ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
19.09.2019 | 13:34
მიტროპოლიტ იეროთეოსის (ვლახოსი) სტუმრობა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში

18 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას სტუმრობდა ნავპაკტოსისა და წმინდა ვლასის (საბერძნეთი) მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი). მან სასწავლებლის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა თემაზე: ,,საღვთისმეტყველო განათლების როლი და მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში“. მიტროპოლიტმა იეროთეოსმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის – უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიმართ, რომლის ოფიციალური მოწვევით მიეცა მას საქართველოში ჩამოსვლის საშუალება. მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ მადლობა გადაუხადა…

18.09.2019 | 15:50
ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი

  ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერის შესახებ ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედატა მონასტერი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის ნაპირას. მონასტრის დაარსება საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელ წმიდა ნინო კაბადოკიელის სახელს უკავშირდება. წმიდა ნინო საქართველოში ჯავახეთიდან შემოვიდა და ფარავნის ტბასთან შეჩერდა. სადაც ორი დღე დაჰყო. აქ მას ჰქონდა სასწაულებრივი ხილვა: წარმოუდგა ნათელი სახის კაცი, რომელმაც…

17.09.2019 | 15:37
წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებული “ძუძუს წყარო”

ჯვრის მონატრიდან დაღმართისკენ მიმავალი გზა წმინდა ნინოს სახელობის მცირე ტაძრისკენ მიუყვება. ალბათ შეამჩნევდით პატარა სავანეს, სადაც შეფოთლილი ხეებია როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში. ეს ის ადგილია, სადაც წმინდა ნინო მუხლმოდრეკილი ევედრებოდა უფალს ქართლის მოქცევას. სწორედ, ამ ადგილასაა სასწაულმოქმედი წყალი წმინდა ნინომ რომ აღმოაჩინა და მას “ძუძუს წყარო” ეწოდა. ამ ადგილზე იყო “აკაკის ხე”, რომელიც სასწაულებს ახდენდა,…

17.09.2019 | 15:31
როგორ უნდა მოიპოვოს ადამიანმა სიყვარული?

  გვესაუბრება მცხეთის წმინდა იოანე-თორნიკე მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ეფემია (ჩირგაძე): -როგორ მოიპოვოს ადამიანმა სიყვარული, რომელსაც წმინდა თეოფანე “დაკარგულ სამოთხეს” უწოდებს? წმინდა მაქსიმე აღმსარებელი გვასწავლის, ყველა სათნოებას გონება ღვთის სიყვარულთან მიჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვანი წმინდა ლოცვააო. წმინდა იოანე შახავსკოეს აქვს ძალიან ლამაზი, თხოვნა უფლისადმი, სადაც ის ითხოვს სიყვარულის ნიჭის მიმადლებას, რომლითაც მხოლოდ გულით წმინდა ადამიანები…

17.09.2019 | 15:29
პირველი ნაბიჯები ეკლესიური ცხოვრების გზაზე

  ზარის რეკვა საეკლესიო ზარების რეკვა ორი სახისაა: კეთილმოხმობა (ამით მრევლს მსახურებაზე იწვევენ) და საკუთრივ რეკვა. კეთილხმობა,-ეს არის ერთი დიდი ზარის რიტმული დარტყმები-თავდაპირველად სამი იშვიათი დარტყმა, მერე ნელი გაწელილი დარტყმა, შემდეგ რიტმული დარტყმები. მოხმობის ზარის რეკვა თავის მხრივ ორ სახედ იყოფა: ჩვეულებრივი (ხშირი), რომელიც დიდ ზარზე ირეკება; სამარხვო (იშვიათი), რომელიც დიდი მარხვის შუალედში მცირე ზომის…

17.09.2019 | 15:27
ივერიის ღვთისმშობლის ხატი მოზდოკში

მოზდოკის ივერიის ღვთისმშობლის ხატი წმიდა მეფე თამარს ეკუთვნოდა და ცნობილია, როგორც კავკასიელ მთიელებს შორის ქრისტიანობის გამავრცელებელი. ჩერქეზთა გარკვეული ნაწილი მართლმადიდებლურ რჯულზე რომ მოექცა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეს წმიდა ხატი მეფე თამარმა მაშინ გაუგზავნა ჩერქეზებს. თამარ მეფის დროიდან 1768 წლამდე ხატი მთებში ინახებოდა და გაითქვა სახელი სასწაულებით. ორჯერ, ტაძარში გაჩენილი ხანძრისას, ხატი უვნებლად გადარჩა. 1768 წელს დედოფალ…

17.09.2019 | 15:23
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა

  ა.წ. 17 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მოსაყდრე მეუფე შიო (მუჯირი) და საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ, ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძეს და მის თანმხლებ პირებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა ის პრობლემური თემები, რაც საქართველოს საპატრიარქოსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი მზრუნველობის საგანს წარმოადგენს. მისმა უწმინდესობამ დალოცა მინისტრი და წარმატებული…

16.09.2019 | 19:00
ევროპარლამენტის ინტერკულტურული და რელიგიური დიალოგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოში

ა.წ. 12 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა ევროპარლამენტის ინტერკულტურული და რელიგიური დიალოგის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ბ-ნ რომან სტრასერთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რელიგიათა და კულტურათაშორის დიალოგის მნიშვნელობას. მხარეთა მიერ გამოითქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობისათვის.   patriarchate.ge

16.09.2019 | 18:57
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა

ა.წ. 15 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი გიორგი გახარია მიიღო. შეხვედრას მღვდელმთავრები და სამღვდელოებაც ესწრებოდნენ. მისმა უწმინდესობამ ბ-ნ გიორგი გახარიას მიულოცა მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება, დალოცა და ჩვენს რთულ დროში წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.     patriarchate.ge

Τα σημαντικότερα νέα