უსჯულო დიოკლეტიანეს ზეობისას ქალაქ ქალკედონს, რომის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის, ბითინიის უმთავრეს ქალაქს, პროკონსული (იმპერატორის ნაცვალი) პრისკე მართავდა, რომელმაც წარმართული ღვთაების, არესის დღესასწაულის მოწყობა განიზრახა. ქალკედონში იყო ამ კერპის სახელობის ტაძარი, რომელშიც მისივე ქანდაკი დაედგათ. კონსულმა მიმდებარე სოფლებსა და ქალაქებში ხალხი აფრინა, რომ მოსახლეობისათვის იმპერატორის სახელით დღესასწაულზე დასასწრებად მოეწოდებინათ და მდგომარეობისა და შეძლებიდან გამომდინარე, არესისათვის მსხვერპლის…
წმიდა მოწამენი ქართველნი ისააკი და იოსები, კარნუ-ქალაქში წამებულნი წმიდა მოწამენი ისააკი და იოსები დედით მართლმორწმუნენი იყვნენ, მამა კი მაჰმადის სჯულის მიმდევარი ჰყავდათ. დედა შვილებს ფარულად ქრისტეს მცნებებით ზრდიდა. იმდენად დიდი იყო ძმებში ქრისტიანულად ცხოვრების სურვილი, რომ მათ ბიზანტიაში წასვლა და იქ ცხოვრება გადაწყვიტეს. ამ დროს ბიზანტიას კეთილსმსახური მეფე ნიკიფორე ფოკა (802-811) განაგებდა. ძმებმა ფარულად წერილი მისწერეს…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 28 სექტემბერს ღირსი ამბა იოსებ ალავერდელის, დიდმოწამისა ნიკიტას, მოწამეთა: მაქსიმეს, თეოდოტეს და ასკლიადის, პორფირიოსის,, ღირსი ფილოთეოსის, მცირე აზიელი ხუცისა ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ასევე აღინიშნება აღმოყვანება ნაწილთა აკაკი აღმსარებელისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა. ღირსი აბბა იოსებ ალავერდელი, ათცამეტ სირიელ მამათაგანი წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო მოწაფე წმიდა იოანე ზედაზნელისა რომელიც…
ჩვენთან არს ღმერთი! დღეს დღესასწაულიც არის და მწუხარების დღეც. მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ჯვარი უფლისა ეს არის ძალა ღვთისა. ყოველი ადამიანი, ყოველი ერი არის მტვირთველი ჯვრისა. გისურვებთ, რომ ჩვენ ყველამ ჯვარი ბოლომდე მივიტანოთ და ჯვარი იყოს მფარველი ჩვენი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯვრის ტვირთვა გოლგოთაზე…
ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მღვდელმსახურებთან ერთად წირვა აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, პატრიარქმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა. „მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მისცეს. უფალმა აკურთხოს ერი თვისი. ჯვარი უფლისა – ეს არის ძალა ღვთისა. ყოველი ადამიანი, ყოველი ერი არის მტვირთველი ჯვარისა. გისურვებთ, რომ ჯვარი ბოლომდე მივიტანოთ….
ჯვართამაღლების დღესასწაულთან და სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში ცნობილმა ქართველმა მხატვრებმა მასშტაბური ფერწერული ტილო „გზა ტაძრისკენ, გზა ამაღლებისკენ“ შექმნეს. ფერწერულ ნამუშევარი 30-მდე მხატვრის მიერ ორი საათის განმავლობაში იქმნებოდა. ტილოზე სიმბოლურად აფხაზეთში მდებარე ბედიის ტაძარია გამოსახული, სადაც ერთიანი საქართველოს სიმბოლო, მეფე ბაგრატ მესამე არის დაკრძალული. დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი ფერწერული ნამუშევარი სამების საკათედრო ტაძარში იკურთხა….
მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა დილიდან დაიწყება. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით – იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება…
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ქრისტიანებს ჯვართამაღლების დღესასწაულს ულოცავს. როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 27 სექტემბერს მართლმადიდებელი ქრისტიანები ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ დღეს დაწესებულია ერთდღიანი მარხვა. „ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედა წმინდა ელენე დედოფალი დაინტერესდა, თუ სად იყო მაცხოვრის ჯვარი, რომელზეც ეწამა კაცობრიობის მხსნელი. 355 წელს იერუსალიმის…
ა.წ. 26 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპული განყოფილების (EURBICA-ს) თავმჯდომარე ბ-ნი ჩარლზ ჯ. ფარუჯა მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი, ქ-ნი თეონა იაშვილი, ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსი, ქ-ნი ქეთევან ასათიანი და ეროვნული არქივის საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოადგილე, ქ-ნი სოფიო ჯობავა. ბ-ნი ჩარლზ ჯ. ფარუჯა საქართველოში…