ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
26.09.2019 | 16:54
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ინგუშ უხუცესებს შეხვდა

ა.წ. 25 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ინგუში უხუცესები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნების და ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცების აუცილებლობას. მხარეთა მიერ გამოითქვა მზაობა თავის მხრივ ხელი შეუწყონ კავკასიაში სტაბილურობას. სტუმრებმა ისაუბრეს ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის დამოკიდებულებაზე ქართველების მიმართ და აღნიშნეს, რომ პრეზიდენტი ქართველებს მოძმე ხალხად აღიქვამს და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი ქართველებს ემუქრება,…

26.09.2019 | 11:33
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 26 სექტემბერს ზეიმობს ენკენიას და დიდმოწამე კახეთის დედოფაალს ქეთევანს, მღვდელმოწამე კორნილიოს ასისთავს, მოწამე კრონიდეს, ლეონტის და სერაპიონს, მოწამეთა სელევკის და სტრატონიკეს , მაკროვოს და გორდიანეს, მოწამეთა: ელიას, ზოტიკეს, ლუკიანეს და ვალერიანეს, ასევე ღირს პეტრე ატროელის იხსენიებს.

ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას. მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა (306-337), პირველმა რომის იმპერატორთაგან, რომელმაც ცნო ქრისტიანული რელიგია, დედასთან, კეთილმსახურ დედოფალ ელენესთან ერთად გადაწყვიტა, განეახლებინა ქალაქი იერუსალიმი. იქ, სადაც ქრისტე ევნო და აღდგა,…

26.09.2019 | 11:18
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში შედგა სასწავლებლის თეოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის ბატონ ლაშა ზაალიშვილის ნაშრომის: „მიქაელ მოდრეკილის „იადგარი“ და წმინდა მამათა საგალობელი“ დაცვა

დაცვას ესწრებოდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სასწავლებლის აკადემიური პერსონალი. ბატონ ლაშა ზაალიშვილის სამაგისტრო ნაშრომი ეძღვნება „X საუკუნის საუნჯის“ სახელით ცნობილ უნიკალურ კრებულს – „მიქაელ მოდრეკილის „იადგარს“ და მასში დაცულ წმინდა მამათა ჰიმნოგრაფიულ კანონს. ნაშრომის ხელმძღვანელია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქალბატონი ლელა ხაჩიძე, რომელმაც განმარტა…

26.09.2019 | 11:12
მარტვილში სახალხო-საეკლესიო დღესასწაული „ჭყონდიდლობა“ აღინიშნება

მარტვილში სახალხო-საეკლესიო დღესასწაული „ჭყონდიდლობა“ აღინიშნება. დღესასწაულის აღნიშვნა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყო. წირვა მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ აღავლინა. წირვის შემდეგ წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის გვირგვინით შემკობის ცერემონიალი გაიმართა. ამასთან, ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქის ცენტრში ფერწერული ნამუშევრები გამოფენა მიმდინარეობს. მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ასევე მოწყობილია კოლხური…

25.09.2019 | 13:33
ქართული მონასტრები პალესტინაში

ყველაზე ადრე ქართველ ასკეტთა კვალი სირია­-პალესტინაში ჩანს. მათი მოღვაწეობა აქ IV საუკუნიდან იწყება. განსაკუთრებულ ძლიერებას კი IV-V საუკეუნეებში აღწევს. პალესტინაში ბერმონაზვნობის ისტორიის დასაწყისს უკავშირებენ ხარიტონისა და ილარიონ დიდის სახელებს. მათი თაოსნობით გაიშალა ასკეტური მოღვაწეობა და ერთიმეორის მიყოლებით რამდენიმე ლავრა აღმოცენდა: ხარიტონისა, ექვთიმესი, თეოდოსისა, საბა განწმენდილისა და სხვა. ქართული კულტურის ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თეოდოსის ლავრა, რომელიც…

24.09.2019 | 15:05
სამების საკათედრო ტაძარში მე-60 საყოველთაო ნათლობა ჩატარდა

ა.წ. 22 სექტემბერს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა მე-60 საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. ამჯერად მისი უწმინდესობის ნათლული 800-მდე ბავშვი გახდა. დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 40000-მდე ნათლული ჰყავს.   patriarchate.ge

24.09.2019 | 15:05
„რაინეარის“ ვებგვერდზე თბილისსა და ქუთაისზე სტატიები გამოქვეყნდა

ვიაკომპანია „რაინეარი“, რომელიც ნოემბერში ქართულ ბაზარზე შემოდის, თბილისისა და ქუთაისის შესახებ სტატიებს აქვეყნებს. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში საუბარია ქალაქების ღირსშესანიშნაობებზე, ასევე საუკეთესო კაფეებსა და რესტორნებზე. „რა უნდა ნახო და სად წახვიდე თბილისში“, – ამ სტატიაში ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია მგზავრებს სამების საკათედრო ტაძრის, ქართლის დედის ქანდაკების, მთაწმინდის პარკისა და მშვიდობის ხიდის დათვალიერებას, ასევე რეზო გაბრიაძის თეატრის…

23.09.2019 | 15:04
საეკლესიო კალენდარი – 2019 წლის 23 სექტემბერი

  საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 23 სექტემბერს აღნიშნავს ხსენებას მოწამეთა მინოდორასი, მიტროდორასი და ნიმფოდორასი; მოციქულთა: აპოლიოსისა, ლუკიოსისა და კლიმენტისა, 70-თაგანთა; მოწამისა ვარიფსავასი; კეთილმორწმუნისა პულქერიასი, ბერძენთა დედოფლისა; მღვდელმთავართა პეტრესი და პავლესი, ნიკეელ ეპისკოპოსთა. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები დ რა ღვაწლი მიუძღვით ეკლესიის წინაშე. წმიდა მოწამენი: მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა ისინი ღვიძლი დები იყვნენ, წარმოშობით…

22.09.2019 | 13:50
სამების ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 800-მდე ბავშვი გახდება. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ნათლობა მესამოცედ იმართება. აქამდე პატრიარქს 38 175 ნათლული ჰყავდა. საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. 20:00 საათისთვის სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ნათლულებს დალოცავს.   1tv.ge

Τα σημαντικότερα νέα