილის წინ აუცილებლად წაიკითხოთ ლოცვები. ხშირი შემთხვევაა, როცა ახალგაზრდები იკლავენ თავს და იღუპება ადამიანის სული. ეს ყველაფერი ბოროტი სულის…

06.10.2019 | 13:03
ილია მეორე – არავითარ შემთხვევაში, წყევლა არ უნდა წამოგცდეთ შვილის ან ადამიანისადმი – ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც

არავითარ შემთხვევაში, წყევლა არ უნდა წამოგცდეთ შვილის ან ადამიანისადმი. ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. ილია მეორემ ქადაგებისას ადამიანთა ცხოვრების მიზანზე ისაუბრა. “ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რით წარვდგებით წინაშე ღმრთისა. ყველაზე დიდი ძალა, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ, ჩვენ დაგვეხმარება,…

06.10.2019 | 12:50
ილია მეორე – ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენი ახალგაზრდები თავს იკლავენ, ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა

ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენი ახალგაზრდები თავს იკლავენ. ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. ამასთან, ილია მეორემ მრევლს კარ-მიდამოს კურთხევისკენ მოუწოდა. “ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს. ბოროტი სული საშინლად ებრძვის ადამიანს და ამიტომ თქვენ უნდა ფრთხილად იყოთ. ყოველ დღე, საღამოს…

06.10.2019 | 12:39
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 6 ოქტომბერს აღნიშნავს მუცლადღებას პატიოსნისა და დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი და ასევე იხსენიებს ღირსთა ქსანთიპას და პოლიქსენიას, მოწამეთა: ანდრიას, იოანეს და ძეთა იოანესთა – პეტრეს და ანტონინეს.

მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი ჰეროდე მეფის ზეობისას ჰურიასტანში ცხოვრობდნენ მღვდელმსახური ზაქარია და ცოლი მისი ელისაბედი. მათ ღვთის ნებით, მხცოვანებას ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მისცემიათ. მწუხარებით გულდამძიმებულნი, მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს წყალობის თვალით გადმოეხედა მათთვის. და აი, ერთხელ,  ზაქარია ტაძარში შევიდა საკმევლის საკმევად და საკურთხევლის მარჯვნივ მდგომი გაბრიელ მთავარანგელოზი იხილა. იგი შეძრწუნდა,…

06.10.2019 | 12:06
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი გია ყანჩელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

patriarchate.ge

05.10.2019 | 17:51
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და უმაღლესმა საბჭომ გაგრაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისში, მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში 1992 წლის ოქტომბერში გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი…

05.10.2019 | 17:46
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 4 ოქტომბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 4 ოქტომბერს მოციქულ კოდრატე 70-თაგანის, მღვდელმოწამეთა იპატიოს ეპისკოპოსის და ანდრია ხუცის, ისააკისა და მელეტისა, კვიპროსელ ეპისკოპოსთა; მოწამეთა ევსევის და პრისკეს ხსენების დღეს და როსტოველი მიტროპოლიტის დიმიტრის წმიდათა ნაწილთა პოვნას აღნიშნავს.   მოციქული კოდრატე 70-თაგანი წმიდა მოციქული კოდრატე, სამოცდაათთაგანი, მაგნეზიის (ნახევარკუნძული თესალიის აღმოსავლეთით) ეპარქიის მღვდელმთავარი იყო. მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს…

Τα σημαντικότερα νέα